ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი მიმდინარე წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 415 %–ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში კოპიტნარის აეროპორტით 164,176 მგზავრმა ისარგებლა. (2022 წლის ოქტომბერშიი – 31,898 მგზავრმა).

მგზავრთნაკადის გარდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც და 325 %-ს მიაღწია. აეროპორტი ოქტომბერში 472 რეისს მოემსახურა. (2022 წლის ოქტომბერში კი – 111 რეისს).

რაც შეეხება 2023 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. 10 თვის ჭრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმი 1,380,548 მგზავრს მოემსახურა. რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 107 %-ით აღემატება.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა12 ოქტომბერი 202619 ოქტომბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 719 -დან
ათენი30 აპრილი 20279 მაისი 2027Wizz Airავიაბილეთები 243 -დან
ბარსელონა25 მაისი 202730 მაისი 2027Wizz Airავიაბილეთები 487 -დან
ბერლინი12 ივლისი 202630 აგვისტო 2026Wizz Airავიაბილეთები 698 -დან
ბრიუსელი11 მარტი 202714 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 316 -დან
ბრატისლავა17 ნოემბერი 202621 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 257 -დან
ბუდაპეშტი11 მარტი 202714 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 312 -დან
დორტმუნდი22 დეკემბერი 20265 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 497 -დან
მემინგენი21 დეკემბერი 20268 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 261 -დან
ფრანკფურტი7 ნოემბერი 202614 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 248 -დან

 

ისტორიულია 10 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 4,087რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55 %-ით მეტია.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის დეკემბრიდან ქუთაისის აეროპორტს wizz air ge -ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეისათვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია, 18 ქვეყნის 35 მიმართულებით ოპერირებს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად და დაგეგმე ფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე ბიუჯეტურ ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიროგორ გაიზარდა თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადი ოქტომბრის თვეში?
შემდეგი სტატიაყველაზე უსაფრთხო ევროპული ქვეყნები სოლო მოგზაურებისთვის
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted