ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის, Wizz Air -ის მარშრუტების ქსელი, კარგადაა ასახული Flightradar24 -ის გრაფიკზე. სერვისი აგროვებდა ინფორმაციას ავიაკომპანიის ფრენების შესახებ ერთი თვის განმავლობაში და ასახავდა მას რუკაზე, რაც საშუალებას გაძლევთ, ნათლად დაინახოთ, სად და რამდენად ხშირად დაფრინავს ვიზეარის თითოეული ბორტი.

ამჟამად Wizz Air -ის ბრენდის ქვეშ ოპერირებს ოთხი ავიაკომპანია: Wizz Air Abu Dhabi, Wizz Air Hungary, Wizz Air Malta და Wizz Air UK. თითოეული ავიაკომპანიის მარშრუტი რუკაზე ცალკე ფერითაა აღნიშნული.

 

ვიდეოში ჩანს, რომ Wizz Air კონცენტრირებულია აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ფრენებზე. უფრო მეტიც, თითოეული განყოფილება დომინირებს გარკვეულ რეგიონში.

  • Wizz Air Hungary რომელიც აღნიშნულია ვარდისფერი ხაზებით, ავიამიმოსვლის უმეტესობას აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში, ასევე კავკასიაში ახორციელებს.
  • Wizz Air Malta დომინირებს სამხრეთ ევროპაში (თეთრი ხაზები) .
  • Wizz Air UK დომინირებს დიდ ბრიტანეთში (ლურჯი ხაზები).
  • Wizz Air Abu Dhabi დომინირებს ახლო აღმოსავლეთში (ღია ლურჯი ხაზები).

რამდენიმე წლის წინ, ევროპაში ყველა რეისს ერთი განყოფილება – Wizz Air Hungary ახორციელებდა. მოგვიანებით კომპანიამ შექმნა შვილობილი კომპანია Wizz Air UK, რომელიც დიდ ბრიტანეთში მას შემდეგ ფუნქციონირებს, რაც ქვეყანამ დატოვა ევროკავშირი. Wizz Air Malta კი შეიქმნა პერსონალის ხარჯების შესამცირებლად.

2024 წლის ივნისის მდგომარეობით, Wizz Air დაფრინავს 44 ქვეყანაში და ემსახურება 2 შიდა და 131 საერთაშორისო მიმართულებას. საქართველოდან wizz air kutaisi -ს ყველაზე პოპულარული მაშრუტებია: ქუთაისი ვენა , ქუთაისი პრაღა , ქუთაისი ლარნაკა , ქუთაისი აბუ-დაბი , ქუთაისი რომი , ქუთაისი მილანი , ქუთაისი ბარსელონა და სხვ.

შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიშესაძლოა, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში პირდაპირი ფრენები დაიწყოს
შემდეგი სტატიაშიდა ფრენების განრიგი ივლისი-სექტემბრის პერიოდში
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments