თურქულმა ავიაკომპანია Pegasus -მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით ოპერირება დაიწყო. ავიაკომპანიასთან ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა და ქუთაის სტამბოლი , სტამბოლო ქუთაისი-ს მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში 3 სიხშირით განხორციელდება.
პირველი რეისი სტამბოლიდან, საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან, გვიან ღამით, Boeing 737 განხორციელდა და ქუთაისის აეროპორტში 142 მგზავრი ჩამოიყვანა.
ოფიციალურ დახვედრას ქუთაისის აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ავიაკომპანიის, ტურისტული კომპანია GASA-ს წარმომადგენლები და DMO იმერეთის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ დევიძე დაესწრნენ.
ქუთაისი სტამბოლი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
20 დეკემბერი 2024 | 23 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 276 -დან | |
24 იანვარი 2025 | 27 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 291 -დან | |
7 თებერვალი 2025 | 9 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 371 -დან |
,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის სტამბოლი ახალი მიმართულებაა, რომელიც ტრანზიტულ მგზავრებსაც მოემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველივე ფრენაზე მაღალი დატვირთულობა გამოიკვეთა და იმედი გვაქვს, რომ ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება.
ქუთაისის აეროპორტმა მგზავრთნაკადის კუთხით ისტორიულ ნიშნულს მიაღწია, 2023 წელს ჩვენ მილიონი მგზავრი უკვე მივიღეთ და წლის ბოლომდე 1 700 000 -მდე მგზავრის მომსახურებას ვგეგმავთ,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების კომერციული დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან მჭედლიშვილმა.
ახალ ავიაკომპანიასთან დაკავშირებით პირველ საინაუგურაციო რეისს აეროპორტში ტრადიციული წყლის ჭავლით, ე.წ. Water Salute-ით მიესალმნენ, პირველ მგზავრებს კი, ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.