ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან რიგაში ფრენებს წყვეტს. ბოლო რეისი აღნიშნულ მარშრუტზე 2025 წლის 31 მაისს შესრულდება.

გადაწყვეტილება დაკავშირებულია ოპერაციულ სირთულეებთან, რომლებიც Pratt & Whitney-ის ძრავების ტექნიკური ხარვეზებით არის გამოწვეული. ამ მიზეზით, კომპანია იძულებულია, დროებით შეწყვიტოს რამდენიმე მიმართულება, მათ შორის ქუთაისი რიგა რიგა ქუთაისი -ს რეისებიც.

თუმცა, მიუხედავად არსებული შეფერხებისა, Wizz Air -მა ახალი მიმართულებები დაამატა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან პირდაპირი რეგულარული ფრენები ლიონის, ჰამბურგის და მადრიდის მიმართულებით შემოგვთავაზა, რაც მეტ ვარიანტს აძლევს მგზავრებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობისთვის.

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი20 მარტი 202623 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 176 -დან
ბარსელონა31 მარტი 20267 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 381 -დან
ბერლინი1 მარტი 20265 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 288 -დან
ბრიუსელი25 იანვარი 20261 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 382 -დან
ბუდაპეშტი20 იანვარი 202622 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 242 -დან
დორტმუნდი24 იანვარი 20263 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 234 -დან

 

ამ ეტაპზე უცნობია, აღადგენს თუ არა ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისიდან რიგის მიმართულებით ოპერირებას. კომპანიის მხრიდან ოფიციალური პასუხი ჯერ არ არის.

მგზავრებს, რომლებსაც რიგის მიმართულებით მგზავრობა სურდათ, რეკომენდებულია გადაამოწმონ ალტერნატიული მარშრუტები და ისარგებლონ ახლად დამატებული მიმართულებებით.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში145 000 მგზავრი ერთ თვეში – ქუთაისის აეროპორტის ისტორიული მიღწევა
შემდეგი სტატიაSKY express -ის განსაკუთრებული აქცია – 55%-მდე ფასდაკლება ავიაბილეთებზე
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments