ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3-4 სექტემბერს დაგეგმილი ფრენები თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება.

რეაბილიტაციის პერიოდი 3 სექტემბრის დილის 07:00 საათიდან, 5 სექტემბრის ღამის 01:00 საათამდე პერიოდში იგეგმება. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ პერიოდში დაგეგმილი ფრენებზე დროები უცვლელია, იცვლება მხოლოდ აეროპორტები.

პირდაპირი ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Almaty7 November 202611 November 2026FlyArystanავიაბილეთები 440 -დან
Athens5 February 202710 February 2027Wizz Airავიაბილეთები 200 -დან
Barcelona20 January 202727 January 2027Wizz Airავიაბილეთები 363 -დან
Berlin5 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 369 -დან
Brussels6 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 257 -დან
Bratislava24 November 202628 November 2026Wizz Airავიაბილეთები 255 -დან
Budapest11 March 202716 March 2027Wizz Airავიაბილეთები 300 -დან
Dortmund5 December 202612 December 2026Wizz Airავიაბილეთები 320 -დან
Memmingen23 November 202627 November 2026Wizz Airავიაბილეთები 289 -დან
Frankfurt26 January 202730 January 2027Wizz Airავიაბილეთები 284 -დან

 

“ავიაკომპანიებმა აეროპორტების ცვლილების შესახებ ინფორმაცია მგზავრებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით უკვე აცნობეს. მგზავრების გადაყვანას თბილისიდან ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით, ასევე ქუთაისიდან და ბათუმიდან თბილისის აეროპორტის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანია Omnibus Express უზრუნველყოფს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სატრანსპორტო კომპანიას.

2023 წლის იანვარი-ივლისის თვის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ მაჩვენებელს მოემსახურა. აქედან გამომდინარე, რეისების მატებასთან ერთად, ფრენების უსაფრთხოების მიზნით, საჭიროა სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმური სარემონტო სამუშაოების განხორციელება.

ასევე ფრენების უსაფრთხოების მიზნით, აეროპორტში მუდმივად ხდება საერთაშორისო სტანდარტებისადმი შესაბამისობის შემოწმება. მიმდინარე სარემონტო სამუშაოები წლიური გეგმის მიხედვით განხორციელდება, რაც ფრენების გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია”- ნათქვამია განცხადებაში.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები თქვენთვის სასურველი მიმართულებით, დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიEurowings თბილისიდან ბერლინის მიმართულებით პირდაპირი ფრენებს შეასრულებს
შემდეგი სტატიაGeorgian Wings-ი თბილისი ბაქოს მიმართულებით ავიარეისებს იწყებს
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted