2024 წელს ქუთაისის აეროპორტი 2 მილიონამდე მგზავრის მიღებას პროგნოზირებს. როგორც აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე სოციალურ ქსელში წერს, წელს უნდა აშენდეს თელავის ახალი აეროპორტი. ამასთან, უნდა დაიწყოს თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა.

„ევროპაში, აქვთ ტრადიცია, წინასწარ ჩაიფიქრონ ან დაწერონ რისი მიღწევაც სურთ. მეც გადავწყვიტე წინასწარ გავწერო 2024 წლის ბოლომდე თუ რა უნდა გაკეთდეს.

გასული წელი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის ისტორიული წელი აღმოჩნდა. მხოლოდ ქუთაისის აეროპორტმა 1 700 000 მგზავრს უმასპინძლა. შესაბამისად 2024-ში 2 მილიონამდე უნდა ავიდეთ. წელს, ასევე უნდა ავაშენოთ თელავის ახალი აეროპორტი.

საქართველო უნდა გახდეს რეგიონის საავიაციო ჰაბი!“, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ქარქაშაძე.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, ქუთაისის აეროპორტში უკვე განხორცილედა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის შედეგადაც, აეროპორტს დამატებით 500 ავტომანქანაზე გათვლისი საპარკინგე ზონა შეემატა. ამასთან, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საპარკინგე სისტემა და საფეხმავლო ბილიკები. თვის ბოლომდე კი სრულად მოეწყობა ტერიტორიის განათების სისტემა.

ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა25 ივლისი 20261 აგვისტო 2026FlyArystanავიაბილეთები 698 -დან
ათენი30 აპრილი 20279 მაისი 2027Wizz Airავიაბილეთები 193 -დან
ბარსელონა17 იანვარი 202722 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 399 -დან
ბერლინი22 დეკემბერი 20265 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 363 -დან
ბრიუსელი11 ოქტომბერი 202615 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 460 -დან
ბრატისლავა17 ნოემბერი 202621 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 180 -დან
ბუდაპეშტი12 ნოემბერი 202615 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 295 -დან
დორტმუნდი26 მაისი 20262 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 521 -დან
მემინგენი12 ივნისი 202622 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 436 -დან
ფრანკფურტი22 მაისი 20261 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 512 -დან

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წელს 3 694 205 მგზავრს მოემსახურა . ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი 621 610 მგზავრს. აღნიშნული მაჩვენებლები კი 2022 წელთან შედარებით კარგი შედეგია.

შეიძინე ავიაბილეთები საუკეთესო ფასად Avia.ge -ზე და იმოგზაურე ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქუთაისის აეროპორტში ახალი ავტოსადგომი მოეწყო
შემდეგი სტატიამხოლოდ დღეს, დაჯავშნე ფრენა 20%-იანი ფასდაკლებით Wizz Air -ზე
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments