უნგრეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Wizz Air – ის პრეზიდენტს, რობერტ კერის შეხვდა. შეხვედრას ასევე მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილიც დაესწრნენ.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ვიზეარ -ის საქმიანობა საქართველოში. ავიაკომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან აღინიშნა, რომ ქუთაისის მიმართულება ავიაკომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მიმართულებაა და ითქვა, რომ მგზავრების გადაყვანის კუთხით wizzair -ს საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოწინავე ადგილი უკავია.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა ქუთაისის აეროპორტი -ში უნგრული ავიაკომპანიის მეოთხე ბაზირებული ხომალდის დამატების საკითხზეც, რომელიც 2023 წლის პირველი დეკემბრიდან იგეგმება. ამას კი 1 ახალი ევროპული მიმართულებით ოპერირების დაწყება მოჰყვება.

პირდაპირი ფრენა მეოთხე ბაზირებული თვითმფრინავით ქუთაისიდან კოპენჰაგენის მიმართულებით დაიწყება და ავიაკომპანიის მიერ საქართველოდან ოპერირებული მიმართულებების ჯამი 28-ს გახდება, მათ შორის, 20 მიმართულება ბაზირებული საჰაერო ხომალდით შესრულდება.

ქუთაისი კოპენჰაგენი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 ნოემბერი 20243 დეკემბერი 20241 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 428 -დან
4 დეკემბერი 202415 დეკემბერი 2024პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 249 -დან
20 დეკემბერი 202411 იანვარი 20251 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 427 -დან
29 დეკემბერი 20245 იანვარი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 307 -დან
1 იანვარი 20258 იანვარი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 252 -დან
5 თებერვალი 20259 თებერვალი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 255 -დან
11 აგვისტო 202524 აგვისტო 20252 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 850 -დან

 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს და შეთანხმდნენ საქართველოს მოქალაქეების ავიაკომპანიაში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების ერთობლივ შემუშავებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ Wizz Air -ი ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია გლობალურ საავიაციო ინდუსტრიაში, შემუშავდება ერთობლივი პროექტები, რომლებიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ავიაციის ინდუსტრიაში პროფესიულ განათლების განვითარებას, მეორე მხრივ კი, საქართველოს მოქალაქეებს მისცემს ისეთ მსხვილ ავიაკომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას, როგორიცაა Wizz Air.

დაჯავშნეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად Wizz Air -ის ფრენებზე, დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიChina Southern Airlines -მა თბილისიდან შესაძლოა ფრენების სიხშირე და მიმართულებების რაოდენობა გაზარდოს
შემდეგი სტატია27 სექტემბრიდან ფრენები ჩინეთის მიმართულებით ყოველდღე შესრულდება
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments