მსოფლიოში არც თუ ისე ბევრი ქვეყანა და ქალაქი არსებობს, რომელიც წლის ნებისმიერ სეზონზე აღტაცებას და გაოცებას გამოიწვევს ნებისმიერ სტუმარში. თუმცა, ლონდონი ნამდვილად შედის ასეთი ქალაქების რიცხვში და ამაზე ტურისტების ყოველწლიური რაოდენობაც მეტყველებს.

ავიაბილეთები ლონდონის მიმართულებით ისტორიულად და კულტურულად ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქალაქში გამოგზაურებთ. ღირსშესანიშნაობებისა და კულტურული ძეგლების მრავალფეროვნება და სიმრავლე თქვენს მოგზაურობას საინტერესოს და დაუვიწყარს გახდის.

 რა უნდა მოინახულოთ ლონდონში? 

ლონდონში მოგზაურობისას წარმოუდგენელია ბუკინგემის სასახლეს არ ესტუმროთ, რომელიც დედოფლის ოფოციალურ რეზიდენციას წარმოადგენს. თქვენ შეიძლიათ გაისერნოთ ულამაზეს ბაღში, ხოლო როდესაც დედოფალი სასახლეში არ იმყოფება, სასახლეში შესვლის შესაძლებლობაც გექნებათ.

 უესტმინსტერის სასახლე

უესტმინსტერის სასახლე გაერთიანებული სასახლის პარლამენტს წარმოადგენს, თუმცა მისი საუცხოო არქიტექტურიდან გამომდინარე, ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობად ითვლება. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ბიგ ბენის საათის კოშკი, რომელიც სასახლის ჩრდილოეთ  ნაწილში მდებარეობს.

 ლონდონის თვალი

ლონდონის თვალი ან ათასწლეულის ბორბალი ყველაზე დიდი „ეშმაკის ბორბალია“ ევროპაში, ლონდონში კი ყველაზე პოპულარული ატრაქციონია. ყოველწლიურად მას 3 მილიონი ტურისტი სტუმრობს, რადგან ამ ატრაქციონიდან ლონდონის ყველაზე ლამაზი და დიდებული ხედები იშლება.

 როგორ უნდა გაემგზავროთ ამ საოცარ ქალაქში?

ავიაბილეთები ლონდონის მიმართულებით ყველაზე ბიუჯეტურ ფასად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეგიძლიათ შეიძინოთ. პირდაპირ რეისს ავიაკომპანია WizzAir-ი კვირაში ორჯერ – ხუთშაბათს და კვირას ასრულებს. ქუთაისის აეროპორტიდან ლონდონის ლუტონის აეროპორტში 5 საათსა და 25 წუთში მოხვდებით. ერთ გზის ავიაბილეთის ღირებულება 49 ლარსაც კი შეადგენს თუ თვენახევრით ან ორი თვით ადრე დაჯავშნით, ორმხრივ ავიაბილეთს კი 150-250 ლარის ფარგლებში შეიძენთ, ასევე, წინასწარი დაჯავშნის შემთხვევაში.

ქუთაისი ლონდონი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
8 ივლისი 202611 ივლისი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 824 -დან
12 აგვისტო 202617 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 798 -დან
11 სექტემბერი 202615 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 782 -დან
28 ოქტომბერი 20264 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 458 -დან
7 დეკემბერი 202612 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 411 -დან

 როგორ უნდა გაემგზავროთ ლონდონში თბილისის აეროპორტიდან?

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით ავიაკომპანიების ფართო არჩევანია. პირდაპირ რეისს ავიაკომპანია Georgian Airways-ი ასრულებს გატვიკის აეროპორტში კვირაში სამჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს. ავიაბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 499 ლარიდან იწყება.

რაც შეეხება ტრანზიტულ რეისებს, ყველაზე მისაღებ ფასს თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი გვთავაზობს. თბილისი აეროპორტიდან პეგასუსი ლონდონის სტენტის აეროპორტში სტამბოლში, გოქჩენის აეროპორტში გადაჯდომით ჩაგიყვანთ, ორი გზის ავიაბილეთს კი 750-850 ლარად შეიძენთ.

ავიაბილეთებს ლონდონის მიმართულებით გვთავაზობს უკრაინული ავიაკომპანია Ukraine International Airlines-ი, რომელიც კიევის ბორისპოლის აეროპორტში გადაჯდომით ასრულებს ფრენას გატვიკის აეროპორტში, ორი გზის ავიაბილეთს კი 800-900 ლარის ფარგლებში გვთავაზობს.

თბილისი ლონდონი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 ივნისი 20264 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 083 -დან
25 ივლისი 202625 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაDan Airავიაბილეთები 824 -დან
8 აგვისტო 202618 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაDan Airავიაბილეთები 781 -დან
8 სექტემბერი 202621 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაDan Airავიაბილეთები 689 -დან
17 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაDan Airავიაბილეთები 735 -დან
12 ნოემბერი 202619 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 774 -დან
5 დეკემბერი 202612 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 745 -დან
23 აპრილი 202730 აპრილი 20272 ᲒაჩერებაairBalticავიაბილეთები 1 071 -დან

ავიაკომპანიებისა და რეისების არჩევანი AVIA.GE-ის ვებსაიტზე და მობილურ აპლიკაციებში საკმაოდ დიდი გაქვთ და შეგიძლიათ საკმაოდ მარტივად და კომფორტულად შეიძინოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი. კომპეტენტური კონსულტაციისთვის და ინდივიდუალური შეთავაზებისთვის კი მიმართეთ ჩვენს გუნდს და დაგეხმარებით ლონდონის ავიაბილეთების საუკეთესო ვარიანტის არჩევაში.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმედიკამენტები რომლებიც მოგზაურობის დროს უნდა წავიღოთ
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ისრაელის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
3 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
10 რამ, რაც ლონდონში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ
10 months ago

[…] ლონდონის მონახულებაზე? შეიძინეთ ავიაბილეთები ლონდონის მიმართულებით და გაატერეთ დაუვიწყარი დრო ამ […]

თბილისის აეროპორტში 3 ახალი მარშრუტი - ლონდონი, ჟენევა და ამსტერდამი დაემატება
10 months ago

[…] 1-ელი აპრილიდან ფრენები მილანის და ლონდონის მიმართულებითაც […]

Georgian Airways-სი ფრენებს წყვეტს
6 months ago

[…] ლონდონი – 2019 წლის 23 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე და 2020 წლის 15 იანვრიდან 11 მარტამდე.  […]