Air Astana თბილისი -დან და ალმაატას მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის. აღნიშნულ მიმართულებაზე უკვე დაემატა რეისები და ავიაკომპანია 16 მარტიდან კვირაში 4 სიხშირით ახორციელებს ავიამიმოსვლას – ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას.

ხოლო მაისიდან ოპერირებას კვირაში 6-ჯერ მოახდენს. შესაბამისად, არსებულ განრიგს დაემატება ორშაბათი და სამშაბათი დღე. ივნისიდან სექტემბრამდე კი ყოველდღიურად შეასრულებს ავიამიმოსვლას.

თბილისი ალმაატა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
14 მაისი 202422 მაისი 2024Air Astanaავიაბილეთები 1 159 -დან
21 ივნისი 202428 ივნისი 2024Air Astanaავიაბილეთები 1 052 -დან
17 ივლისი 202424 ივლისი 2024Air Astanaავიაბილეთები 1 033 -დან

 

მიმდინარე წლის ივნისიდან ასევე იგეგმება სეზონური ფრენების აღდგენა ასტანა თბილისი თბილისი ასტანა -ს და ალმაატა ბათუმი ბათუმი ალმაატა -ს საჰაერო მიმართულებებზე.

თბილისსა და ასტანას შორის ფრენები კვირაში 3-ჯერ შესრულდება, ხოლო ბათუმსა და ალმაატას შორის კი კვირაში 5-ჯერ.

ყაზახეთსა და საქართველოს შორის ფრენები კომფორტული Airbus 320/321 თვითმფრინავით განხორციელდება. გარდა პირდაპირი ავიამიმოსვლისა ავიაკომპანია ეარ ასტანა მგზავრებს ასევე სთავაზობს საკმაოდ კომფორტულ ტრანზიტულ რეისებსაც. საუბარია ალმაატას გავლით დელის, პეკინის, ბანგკოკის, მალდივების, სეულის, ტაშკენტის, ბიშკეკის, დუშანბესა და პუკეტის მიმართულებით ფრენებზე.

შეიძინე ავიაბილეთები Air Astanas -ს რეისებზე და გაემგზავრე საუკეთესო ფასად ყველაზე ეგზოტიკური და შთამბეჭდავი ქალაქების მოსანახულებლად. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაკომპანია Georgian Wings -ს კიდევ ერთი საჰაერო ხომალდი შეემატა
შემდეგი სტატიაქვიზი: გამოიცანი ქვეყნების დედაქალაქები
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments