ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა – დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვლავ დაიწყო. რეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს, A321neo ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდით შესრულდება. პირველი რეისით, რომელიც გუშინ, 29 აპრლის განხორციელდა, 230 მგზავრი ესპანეთის დედაქალაქისკენ გაემგზავრა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, მადრიდის მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქუთაისის აეროპორტი ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც პირდაპირი რეისებით აერთიანებს საქართველოს ორ ესპანურ მეგაპოლისთან – მადრიდსა და ბარსელონასთან. კვირაში სულ ხუთი რეგულარული რეისი სრულდება აღნიშნული ქალაქის მიმართულებით, რაც მიგრაციასა და ტურიზმზე პოზიტიურ გავლენას ახდენს.

ქუთაისი მადრიდი პირდაპირი

Departure atReturn atAirlineFind tickets
27 October 202631 October 2026Wizz Airავიაბილეთები 629 -დან
3 November 20267 November 2026Wizz Airავიაბილეთები 470 -დან
5 December 202615 December 2026Wizz Airავიაბილეთები 476 -დან

სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ესპანეთიდან 2,988 ვიზიტორი მიიღო, რაც მიგვითითებს იმაზე, რომ ესპანეთი ერთ-ერთი მზარდი ბაზარია საქართველოს ტურისტული სექტორისთვის.

ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ექვსი სხვადასხვა ავიაკომპანია ასრულებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 32 მიმართულებით, მათგან 24 ევროპულია. კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე იგეგმება 3 ივნისისთვის, როცა პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება ქუთაისსა და საფრანგეთის ქალაქ ლიონს შორის – ეს ხაზს უსვამს ქუთაისის აეროპორტის მზარდ როლს ქვეყნის ავიაციის ქსელში.

​Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიTurkish Airlines-ის ფასდაკლება ამერიკისა და ევროპის ფრენებზე!
შემდეგი სტატიასაქართველოს ავიაბაზრის TOP-5 ავიაკომპანია 2024 წლის IV კვარტალში
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted