ათწლეულების განმავლობაში საჰაერო მგზავრობა ერთ უცვლელ რეალობასთან და ერთგვარ კომპრომისთან ასოცირდებოდა – აფრენისთანავე მგზავრები გარე სამყაროსა და ციფრულ სივრცესთან კავშირს დროებით, მაგრამ სრულად კარგავდნენ. როგორც კი თვითმფრინავის კარი დაიხურებოდა, მნიშვნელოვანი შეტყობინებები უპასუხოდ რჩებოდა, სამუშაო ელექტრონული ფოსტების გაგზავნა წყდებოდა, ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა და საყვარელი სპორტული მოვლენების პირდაპირ ეთერში ყურებაზეც უარის თქმა გვიწევდა. ფაქტობრივად, აფრენა ციფრული ცხოვრებიდან დროებით „გაქრობას” ნიშნავდა.
დღეს, როდესაც ჩვენს ყოველდღიურობაში იაფი ავიაბილეთები და ხელმისაწვდომი მოგზაურობა უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს, ციფრული იზოლაციის ეს სტანდარტი ბევრისთვის დისკომფორტს წარმოადგენდა. თუმცა, საავიაციო ინდუსტრიაში უმსხვილესი რევოლუცია იწყება. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი, Wizz Air, ამ მოცემულობას ძირეულად ცვლის და მომხმარებელს კოსმოსური ეპოქის ტექნოლოგიებს სთავაზობს.
WizzAir და Starlink: პარტნიორობა, რომელიც ინდუსტრიას შეცვლის
ავიაკომპანიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2027 წლიდან თავისი სამგზავრო ავიაფლოტის SpaceX-ის Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტკავშირით აღჭურვას იწყებს. ამ გადაწყვეტილებით, Wizz Air ხდება პირველი ევროპული ულტრა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც Starlink-ის მოწინავე, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიას ბორტზე მილიონობით საკუთარ მგზავრს ხელმისაწვდომს გახდის.
ეს განცხადება უმნიშვნელოვანესი ეტაპია არა მხოლოდ უშუალოდ კომპანიისთვის, არამედ ზოგადად ხელმისაწვდომი საჰაერო ტრანსპორტის განვითარების ისტორიაში. წლების განმავლობაში ბორტზე მაღალი ხარისხის, სტაბილური ინტერნეტკავშირი მხოლოდ პრემიუმ კლასის ავიახაზებისა და ძვირადღირებული ავიაბილეთები მქონე მგზავრების ერთგვარ ფუფუნებად მიიჩნეოდა. Wizz Air ამ ძველ მიდგომას სრულად ანგრევს და Starlink-ის არჩევით, უახლეს ინტერნეტ-გადაწყვეტას მასობრივ, ულტრაბიუჯეტურ სეგმენტშიც ამკვიდრებს.

კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, იან მალინმა, სიახლის კომენტირებისას აღნიშნა:
„ულტრა დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის მთავარი მიზანი ყოველთვის უფრო მეტი ადამიანისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა იყო. 2027 წელს ამ ფილოსოფიას კოსმოსურ ეპოქაში გადავიყვანთ. ჩვენს მომხმარებლებს აღარ მოუწევთ არჩევანის გაკეთება ხელმისაწვდომ ტარიფებსა და ბორტზე ინტერნეტის ხელმისაწვდომობას შორის. ეს სიახლე ემსახურება კავშირის უწყვეტ შენარჩუნებას ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებთან, საქმიანობასთან და მომენტებთან. ვამაყობთ, რომ Starlink-თან თანამშრომლობით ამ ცვლილების სათავეში ვდგავართ და მაქსიმალურ სარგებელს ვთავაზობთ მგზავრებს. Let’s WIZZ!”
რა ელოდებათ მგზავრებს 2027 წლიდან?
ოფიციალური გეგმის მიხედვით, 2027 წლიდან Starlink-ის სპეციალური სისტემების ინსტალაცია თვითმფრინავებზე ეტაპობრივად განხორციელდება. ინოვაციური სატელიტური ქსელის წყალობით, მომხმარებლები შეძლებენ ისარგებლონ მაღალსიჩქარიანი, საიმედო და დაბალი დაყოვნების მქონე (low-latency) ინტერნეტით 30 000 ფუტის სიმაღლეზეც კი. იქნება ეს მოკლე ფრენა ისეთ ახლო მიმართულებებზე, როგორიცაა ბუდაპეშტი, თუ შედარებით ხანგრძლივი მგზავრობა, როგორიცაა პარიზი, ციფრული კავშირი ყველგან უწყვეტი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიის ახალი თაობის ყველა საჰაერო ხომალდი ქარხნულადვე იქნება აღჭურვილი აღნიშნული ტექნოლოგიით. ეს კი უზრუნველყოფს იმას, რომ მგზავრებმა მიიღონ აბსოლუტურად ერთგვაროვანი, მაღალი ხარისხის ციფრული გამოცდილება მარშრუტის, ფრენის ხანგრძლივობისა და კონკრეტული დანიშნულების ადგილის მიუხედავად.
SpaceX-ის Starlink-ის კორპორაციული გაყიდვების მიმართულების ვიცე–პრეზიდენტმა, ჯეისონ ფრიჩმა, ხაზი გაუსვა ამ პარტნიორობის გლობალურ მნიშვნელობას:
„მოხარულები ვართ, რომ Starlink-ის ტექნოლოგიას Wizz Air-ის ბორტებზე ვნერგავთ და მისი მილიონობით მომხმარებლისთვის მოგზაურობის გამოცდილებას ვცვლით. მგზავრებისა და ეკიპაჟის შეუფერხებელი კავშირით უზრუნველყოფა 30 000 ფუტის სიმაღლეზეც სწორედ ის მიზანია, რისთვისაც ეს ტექნოლოგია შეიქმნა. მოუთმენლად ველით, რომ მომხმარებლებს აფრენიდან დაშვებამდე საიმედო და მაღალსიჩქარიან ინტერნეტს შევთავაზებთ.”
კომპრომისების ეპოქის დასასრული
ნამდვილად იყო დრო, როდესაც საზოგადოებაში არსებობდა მყარი სტერეოტიპი, რომ ბიუჯეტური ფრენა აუცილებლად ნიშნავდა კომფორტსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე უარის თქმას. Wizz Air ამ ხელოვნურ ბარიერს სამუდამოდ აუქმებს. მოგზაურობის ფუნდამენტური იდეა ხომ ადამიანების, კულტურებისა და ბიზნესების ერთმანეთთან დაახლოებაა და არა მათი ერთმანეთისგან მოწყვეტა.
შემდეგ ჯერზე, როდესაც თქვენს სამოგზაურო გეგმებში ახალი მიმართულებები გაჩნდება და შესაბამისი ბიუჯეტური ავიაბილეთები თქვენს ხელში აღმოჩნდება, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ცაში ყოფნისას თქვენი ციფრული ცხოვრება ერთი წამითაც არ გაჩერდება.
Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. სრული მხარდაჭერისთვის დაგვიკავშირდით: 551 907 907









