Wizz Air -მა 2024 წლის აგვისტოში წარდგენილი “All You Can Fly” სერვისის გაფართოება გადაწყვიტა, რათა ის მეტი მგზავრისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. აბონემენტების გაყიდვა მომდევნო რამდენიმე კვირაში დაიწყება და 15 000 ადამიანს ექნება შესაძლებლობა მისი შეძენის.

შეგახსენებთ, რომ ვიზეარის 2024 წლის აგვისტოში წარადგინა ახალი საწევრო პაკეტი All You Can Fly, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, წლიურად 499 ევროს გადასახადის სანაცვლოდ, შეუზღუდავი რაოდენობის ფრენები განახორციელონ. შეთავაზება მოიცავს ყველა რეისს, ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის 950 მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ ფრენაზე დამატებით 9.99 ევროა გადასახდელი, ხოლო დამატებით ბარგის გადატანა კი ფასიანია. ფრენების დაჯავშნა შესაძლებელია გამგზავრებამდე 72 საათით ადრე, რაც პროგრამას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის სპონტანური მოგზაურობის მოყვარულთათვის.

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ათენი5 თებერვალი 20278 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 182 -დან
ბარსელონა5 თებერვალი 202714 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 338 -დან
ბერლინი16 თებერვალი 202720 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 313 -დან
ბრიუსელი14 იანვარი 202717 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 299 -დან
ბრატისლავა24 დეკემბერი 20262 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 271 -დან
ბუდაპეშტი20 მარტი 202723 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 286 -დან
დორტმუნდი11 თებერვალი 202718 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 310 -დან
მემინგენი27 იანვარი 20273 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 313 -დან
ფრანკფურტი22 დეკემბერი 20262 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 485 -დან
კატოვიცა8 დეკემბერი 202611 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 246 -დან

 

პროგრამის დაწყებისთანავე, Wizz Air-მა 10,000 აბონემენტი გაყიდა, რაც მომხმარებელთა დიდ ინტერესზე მიუთითებს. თუმცა, Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირიმ, აღნიშნული პროგრამა “მარკეტინგულ ხრიკად” შეაფასა, რადგან მისი აზრით, 72 საათით ადრე დაჯავშნის შესაძლებლობა შეზღუდავს ადგილების ხელმისაწვდომობას. Wizz Air-ის წარმომადგენლებმა ეს კრიტიკა უარყვეს და აღნიშნეს, რომ მათი საშუალო დატვირთულობა 90-95%-ს შეადგენს, რაც საკმარის ადგილებს ტოვებს აბონემენტების მფლობელებისთვის.

მიუხედავად კრიტიკისა, Wizz Air-ის “All You Can Fly” პროგრამა ინოვაციურ ნაბიჯად ითვლება ავიაციის ინდუსტრიაში, რაც მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს და ავიაკომპანიებს შორის კონკურენციას ზრდის.

დაჯავშენე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე დაგვიკავშირდი ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიGeorgian Airways-ის მილანის რეისი ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისის აეროპორტში დაბრუნდა
შემდეგი სტატიაSKY express -მა თბილისი ათენის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted