საერთაშორისო ბაზარზე ერთ–ერთი ყველაზე აქტიური და ცნობილი ავიაკომპანია „ wizz ari ge “ მის ერთგულ მომხმარებლებსა და მომავალ კლიენტებს ახალ სამგზავრო პაკეტებს სთავაზობს. ზამთრის სეზონის გახსნა საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასების მქონე ავიაკომპანიის მფლობელებმა ბარგზე დაწესებული შეზღუდვებისა და მისი გადატანის საფასურის აღმნიშვნელი სერვისების მენიუს სრული განახლებით აღნიშნეს.

wizz air georgia “ ახალი აქცია და წესები 1 ნოემბრიდან შედის ძალაში და ამ თარიღიდან მოყოლებული, ის ვინც ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მონახულებას სწორედ მათი ავიაბილეთების შეძენით აპირებს, სავარაუდობ ბევრად უფრო მოხერხებულად შეძლებს ამას.

პირველ რიგში, კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა, იოჰან ეიდჰაგენმა აქცენტი ახალი პაკეტების წარდგენისას სწორედ მგზავრების კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ახალი წესები სწორედ ამისთვის იქნა დამტკიცებული.

ვიზიარის ბარგი

უნგრეთული ავიაკომპანიის მიერ გასაჯაროებული ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხება იმ ბარგსა და ხელჩანთების გადატანის წესებს, რომლის ატანაც სალონშია შესაძლებელი. 1 ნოემბრიადან, თქვენ შეგეძლებათ თვითმფრინავის ბორტზე მხოლოდ 40 x 30 x 20 სმ ზომის ხელჩანთების ატანა, რომლის წონაც ამიერიდან არ უნდა აღემატებოდეს 10 კილოგრამს. ასევე, თუ თქვენ ისარგებლებთ „ვიზეარის“ მიერ შემოთავაზებული სპეციალური პრიორიტეტის სერვისითაც, ზემოთხსენებულ ბარგთან ერთად სალონში 55 x 40 x 23 ზომის ხელჩანთის ატანასაც შეძლებთ უპრობლემოდ.

ავიაკომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის თქმით, ის მგზავრები, ვისაც „ვიზეარის“ ავიაბილეთები 1 ნოემბრისა და მომდევნო პერიოდის ფრენებზე აქვთ დაჯავშნილი, თუმცა არ სარგებლობენ პრიორიტეტის სერვისით, მაინც ეძლევათ შანსი ახალი წესებით თავი გაინებივრონ.

ეიდჰაგენის განცხადებით, აღნიშნული მგზავრები შეძლებენ უფასოდ წაიღონ 10 კილოგრამი ზომის რეგისტრირებული ბარგი.

ასევე, ისინი, ვისაც 20–დან 32 კილოგრამამდე ტვირთი აქვს, უფასოდ მიიღებენ პრიორიტეტულ სერვისს.

ასეთი რადიკალური ცვლილებები ავიაკომპანიის მფლობელების აზრით ხელს შეუწყობს უფრო სწრაფ და ადვილ ჩასხდომის პროცესს მათი ავიახაზებით სარგებლობისას. „ვიზეარის“ წარმომადგენლების აზრით, ზემოთხსენებული წესები თვითმფრინავის დაგვიანებით გაფრენის შემთხვევებსაც მნიშვნელოვნად აღმოფხვრის.

მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ისიც აღნიშნა, რომ ისინი მომხმარებელს 50–ზე მეტ კომბინაციას სთავაზობენ ბარგის გადატანის საკითხებში და შესაბამისად, თქვენ გაძლევენ იმის შესაძლებლობას, რომ მხოლოდ საჭირო სერვისის საფასური გადაიხადოთ. „ვიზეარი“ 1 ნოემბრიდან ახალი წესებით ფრენას 44 ქვეყნის 143 ქალაქში გააგრძელებს.

samogzauro dazgveva