საქართველოს მთავრობა თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აერპორტის მშენებლობას გეგმავს. თბილისის აერპორტი განვითარების მაქსიმალურ პარამეტრს უახლოვდება, რის გამოც აუცილებელია საქართველოს ავიაციის სექტორის გრძელვადიანი განვითარებისთვის გაჩნდეს კიდევ ერთი ალტერნატიული აეროპორტი.
გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მთავრობა ახალი აეროპორტის მშენებლობას ვაზიანში იწყებს.
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ეს არის იდეალური ლოკაცია. იგი 15 კმ-ითაა დაშორებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. თავის დროზე ტერიტორია შესწავლილია და იდეალურად მიუდგება როგორც ქარის მიმართულებას, ასევე ასაფრენ ზოლს.
დღეისათვის, საქართველოში ყველაზე დიდი საერთაშორისო აეროპორტი ქალაქ თბილისში მდებარეობს. ბოლო რამდენიმე კვირაა, ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არსებული სივრცე გაფართოების შესაძლებლობას არ იძლევა.
შსს-ს მონაცემებით, 2023 წლის პირველ სამ თვეში, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, 733 ათას მგზავრს მოემსახურა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკვე მუშაობენ თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება გახდეს ჰაბი. სწორედ ამ მიზნით, თბილისში იდეალური ადგილი ვაზიანის ყოფილი აეროდრომია.
საყურადღებოა, რომ 2027 წლამდე იზღუდება ახალი აეროპორტის ექსპლოატაციაში შესვლა, რომელიც არსებული აეროპორტიდან 200 კილომეტრის რადიუსში იქნება განთავსებული. თუმცა, ამ პერიოდში შესაძლებელია, რომ დასრულდეს ახლის მშენებლობა და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, უკვე მწყობრში იყოს და დაიწყოს ფუნქციონირება.
პირდაპირი რეისები თბილისის აეროპორტიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
სოჭი | 15 დეკემბერი 2025 | 21 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 422 -დან |
ალმაატა | 12 ნოემბერი 2025 | 13 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 968 -დან |
ამსტერდამი | 23 ნოემბერი 2025 | 7 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 509 -დან |
ანკარა | 25 ოქტომბერი 2025 | 29 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 281 -დან |
ათენი | 11 დეკემბერი 2025 | 15 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 468 -დან |
აბუ დაბი | 1 აპრილი 2026 | 10 აპრილი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 498 -დან |
ანტალია | 22 ოქტომბერი 2025 | 24 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 367 -დან |
ბაჰრეინის კუნძული | 20 დეკემბერი 2025 | 25 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 774 -დან |
ბაქო | 19 აგვისტო 2026 | 19 აგვისტო 2026 | ![]() | ავიაბილეთები 326 -დან |
ბელგრადი | 28 ნოემბერი 2025 | 6 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 595 -დან |
საქართველოს აეროპორტებიდან პირდაპირი ფრენები სრულდება მსოფლიოს 58 ქალაქის მიმართულებით და რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ხორციელდება მსოფლიოს 31 ქვეყანასთან.