საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება 2023 წლის 18 სექტემბერს გაფორმდა, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხელი მოაწერეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და პერუს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანა სესილია გერვასმა.
ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო პერსპექტივები და ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და განათლების სფეროებში.
ილია დარჩიაშვილმა კოლეგასთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი მომსახურების და სახელმწიფო სერვისების მიმართულებით საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების კუთხით.
თბილისის აეროპორტი -დან პერუს დედაქალაქ – ლიმას მიმართულებით შესაძლებელია მხოლოდ 2 გადაჯდომით გაემგზავროთ. ფრენებს ყატარის ავიახაზები გვთავაზობს, რომელიც დოჰას გავლით მაიამის აეროპორტში მოგახვედრებთ, იქედან კი LATAM Airlines -ის რეისით პირდაპირ ლიმაში გაემგზავრებით.
თბილისი ლიმა
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
23 დეკემბერი 2024 | 30 დეკემბერი 2024 | 3 Გაჩერება | ავიაბილეთები 5 652 -დან | |
1 იანვარი 2025 | 31 იანვარი 2025 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 4 172 -დან | |
9 იანვარი 2025 | 25 იანვარი 2025 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 4 705 -დან | |
14 იანვარი 2025 | 21 იანვარი 2025 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 3 818 -დან | |
15 იანვარი 2025 | 25 იანვარი 2025 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 3 749 -დან | |
16 იანვარი 2025 | 23 იანვარი 2025 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 3 709 -დან | |
1 მარტი 2025 | 31 მარტი 2025 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 3 462 -დან | |
2 მაისი 2025 | 16 მაისი 2025 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 3 639 -დან | |
16 სექტემბერი 2025 | 1 ოქტომბერი 2025 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 3 825 -დან |
პერუ უნიკალური, მულტიკულტურული და ფერადი დანიშნულების ადგილია. ეს არის კონტრასტებით სავსე ქვეყანა, რომელსაც აღმოაჩენთ მისი მრავალფეროვანი კულტურის, ისტორიის, გეოგრაფიის, ბიომრავალფეროვნებისა და გასტრონომიის გაცნობის შემდეგ.