2025 წლიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია – იგი 8 ახალმა ავიაკომპანიამ აირჩია. როგორც TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ აღნიშნა, განსაკუთრებული სიამაყის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ მათ შორის არის ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პრესტიჟული ავიაკომპანიაBritish Airways.

მისი განცხადებით, 2025 წელს თბილისის აეროპორტში ოპერირება დაიწყო/იწყებენ შემდეგი ავიაკომპანიები:

  1. British Airways
  2. EasyJet
  3. Transavia France
  4. Edelweiss Air
  5. Fly Khiva
  6. Samair/Air Samarkand
  7. Tezjet
  8. Air Serbia

როგორც იცით, British Airways-მა უკვე შეასრულა თავისი პირველი ფრენა, Airbus A320neo ტიპის თვითმფრინავით, ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. პირდაპირი რეისები თბილისსა და ლონდონს შორის კვირაში ოთხჯერ განხორციელდება.

ფრენები ასევე დაიწყო დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია EasyJet -მაც, რომელმაც სამი სხვადასხვა მიმართულებიდან შემოგვთავაზა რეისები, ესენია – მილანი, ლონდონი და ჟენევა.

ავიაკომპანია Transavia France 9 აპრილიდან დაიწყებს ფრენებს პარიზი თბილისის მიმართულებით, ხოლო Edelweiss კი საქართველოს ავიაბაზარს 12 აპრილიდან შემოუერთდება და თბილისიდან ციურიხში იფრენს.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი11 ივლისი 202618 ივლისი 2026Red Wingsავიაბილეთები 444 -დან
ალმაატა15 ნოემბერი 202622 ნოემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 146 -დან
ამსტერდამი22 ოქტომბერი 202625 ოქტომბერი 2026Transaviaავიაბილეთები 685 -დან
ანკარა20 ივლისი 202627 ივლისი 2026Ajetავიაბილეთები 372 -დან
ათენი20 ივნისი 202730 ივნისი 2027Sky Express Greeceავიაბილეთები 502 -დან
აბუ დაბი14 სექტემბერი 202629 სექტემბერი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 957 -დან
ანტალია25 ნოემბერი 202630 ნოემბერი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 470 -დან
ბაჰრეინის კუნძული23 ივლისი 202630 ივლისი 2026Gulf Airავიაბილეთები 1 676 -დან
ბაქო20 ნოემბერი 202625 ნოემბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 241 -დან
ბელგრადი7 ოქტომბერი 202611 ოქტომბერი 2026Air Serbiaავიაბილეთები 895 -დან

 

თეა ზაქარაძის თქმით, ეს სიახლე მნიშვნელოვნად ზრდის როგორც მგზავრთა შესაძლებლობებს, ისე აეროპორტის საერთაშორისო რეპუტაციას. მისი თქმით, ასეთი დონის ავიაკომპანიის მომსახურება დიდ პატივთან ერთად გამოწვევაც არის TAV Georgia-სთვის. კომპანია აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურასა და ადამიანურ რესურსებში, რაც მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და ახალი პარტნიორების მოზიდვას.

2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 4.7 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია. გაიზარდა როგორც მგზავრთნაკადი, ისე საერთაშორისო ინტერესიც. ამჟამად უკვე დამატებულია 13 ახალი მიმართულება.

TAV Georgia საქართველოს ბაზარზე უკვე 20 წელია მოქმედებს და ამ დროის განმავლობაში, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების განვითარებაში დაახლოებით 230 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანიის გუნდში დღეს 1700-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიeasyJet -მა ჟენევადა, ლონდონიდან და მილანიდან თბილისში პირველი ფრენები შეასრულა
შემდეგი სტატიაKorean Air თბილისსა და ინჩეონს შორის ჩარტერულ ფრენებს აღადგენს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted