სწორი სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შესაბამისად, საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია ვითარდება, ძლიერდება და ძალიან სწრაფი ტემპებით უბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულს. იანვარი-ივნისის თვეების სტატისტიკური მონაცემებით, ამ პერიოდში საქართველოს 2,860,117 საერთაშორისო მოგზაური ეწვია.

როგორც  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, ეს სტატისტიკა ცხადყოფს, რომ პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74%-იანი აღდგენაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა +75.9 %-ს შეადგენს.

ამასთან, 2023 წლის პირველ 6 თვეში ქვეყანაში 1,930,483 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა, ხოლო 2022 წელთან შედარებით კი +59.6%-იანი ზრდაა.

„დღეს საქართველოს ბაზარზე, ქუთაისის , თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან,  50-ზე მეტი ავიაკომპანია, 60-მდე პირდაპირი მიმართულებით ოპერირებს, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ყოველთვიურად ვცდილობთ გავზარდოთ გამტარუნარიანობა და პირდაპირი კავშირი ჩვენთვის სტრატეგიულ სამიზნე – ევროკავშირის და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, რათა ქვეყანაში კიდევ მეტი ტურისტი ჩამოვიდეს“, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა27 დეკემბერი 20253 იანვარი 2026FlyArystanავიაბილეთები 617 -დან
ათენი18 იანვარი 202625 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 218 -დან
ბარსელონა19 იანვარი 202621 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 459 -დან
ბერლინი5 თებერვალი 20268 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 320 -დან
ბრიუსელი25 იანვარი 20261 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 285 -დან
ბრატისლავა12 იანვარი 202619 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 375 -დან
ბუდაპეშტი12 თებერვალი 202614 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 225 -დან
დორტმუნდი24 იანვარი 202631 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 287 -დან
მემინგენი20 იანვარი 20263 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 195 -დან
ფრანკფურტი23 იანვარი 202630 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 214 -დან

მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის მონაცემები 100 %-ით აღდგა და პანდემიამდელ ნიშნულს გაუთანაბრდა.

რაც შეეხება 2023 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებს, საქართველოში 1,651,655 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 73.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი +57.4%-იანი ზრდაა.

შეიძინეთ ავიაბილეთები მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით Avia.ge-ს დახმარებით დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიროგორია საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის სტატისტიკა?
შემდეგი სტატიასად შეგიძლიათ გაემგზავროთ Wizz Air-ით ყველაზე იაფად ოქტომბერში
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments