Red Wings რუსული ავიაკომპანიაა, რომელიც მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტშია დაფუძნებული. 1999 წელს იგი Airlines 400 -ის სახელით დაარსდა, ამჟამინდელი სახელი კი 2007 წელს მიიღო. დღეს ავიაკომპანია რუსეთის ათი უმსხვილესი ავიაკომპანიიდან ერთ-ერთია, რომელიც დაგეგმილ და ჩარტერულ რეისებზეა სპეციალიზირებული.

რა მიმართულებით ახორციელებს რეისებს Red Wings -ი?

რედ ვინგსი -ს მარშრუტის ქსელი  100-ზე მეტი რუსული და საერთაშორისო მიმართულებისგან შედგება.

შიდა რეისები მოიცავს სანკტ პეტერბურგი ს, სოჭის, მახაჩკალასა და ვლადიკავკაზის მიმართულებას. ხოლო საერთაშორისო რეისები კი: სტამბოლი ს, ანტალიას, ბაქოს, ერევანს, თელ-ავივს, ასტანასა და საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტს – თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებს.

თბილისის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია ეკატერინბურგიდან, სანკტ პეტერბურგიდან, სოჭიდან, ჩელიაბინსკიდან, სამარადან და კაზანიდან ახორციელებს.

Red Wings -ის პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი11 ივნისი 202621 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 422 -დან
ნიჟნი ნოვგოროდი10 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 1 133 -დან
სამარა7 ივნისი 202614 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 994 -დან
კაზანი21 სექტემბერი 202627 სექტემბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 1 014 -დან
მოსკოვი14 ოქტომბერი 202621 ოქტომბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 719 -დან
ეკატერენბურგი19 ივნისი 202628 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 749 -დან
ტიუმენი19 ივნისი 202626 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 1 119 -დან

რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტი ს მიმართულებით ფრენებს, დღეისათვის ავიაკომპანია მხოლოდ მოსკოვიდან დაფრინავს. 2024 წლის დეკემბრიდან კი სანკტ პეტერბურგი, ეკატერინბურგი და კაზანი დაემატება.

ბათუმის აეროპორტი ს მიმართულებით კი ავიამიმოსვლას მხოლოდ მოსკოვიდან ახორციელებს.

Red Wings -ის პირდაპირი ფრენები ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი11 ივნისი 202624 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 201 -დან
ჩელიაბინსკი5 ივლისი 202623 ივლისი 2026Red Wingsავიაბილეთები 784 -დან
ნიჟნი ნოვგოროდი8 ივნისი 202622 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 1 168 -დან
კრასნოდარი5 ივნისი 20265 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 590 -დან
სამარა8 ივლისი 202612 აგვისტო 2026Red Wingsავიაბილეთები 1 065 -დან
კაზანი17 სექტემბერი 202623 სექტემბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 1 220 -დან
სანკტ პეტერბურგი17 ივნისი 202624 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 1 364 -დან
ნოვოსიბირსკი7 ივნისი 202618 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 795 -დან
პერმი8 ივნისი 202612 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 1 258 -დან
ორენბურგი13 ივნისი 202628 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 734 -დან

Red Wings -ის ფლოტი

ავიაკომპანიის ფლოტი შედგება 24 სამგზავრო თვითმფრინავისაგან: 14 Airbus 320/321, შვიდი რუსული რეგიონალური SSJ100 და სამი Boeing 777 თვითმფრინავსგან. ყველა ხომალდი აკმაყოფილებს მაღალ ტექნიკურ მოთხოვნებს და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.

თვითმფრინავები შექმნილია ეკონომ კლასის მონო განლაგებით. ბორტზე მგზავრების კომფორტს ფართო კაბინები, სავარძლებისთვის განკუთვნილი დიდი ადგილი და ხელბარგის ზომიერუ თაროები უზრუნველყოფს.

Red Wings -ის თითოეული თვითმფრინავი ფრენის საფუძვლიან წინასწარ მომზადებას გადის, რომელსაც ახორციელებენ როგორც ტექნიკური პერსონალი, ასევე პილოტები. სპეციალისტები ამოწმებენ ყველა საჰაერო სისტემას, ადგენენ თვითმფრინავის საწვავის დონეს, ამინდისთვის მზადყოფნას, ასევე ატარებენ გარე შემოწმებას, რომელიც შეესაბამება უსაფრთხოების ყველა ფედერალურ რეგულაციებს.

Red Wings -ში ჩსხდომისას მგზავრებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი თვითმფრინავი სრულად ფუნქციონირებს და მზადაა უსაფრთხო ფრენისათვის.

ინფორმაცია ბარგის შესახებ:

ხელბარგი

უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად, სალონში დასაშვებია მხოლოდ ერთი ერთეული ხელბარგი, რომლის მაქსიმალური წონა არ უნდა აღემატებოდეს 10 კგ-ს, ხოლო ზომები კი – 55 x 40 x 25 სმ-ს.

ბორტზე ხელბარგის გარდა ასევე შესაძლებელია შემდეგი ნივთების ატანა:

  • ზურგჩანთა 40 x 30 x 20 სმ, მაქსიმალური წონით 3 კგ, ხელჩანთა ან პორტფელი;
  • ყვავილების თაიგული;
  • მოსაცმელი;
  • ბავშვის საკვები, ფრენის ხანგრძლივობისთვის საჭირო რაოდენობით;
  • აუცილებელი მედიკამენტები, ფრენის ხანგრძლივობისთვის საჭირო რაოდენობით;
  • ხელჯოხი, ინვალიდის ეტლი, დასაკეცი ინვალიდის ეტლი იმ ზომებით, რომლებშიც შეიძლება უსაფრთხოდ განთავსდეს თაროზე მგზავრის სავარძლის ზემოთ ან მგზავრის სავარძლის წინ;
  • duty-free -ში შეძენილი პროდუქცია.

ჩასაბარებელი ბარგი

  • Economy – ერთი ერთეული ჩანთა, ჩემოდანი ან ზურგჩანთა, რომლის წინაც არ უნდა აღემატებოდეს 10 კგ-ს. სამი განზომილების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ.
  • Standard – ერთი ერთეული ჩანთა, ჩემოდანი ან ზურგჩანთა, რომლის წინაც არ უნდა აღემატებოდეს 20 კგ-ს. სამი განზომილების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ.
  • ერთი ერთეული ჩანთა, ჩემოდანი ან ზურგჩანთა, რომლის წინაც არ უნდა აღემატებოდეს 20 კგ-ს და დამატებით ერთი 10 კგ-მდე ჩანთა. სამი განზომილების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ.

დამატებითი ბარგი

თუ თქვენ გჭირდებათ იმაზე მეტი ბარგი, ვიდრე მგზავრობის საფასური უფასოდ გთავაზობთ, უნდა გადაიხადოთ დამატებითი საფასური. გადასახადის ოდენობა დამოკიდებულია ბარგის ოდენობაზე და გამგზავრებამდე დარჩენილ დროზე.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

ონლაინ რეგისტრაცია / online check-in

აეროპორტში რიგში დგომის თავიდან ასაცილებლად, გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია, რომელიც გამგზავრებამდე 24სთ-ით ადრე იხსნება და 3 საათით ადრე იხურება. თუ მხოლოდ ხელბარგით მიფრინავთ, აეროპორტში რიგში დგომა აღარ მოგიწევთ და შეძლებთ პირდაპირ თქვენს “გეითთან” გამოცხადდეთ.

ბორტზე ადგილის არჩევაც თავად შეგიძლიათ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც თანამგზავრებთან ერთად მიფრინავს.

როგორ დაარეგისტრიროთ თქვენი ბარგი ონლაინ?

თუ ბარგით მოგზაურობთ, ონლაინ რეგისტრაციის შემდეგ, ის აეროპორტის სარეგისტრაციო მაგიდასთან უნდა წარადგინოთ.

შეზღუდვები ონლაინ რეგისტრაციისთვის

რეგისტრაციის გავლას შეძლებთ მხოლოდ აეროპორტში, თუ:

  • მოგზაურობთ შინაურ ცხოველთან ერთად
  • გჭირდებათ დამატებითი სერვისები, როგორიცაა ესკორტი შშმ პირებისთვის, ან ბავშვის თანხლების ორგანიზება ავიაკომპანიის თანამშრომლის თანხლებით.
  • მოგზაურობთ 9-ზე მეტ ადამიანთან ერთად

შეიძინეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად ნებისმიერი მიმართულებით. ფრენების დასაჯავშნად, დაგვირეკეთ ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველოს ავიახაზები ფასდაკლებას აანონსებს
შემდეგი სტატიაავიაკომპანია Wizz Air-ი 24 ნოემბრის ფასდაკლებას აანონსებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Red Wings -ი რუსეთიდან საქართველოში 6 ახალ მარშრუტს ამატებს
5 months ago

[…] ფედერალურმა სააგენტომ, ავიაკომპანია Red Wings -ზე გასცა წინასწარი ნებართვა, დაიწყოს […]

ფრენები ნოვოსიბირსკი-ბათუმი: Red Wings-ის ახალი რეისები
3 months ago

[…] რეგიონს ეხება: ავიაკომპანია Red Wings Airlines-მა ოფიციალურად დააანონსა პირდაპირი, […]