2025 წელს ვროცლავის ნიკოლაუს კოპერნიკის აეროპორტი დროებით შეწყვეტს მუშაობას. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს ვროცლავში, ან იყენებს ამ აეროპორტს ტრანსფერად.

თუ 2025 წლის 26 ოქტომბრიდან 4 დეკემბრამდე გეგმავ პოლონეთში ან ევროპის მიმართულებით გამგზავრებას ვროცლავის აეროპორტის გავლით, გირჩევთ ფრენები წინასწარ გადაამოწმო და ალტერნატიული აეროპორტებით ისარგებლო – მაგალითად ვარშავას, კატოვიცეს, კრაკოვის ან პოზნანის. ასევე, სატრანსპორტო ბილეთები და სასტუმროები რაც შეიძლება ადრე დაჯავშნე, რადგან ამ პერიოდში მოთხოვნა საგრძნობლად გაიზრდება. დროული დაგეგმვა დაგეხმარება თავიდან აიცილო გაუგებრობები და მოგზაურობა უფრო მშვიდად ჩაივლის.

ქუთაისი ვროცლავი

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
21 დეკემბერი 2025პირდაპირიავიაბილეთები 380 -დან
17 დეკემბერი 2025პირდაპირიავიაბილეთები 431 -დან
24 დეკემბერი 2025პირდაპირიავიაბილეთები 571 -დან
21 დეკემბერი 2025პირდაპირიავიაბილეთები 592 -დან
21 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 617 -დან
24 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 706 -დან
17 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 783 -დან
17 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 829 -დან
21 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 887 -დან
22 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 914 -დან
23 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 916 -დან
22 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 965 -დან
22 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 976 -დან
18 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 1 013 -დან
23 დეკემბერი 2025პირდაპირიავიაბილეთები 1 107 -დან
20 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 1 165 -დან

როდის და რატომ იხურება აეროპორტი?

ვროცლავის აეროპორტი სრულად დაიხურება 2025 წლის 26 ოქტომბრიდან 4 დეკემბრამდე. ამ პერიოდში ყველა ფრენა გაუქმდება და მგზავრებს ალტერნატიული ვარიანტებით სარგებლობა მოუწევთ.

დახურვის მიზეზი მოდერნიზაციაა, რომლის მიზანია ტერმინალის გაფართოება და მგზავრთა კომფორტის გაუმჯობესება. ამჟამად აეროპორტი გათვლილია წელიწადში 4 მილიონ მგზავრზე, თუმცა ამ მაჩვენებელმა 2024 წელს უკვე გადააჭარბა. შედეგად, შეიქმნა დისკომფორტი და მომსახურების ხარისხი დაეცა.

რა შეიცვლება მოდერნიზაციის შემდეგ?

რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აეროპორტის ინფრასტრუქტურას. ვროცლავის აეროპორტის დირექტორმა, კაროლ პშივარამ, აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები დადებითად იმოქმედებს მგზავრების უსაფრთხოებასა და კომფორტზე და ხელს შეუწყობს აეროპორტის განვითარებას. ვარაუდობენ, რომ მოდერნიზაციის შემდეგ ვროცლავი შეძლებს მეტი ფრენის მიღებას და მგზავრების კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტურად მომსახურებას.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAir Serbia-მ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო
შემდეგი სტატიაQatar Airways 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments