Turkish Airlines -ი შიდა და საერთაშორისო რეისებზე განახლებული დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია AJet -ით იწყებს ოპერირებას.

თურქეთის ავიახაზები -ს სტრუქტურაში 2008 წლიდან ფუნქციონირებს AnadoluJet -ი, თუმცა ის არ არის სრულფასოვანი ავიაკომპანია, არამედ წარმოადგენს სავაჭრო ნიშანს. ანადოლუჯეტი -ს ყველა ფრენას Turkish Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავები და ეკიპაჟები ახორციელებენ.

Turkish Airlines-ის ზრდის ახალი სტრატეგია AnadoluJet -ის ცალკე დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად გარდაქმნას ისახავს მიზნად, რომელიც იფუნქციონირებს სახელწოდებით AJet და 100%-ით Turkish Airlines -ის საკუთრება იქნება.

Turkish Airlines -ში განმარტავენ, რომ AJet იმუშავებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების სეგმენტში. მისი კონცეფცია სერვისის გამარტივებას გულისხმობს და მხოლოდ ეკონომ კლასის ბილეთების გაყიდვას, რაც შეამცირებს ხარჯებს. ხარჯების დაზოგვა აისახება ავიაბილეთების ფასებზე, რაც ფრენებს უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდის ხელმისაწვდომს.

ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პირველი რეისი 2024 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი, ამის შესახებ განცხადება Turkish Airlines -ის გამგეობისა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ აჰმედ ბოლატმა გააკეთა.

 

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში AJet საკუთარ ფლოტს 200 თვითმფრინავამდე გაზრდის და ის ერთ-ერთი უდიდესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია გახდება რეგიონში.

„AJet-მა უნდა შეიმუშაოს ზრდის სტრატეგია, რათა გაზარდოს საერთაშორისო ფრენების რაოდენობა სტამბოლში, იზმირში, ანკარაში და ანატოლიის სხვა ქალაქებში“, – აღნიშნა მინისტრმა.

დაჯავშნეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად ჩვენთან. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.  

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air კვლავ ქართული ავიაბაზრის ლიდერია
შემდეგი სტატიათბილისიდან ვენაში პირდაპირ ფრენებს Austrian Airlines იწყებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments