China Southern Airlines -ი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანიაა. მისი სათაო ოფისი ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუში მდებარეობს და პეკინისა და გუანჯოუ საერთაშორისო აეროპორტიდან მთელს მსოფლიოში 200-მდე მიმართულებით დაფრინავს.
როგორიც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ავიაკომპანიასთან, რათა საქართველოსა და ჩინეთს შორის გაიზარდოს პირდაპირი ფრენების რაოდენობა და დაემატოს სხვა მიმართულებებიც.
ვიცე-პრემიერის თქმით, უკვე მიიღეს შეთანხმება, რომ მალე ჩინეთთან დღეში, მინიმუმ 1 ფრენა გვექნება, თუმცა მიზანს უფრო ხშირი ავიამიმოსვლა წარმოადგენს, რაც ყოველდღიურად 10-მდე ფრენას გულისხმობს.
ასევე აუცილებელია ჩინეთში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების მიმართ ცნობადობის გაზრდა. საჭიროა მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიების ჩატარება, რომელიც გაზრდის ჩინეთში საქართველოსადმი დაინტერესებას, პირდაპირ უკავშირდება ფრენების საკითხსაც, რადგან, ამ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა ავიაკომპანიებისთვის კომერციულად მიმზიდველი არ იქნება მათზე მოთხოვნის გარეშე.
თბილისი ურუმჩი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
1 იანვარი 2025 | 8 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 879 -დან | |
3 თებერვალი 2025 | 17 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 1 523 -დან |
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები დღეისათვის პირდაპირ ფრენებს ჩინეთის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ურუმჩის დივოპუს საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით – ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს ახორციელებს.