უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air უკვე რამდენიმე წელია ქართულ ავიაბაზრზე ლიდერის პოზიციას არ თმობს. გასული წელი ნამდვილად გამორჩეული იყო ავიაკომპანიისთვის – ოპერირების დაწყებიდან დღემდე, 2012-2023 წლებში 5 მილიონ მგზავრს მოემსახურა.
ეს ფაქტი არა მხოლოდ იმის ამტკიცებს, რომ Wizz Air ge -ის სერვისი ნამდვილად ხელმისაწვდომი და მოსახერხებელია, არამედ გვაჩვენებს, იმასაც რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი , როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული სატრანსპორტო ჰაბი, ცნობადობას იზრდის.
საქართველოში, 2023 წლის ზაფხულის სეზონზე Wizz Air -მა შთამბეჭდავ 70%-იან ზრდას მიაღწია. თუმცა, აგვისტო-სექტემბერის პერიოდი კიდევ უფრო გამორჩეული იყო, რადგან ავიაკომპანიამ საქართველოში 2.25-ჯერ მეტ მგზავრს უმასპინძლა, ვიდრე წინა ზაფხულს.
გასულ წელს, ქართველი მომხმარებლებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებები იყო: საბერძნეთი , საფრანგეთი , იტალია , ესპანეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები.
Wizz Air -ის პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ათენი | 27 იანვარი 2025 | 31 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 182 -დან | |
ბარსელონა | 24 დეკემბერი 2024 | 31 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 432 -დან | |
ბერლინი | 6 თებერვალი 2025 | 16 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 285 -დან | |
ბრიუსელი | 27 ნოემბერი 2024 | 4 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 287 -დან | |
ბუდაპეშტი | 14 მარტი 2025 | 22 მარტი 2025 | ავიაბილეთები 229 -დან |
2023 წელს, კოპიტნარის აეროპორტში დაბრუნდა მესამე ბაზირებული ხომალდი და უახლესი Airbus A321 neo თვითმფრინავი ხუთ სრულიად ახალ მარშრუტზე ოპერირებს.
ესენია: ბრიუსელის შარლერუაში, ფრანკფურტ ჰანში, ჰამბურგი , მადრიდი და პოზნანი და მარშრუტების რაოდენობა ბაზიდან 27-მდე გაიზარდა. ეს მარშრუტები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ევროპასთან და სხვა მრავალ მიმართულებასთან აკავშირებს.
ისტორიაში პირველად, ქუთაისის აეროპორტს დაემატა Wizz Air -ის მეოთხე ბაზირებული საჰაერო ხომალდი
შესაბამისად, ქუთაისიდან გაიზარდა ევროპის მიმართულებით ფრენების სიხშირეც. ასევე, დაემატა ახალი მიმართულება – კოპენჰაგენი, სადაც პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში 2 სიხშირით ხორციელდება.
ქუთაისი კოპენჰაგენი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
11 დეკემბერი 2024 | 15 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 245 -დან | |
1 იანვარი 2025 | 8 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 249 -დან | |
5 თებერვალი 2025 | 9 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 255 -დან |
„ამ ეტაპზე ვაგრძელებთ მიმართულებების დამატებას. ჩვენი მიზანია, ქუთაისი საინტერესო მიმართულებების კიდევ უფრო ფართო სპექტრთან დავაკავშიროთ, რომელიც ქართველ მომხმარებლებს უდავოდ მოეწონებათ, სხვადასხვა ქვეყნიდან კი კიდევ მეტ ტურისტს მოიზიდავს. გპირდებით, რომ მომდევნო წლები კიდევ უფრო გამორჩეული და მნიშვნელოვანი იქნება“ – აცხადებს ჟაჟა ტრუბეკი, Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი.
2023 წელს, Wizz Air-ს მსოფლიო ტურიზმის ჯილდო გადაეცა
vizz air ევროპის სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანიაა და ასევე მსოფლიო ტურიზმის რიგით 30-ე დაჯილდოების გამარჯვებული, როგორც „ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 2023“.
ეს წოდება არის ინდიკატორი იმისა, რომ ავიაკომპანია მგზავრებს შეუდარებელი ხარისხით ემსახურება და მინიმალურ ზიანს აყენებს გარემოს.