2023 წლის ნოემბრის ბოლომდე, Georgian Wings -ის ფლოტს კიდევ ერთი საჰაერო ხომალდი დაემატება. ქართული ავიაკომპანია Geosky -ს სამგზავრო მიმართულება საჰაერო ხომალდს Boeing 737-300 -ს ნოემბრის ბოლომდე მიიღებს. თვითმფრინავი ავიაკომპანიის კორპორატიული ფერებით იქნება დაბრენდილი და 148 ეკონომ სავარძელს გააერთიანებს.

ახალი საჰაერო ხომალდის დამატება ავიაკომპანიას საშუალებას აძლევს თბილისის აეროპორტი -დან არსებული სიხშირეები გაზარდოს და ახალი მიმართულებები დაამატოს.

ახალი მიმართულებების დამატებაზე ავიაკომპანია ინტენსიურად მუშაობს და ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს ხანებში მიაწვდის.

 

ჯეორჯიან ვინგსი თბილისის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა და ამ დროისათვის რეგულარულ ფრენებს ბათუმის და ბაქოს მიმართულებით ახორციელებს. ავიაკომპანიამ ოპერირება ბათუმის მიმართულებით 2023 წლის ივლისის ბოლოდან, ხოლო ბაქოს მიმართულებით სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო.

ზამთრის სანავიგაციო სეზონზე თბილისი ბათუმი , ბათუმი თბილისი-ს საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 9 სიხშირით, ხოლო თბილისი ბაქო , ბაქო თბილისი -ს საჰაერო ხაზე კი კვირაში 5 სიხშირით გვთავაზობს.

Georgian Wings -ი ფრენის ახალი სიხშირეების და განრიგის გარდა მგზავრებს, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე განახლებულ სატარიფო პოლიტიკას სთავაზობს:

ავიაბილეთის სატარიფო პოლიტიკა  – Fare Families:

  • Lite (RBD LL) – 5კგ ხელბარგი და 0კგ რეგისტრირებული ბარგი.
  • Standard (RBD SS) – 5კგ ხელბარგი და 10კგ რეგისტრირებული ბარგი.
  • Plus (RBD PP) – 7 კგ ხელბარგი და 20კგ რეგისტრირებული ბარგი.

თუ გსურთ შეიძინოთ georgian wings -ის ავიაბილეთები ყველაზე იაფად, დაგვირეკეთ: 551 907 907 და მიიღეთ საუკეთესო შემოთავაზება სასურველ მიმართულებაზე. 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიყველაზე უსაფრთხო ევროპული ქვეყნები სოლო მოგზაურებისთვის
შემდეგი სტატიაზამთრის სეზონზე Eurowings -ი გერმანიის ორი ქალაქიდან – ბერლინი და დიუსელდორფიდან იფრენს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments