ავიაკომპანია Turkish Airlines -მა ავსტრალიის მიმართულებით, კერძოდ კი სტამბოლი მელბურნი , მელბურნი სტამბოლი -ს ფრენებზე ავიაბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. პირველი რეისი 2024 წლის 15 მარტსაა ჩნიშნული.
სტამბოლიდან მელბურნის მიმართულებით ფრენებზე სპეციალიზებული ფასები ვრცელდება – 2 გზის ავიაბილეთების შეძენა 1199 დოლარიდანაა შესაძლებელი და 15 მაისამდე ეკონომ კლასის ფრენებზე მოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ ეს არის Turkish Airlines -ის პირველი მარშრუტი ავსტრალიისკენ, კონტინენტზე, რომელიც აქამდე არ იყო ავიაკომპანის ქსელის ნაწილი.
აღნიშნულ მიმართულებაზე რეისების დანიშვნა საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ავსტრალიის მიმართულებით კიდევ უფრო მარტივად გაემგზავრონ და მოინახულონ ეს შთამბეჭდავი სახელმწიფო.
როგორც მოგეხსენებათ, ავიაკომპანია საქართველოში თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახორციელებს რეისებს.
Turkish Airlines -ის ავიაბილეთები მელბურნის მიმართულებით
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
19 იანვარი 2025 | 27 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 7 101 -დან | |
11 თებერვალი 2025 | 19 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 3 750 -დან |
სტამბოლი მელბურნი მელბურნი სტამბოლი -ს საჰაერო ხაზზე თურქეთის ავიახაზები ოპერირებას კვირაში 3 სიხშირით მოახდენს. ამავდროულად, ავიაკომპანია საწვავის შესავსებად სინგაპურში გაჩერდება და იქ საათნახევარს დაჰყოფს. თუმცა მგზავრებს არ მოუწევთ თვითმფრინავის შეცვლა – ისინი სინგაპურიდან იმავე თვითმფრინავით გაფრინდებიან.
მგზავრობის დრო სტამბოლიდან მელბურნში: 19 საათი 40 წუთი, გაჩერება სინგაპურში 1 საათი 30 წუთი. ხოლო, მგზავრობის დრო მელბურნიდან სტამბოლში: 20 საათი 20 წუთი, გაჩერება სინგაპურში 1 საათი 40 წუთი.
თანამედროვე გრძელმაგისტრალური თვითმფრინავების დიაპაზონი Airbus A350-900 და Boeing 787-9, რომლებსაც ამჟამად ავიაკომპანია უწევს ექსპლუატაციას, საკმარისი არ არის მელბურნში საწვავის შევსების გარეშე ფრენისთვის. თუმცა, ავიაკომპანია გეგმავს სტამბოლიდან მელბურნში ფრენების უწყვეტად განხორციელებას, ასევე ფრენების განხორციელებას ქვეყნის სხვა ქალაქებში, ახალი ხომალდების მიღების შემდეგ.