2025 წლიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია – იგი 8 ახალმა ავიაკომპანიამ აირჩია. როგორც TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ აღნიშნა, განსაკუთრებული სიამაყის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ მათ შორის არის ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პრესტიჟული ავიაკომპანიაBritish Airways.

მისი განცხადებით, 2025 წელს თბილისის აეროპორტში ოპერირება დაიწყო/იწყებენ შემდეგი ავიაკომპანიები:

  1. British Airways
  2. EasyJet
  3. Transavia France
  4. Edelweiss Air
  5. Fly Khiva
  6. Samair/Air Samarkand
  7. Tezjet
  8. Air Serbia

როგორც იცით, British Airways-მა უკვე შეასრულა თავისი პირველი ფრენა, Airbus A320neo ტიპის თვითმფრინავით, ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. პირდაპირი რეისები თბილისსა და ლონდონს შორის კვირაში ოთხჯერ განხორციელდება.

ფრენები ასევე დაიწყო დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია EasyJet -მაც, რომელმაც სამი სხვადასხვა მიმართულებიდან შემოგვთავაზა რეისები, ესენია – მილანი, ლონდონი და ჟენევა.

ავიაკომპანია Transavia France 9 აპრილიდან დაიწყებს ფრენებს პარიზი თბილისის მიმართულებით, ხოლო Edelweiss კი საქართველოს ავიაბაზარს 12 აპრილიდან შემოუერთდება და თბილისიდან ციურიხში იფრენს.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი27 ივნისი 202630 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 474 -დან
ალმაატა10 სექტემბერი 202615 სექტემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 100 -დან
ამსტერდამი15 ოქტომბერი 202622 ოქტომბერი 2026Transaviaავიაბილეთები 576 -დან
ანკარა5 ოქტომბერი 20268 ოქტომბერი 2026Ajetავიაბილეთები 380 -დან
ათენი23 ოქტომბერი 202628 ოქტომბერი 2026Aegean Airlinesავიაბილეთები 452 -დან
აბუ დაბი1 ოქტომბერი 202611 ოქტომბერი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 939 -დან
ანტალია27 ივნისი 202628 ივნისი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 415 -დან
ბაქო20 ნოემბერი 202623 ნოემბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 260 -დან
ბელგრადი8 სექტემბერი 202613 სექტემბერი 2026Air Serbiaავიაბილეთები 913 -დან
ბერლინი27 ივნისი 20261 ივლისი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 524 -დან

 

თეა ზაქარაძის თქმით, ეს სიახლე მნიშვნელოვნად ზრდის როგორც მგზავრთა შესაძლებლობებს, ისე აეროპორტის საერთაშორისო რეპუტაციას. მისი თქმით, ასეთი დონის ავიაკომპანიის მომსახურება დიდ პატივთან ერთად გამოწვევაც არის TAV Georgia-სთვის. კომპანია აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურასა და ადამიანურ რესურსებში, რაც მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და ახალი პარტნიორების მოზიდვას.

2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 4.7 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია. გაიზარდა როგორც მგზავრთნაკადი, ისე საერთაშორისო ინტერესიც. ამჟამად უკვე დამატებულია 13 ახალი მიმართულება.

TAV Georgia საქართველოს ბაზარზე უკვე 20 წელია მოქმედებს და ამ დროის განმავლობაში, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების განვითარებაში დაახლოებით 230 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანიის გუნდში დღეს 1700-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიeasyJet -მა ჟენევადა, ლონდონიდან და მილანიდან თბილისში პირველი ფრენები შეასრულა
შემდეგი სტატიაKorean Air თბილისსა და ინჩეონს შორის ჩარტერულ ფრენებს აღადგენს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted