2025 წლის 2 აგვისტოდან, აზიის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია IndiGo პირდაპირ, რეგულარულ რეისებს დაიწყებს მუმბაიდან თბილისის მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან მუმბაი ინდოეთის მეორე მსხვილი ქალაქი იქნება, რომელიც საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო კავშირით დაუკავშირდება დელის შემდეგ.

ამ ახალი მარშრუტის დამატებით, ინდოეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების სიხშირე კვირაში 10-მდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ინდიგო აქამდე ყოველდღიურად ასრულებs რეისებს თბილისი დელი დელი თბილისი -ს მიმართულებით, ახლა კი მუმბაიდან კვირაში სამი დამატებითი რეისი განხორციელდება.

IndiGo პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
მუმბაი28 აგვისტო 202513 სექტემბერი 2025IndiGoავიაბილეთები 1 837 -დან
ნიუ დელი25 ნოემბერი 20259 დეკემბერი 2025IndiGoავიაბილეთები 1 142 -დან

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომ მუმბაის მიმართულებით პირდაპირი ფრენების ამოქმედება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ტურისტულ, ბიზნეს და კულტურულ ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს ინდოეთის მზარდ ეკონომიკურ და ტურისტულ ინტერესს საქართველოს მიმართ.

ინდოეთიდან საქართველოში მგზავრთნაკადი სტაბილურად იზრდება. 2025 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში, პირდაპირი საჰაერო გზით 56,241 მგზავრი ჩამოფრინდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 123%-იან ზრდას წარმოადგენს.

IndiGo, როგორც აზიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, 2024 წელს 112 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ავიაკომპანია მსოფლიოს 600-ზე მეტ მიმართულებაზე დღეში საშუალოდ 1900-მდე ფრენას ახორციელებს და ამჟამად 400-მდე საჰაერო ხომალდს ფლობს.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიინდოეთიდან საქართველოსკენ პირდაპირი ფრენები იზრდება
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments