დაჯავშნე Georgian Wings ჯეორჯიან ვინგს ავიაბილთები მარტივად და იფრნე იაფად

Georgian Wings -ი ავიაკომპანია Geosky -ს სამგზავრო მიმართულებაა. ,,ჯეოსქაი” 2017 წლიდან დღემდე წარმატებით ოპერირებს, როგორც სატვირთო საჰაერო გადამზიდავი, მსოფლიოს ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე. თუმცა ახლახანს მან ახალი სამგზავრო მიმართულებაც დაამატა. აქედან გამომდინარე, ავიაკომპანიის საქმიანობის სფეროს, სამგზავრო და სატვირთო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები წარმოადგენს.

ჯეორჯიან ვინგს –ის პირველი სამგზავრო რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ბათუმის მიმართულებით, 31 ივლისს შეასრულა.

თბილისსა და ბათუმს შორის შიდა ფრენების გარდა, ავიაკომპანია რეისებს ასევე საერთაშორისო მიმართულებებზეც ასრულებს, მაგ: აზერბაიჯანის დედაქალაქ – ბაქოს მიმართულებით , ჩეხეთის დედაქალაქის – პრაღის მიმართულებით  და მოლოდვის დედაქალაქ – კიშინეუს მიმართულებით.

ჯეორჯიან ვინგსი ამ დროისათვის რეისებს თბილისი ბაქო ბაქო თბილისი -ს საჰაერო ხაზზე, კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს ასრულებს. თბილისი პრაღა პრაღა თბილისი -ს მიმართულებით – კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათ და შაბათ დღეს. ხოლო თბილისი კიშინეუ კიშინეუ თბილისი -ს ფრენებს კი – 2-ჯერ, ორშაბათს და პარასკევს.

აღსანიშნავია, რომ Georgian Wings აქტიურად მუშაობს, როგორც ფლოტის გაზრდაზე, ასევე ახალი მიმართულებების დამატებაზე. ავიაკომპანიამ 2024 წლის თებერვალში, რიგით მეორე სამგზავრო დანიშნულების Boeing 737-ის ტიპის საჰაერო ხომალდი მიიღო, რომელიც 148 მგზავრზეა გათვლილი.

თბილისი ბაქო

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 ნოემბერი 202430 ნოემბერი 2024აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 329 -დან
12 დეკემბერი 202413 დეკემბერი 2024აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 279 -დან
27 იანვარი 202531 იანვარი 2025აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 330 -დან
5 თებერვალი 202526 თებერვალი 2025აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 234 -დან

 

,,ჯეოსქაი“-ს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, მოპოვებული აქვს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი მსოფლიო მასშტაბით ოპერირების უფლებით, ასევე გააჩნია საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატი და მოპოვებული აქვს ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) TCO ავტორიზაცია.

2023 წლის მაისში, ავიაკომპანიამ უმასპინძლა IATA-ს მიერ აღიარებულ აუდიტორთა გუნდს და წარმატებით გაიარა IATA-ს საექსპლუატაციო უსაფრთხოების აუდიტი (IOSA). Geosky დაუღალავად განაგრძობს აღნიშნული ხარისხის შენარჩუნებას და განვითარებას, რაც სამომავლოდ აუცილებლად დიდი წარმატების მომტანი გახდება.

აღსანიშნავია, რომ IOSA-ს პროგრამის წარმატებით გავლა, ოპერატორს IATA-ს წევრობისაკენ უხსნის გზას. IATA-ს წევრობა კი, თავის მხრივ, კიდევ ერთი წარმატება იქნება როგორც ავიაკომპანიის, ისე სრულიად საქართველოს ავიაციის სექტორისათვის.

Georgian Wings -ის ფლოტი

ავიაკომპანია ძირითადად ქართული საფრენოსნო და საინჟინრო-ტექნიკური მაღალკვალიფიციური პერსონალითაა დაკომპლექტებული.

მგზავრთა გადაყვანას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მაღალი სერვისით და სტანდარტებით, 148 ადამიანზე გათვლილი საჰაერო ხომალდით –  2 B737 – 300 -ით ახორციელებს.

დღეის მდგომარეობით geosky ცნობილია როგორც დარგის ლიდერი და საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე, რომელიც ავიატორთა მსხვილ დამსაქმებელს წარმოადგენს.

თუ გეგმავთ ისარგებლოთ georgian wings -ის მომსახურებით, გაეცანით რეგისტრაციისა და ბარგის გადატანის პოლიტიკას:

რეგისტრაცია 

ამ დროისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ აეროპორტში. რეგისტრაციის დახლი გამგზავრებამდე 2 საათით ადრე იხსნება და გამგზავრებამდე 45 წუთით ადრე იხურება. აეროპორტში რეგისტრაციის გავლა უფასოა. რაც შეეხება ონლაინ რეგისტრაციას, მომსახურება ჯერ-ჯერობით მიუწვდომელია.

უფასო ბარგის შემწეობა საერთაშორისო ფრენებისთვის დამოკიდებულია მგზავრის მიერ არჩეულ ტარიფის ტიპზე:

  • Promo Economy – 7 კგ. ხელბარგი, ზომებით 55 x 40 x 25 სმ. ჩასაბარებელი ბარგი არ შედის.
  • Lite Economy – 7 კგ ხელბარგი (55 x 40 x 25) და 6 კგ. ჩასაბარებელი ბარგი ზომებით 158 სმ (სიგრძე, სიგანე და სიმაღლე).
  • Standard Economy – 7 კგ ხელბარგი (55 x 40 x 25) და 12 კგ. ჩასაბარებელი ბარგი (158 სმ).
  • Plus Economy – 7 კგ ხელბარგი (55 x 40 x 25) და 23 კგ. ჩასაბარებელი ბარგი (158 სმ).

გაითვალისწინეთ, ბარგზე წონის გადაჭარბების შემთხევაში, დაგეკისრებათ დამატებითი გადასახადი.

მგზავრებს ასევე საშუალება აქვთ გადაიტანონ სხვადასხვა სახის დამატებითი ნივთი, მათ შორის სპორტული ინვენტარი და მუსიკალური ინსტრუმენტები, ასევე სალონით გადაიყვანონ შინაური ცხოველი.

შეიძინეთ ავიაბილეთები ნებისმიერი მიმართულებით საუკეთესო ფასად. ფრენების დასაჯავშნად, დაგვირეკეთ ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიახალი პირდაპირი მიმართულება ბათუმის აეროპორტიდან
შემდეგი სტატიარატომ ვერ შესრულდა პირველი რეისი თბილისი-ბათუმის მიმართულებით?
5 2 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
12 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
 Georgian Wings -ი ფრენების დაწყებას 4 ქვეყნის მიმართულებით გეგმავს
11 months ago

[…] Geo Sky -ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings -ი  ოპერირების დაწყებას ოთხი […]

Georgian Wings -ი ბაქოს მიმართულებით ახალი, 148 ადგილიანი თვითმფრინავით იფრენს
11 months ago

[…] Georgian Wings -ი, რომელიც თბილისი ბაქო ბაქო თბილისი -ს საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს 5 სექტემბრიდან გვთავაზოს, მგზავრებს ფრანგულ-იტალიური წარმოების 70 მგზავრზე გათვლილი საჰაერო ხომალდით ახორციელებს. თუმცა, 2023 წლის 11 დეკემბრიდან კი ავიაკომპანია 148 მგზავრზე გათვლილი Boeing 737-300 -ით შეუდგება ოპერირებას. […]

მოლდოვას მიმართულებით Georgian Wings -ის ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია
11 months ago

[…] Georgian Wings -ი თბილისი კიშინიოვი , კიშინიოვი […]

Georgian Wings-მა კიშინიოვის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო
9 months ago

[…] Georgian Wings -ის პირველი საინაუგურაციო ფრენის საზეიმო ღონისძიება მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ ქართული ტრადიციების შესაბამისად დააორგანიზა. […]

ავიაკომპანია Georgian Wings -ს კიდევ ერთი საჰაერო ხომალდი შეემატა
8 months ago

[…] ავიაკომპანია Georgian Wings -ის ავიაპარკს კიდევ ერთი საჰაერო […]

Georgian Wings პრაღის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს
7 months ago

[…] Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings -ი, პირდაპირ რეგულარულ ავიამიმოსვლას […]

Georgian Wings -ი ახალ მიმართულებებს გვთავაზობს
7 months ago

[…] ავიაკომპანია Georgian Wings -ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონს ახალი […]

Georgian Wings-მა პრაღაში რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო
6 months ago

[…] ავიაკომპანია Georgian Wings -მა, თბილისი პრაღა პრაღა თბილისი -ს […]

პრაღაში პირდაპირი რეგულარული ფრენები კიდევ ერთმა ავიაკომპანიამ დაიწყო
6 months ago

[…] Geosky -ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings -მა, თბილისიდან პრაღის მიმართულებით […]

ავიაკომპანია Georgian Wings -მა ბოდრუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები დაიწყო
4 months ago

[…] Georgian Wings -მა თბილისი -დან თურქეთის ქალაქ ბოდრუმის მიმართულებით პირველი საინაუგურაციო ფრენა შეასრულა. ავიაკომპანიის ცნობით, პირდაპირი ჩარტერული ფრენები ყოველ ოთხშაბათს, კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. მგზავრებს 148 ადამიანზე გათვლილი Boeing 737-ით მოემსახურება. […]

ქართულმა ავიაკომპანია GeoSky უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების შენარჩუნებას აგრძელებს
4 months ago

[…] Geosky -მ, რომლის სამგზავრო მიმართულება Georgian Wings -ია, IOSA -ს წარმატებით დასრულების […]

ქართული ავიაკომპანია Geosky IATA-ს წევრი გახდა
3 months ago

[…] Geosky Airlines, რომლის სამგზავრო მიმართულება Georgian Wings -ია, საჰაერო ტრანსპორტის […]