2023 წელს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით გაორმაგებულია. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პეიოდში საქართველოდან გადაყვანილია 358.5 ათასი მგზავრი. მგზავრთბრუნვის მოცულობამ 875.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. შესაბამისად, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 2.1-ჯერ აღემატება გასული 2022 წლის მაჩვენებელს.
გასულ წელს, თბილისის , ქუთაისის და ბათუმის აეროპორტები 6005.7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 34.8%-ით აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს – აეროპორტებმა მიიღო 2 987.4 ათასი მგზავრი, ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 3 018.3 ათასი მგზავრი.
2023 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 96.2% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 25.5 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 28.6 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ალმაატა | 8 თებერვალი 2025 | 15 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 554 -დან | |
ათენი | 27 იანვარი 2025 | 31 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 182 -დან | |
აბუ დაბი | 17 იანვარი 2025 | 22 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 329 -დან | |
ბარსელონა | 24 დეკემბერი 2024 | 31 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 432 -დან | |
ბერლინი | 6 თებერვალი 2025 | 16 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 285 -დან |
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 24 სექტემბერს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა, არსებობის მანძილზე, წლის ჭრილში, მემილიონე მგზავრს პირველად უმასპინძლა.
აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მიმართ ცნობადობის ზრდაზე და ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე. ასევე საქართველოს მოქალაქეების მხრიდან დიდ სურვილს, მოინახულონ სხვადასხვა ახალი მიმართულებება და გაეცნონ ევროპისა თუ აზიის კულტურასა და ტრადიციებს. რაც უფრო აღრმავებს კავშირებს დანარჩენ მსოფლიოსთან.