ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში ოპერირებას 2031 წლიდან დაიწყებს. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

საერთაშორისო ტენდერი და ინვესტორი

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, აეროპორტის მშენებლობისა და ოპერირების პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება.

“ჩვენი გეგმით, ვაზიანის აეროპორტი ოპერირებაში 2031 წელს უნდა შევიდეს. რაც შეეხება ინვესტორსა და ოპერატორს, ეს საერთაშორისო და ღია ტენდერის საკითხია, რასაც სახელმწიფო ძალიან გამჭვირვალე პროცედურით ჩაატარებს,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რატომ გახდა საჭირო ახალი აეროპორტი თბილისში?

მთავრობის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ თბილისის არსებული აეროპორტი, ტერიტორიული შეზღუდვების გამო, ვეღარ პასუხობს მზარდ ტურისტულ და სატრანსპორტო მოთხოვნებს. 2050 წლამდე გაწერილი პროგნოზის მიხედვით, მგზავრთნაკადი მკვეთრად გაიზრდება.

  • არსებული პრობლემა: მოქმედი აეროპორტი ვერ უმკლავდება გაზრდილ ნაკადებს.
  • ახალი ლოკაცია: ყოფილი სამხედრო აეროპორტის ტერიტორია ვაზიანში.
  • გამტარუნარიანობა: ახალმა აეროპორტმა წელიწადში 19 მილიონ მგზავრს უნდა უმასპონძლოს.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Adler/Sochi31 December 202610 January 2027Red Wingsავიაბილეთები 306 -დან
Almaty4 September 202611 September 2026Air Astanaავიაბილეთები 1 128 -დან
Amsterdam22 October 202625 October 2026Transaviaავიაბილეთები 893 -დან
Ankara26 September 20261 October 2026Ajetავიაბილეთები 279 -დან
Athens19 November 202629 November 2026Aegean Airlinesავიაბილეთები 505 -დან
Abu Dhabi8 October 202615 October 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 806 -დან
Antalya13 October 202620 October 2026SunExpressავიაბილეთები 438 -დან
Manama31 December 20269 January 2027Gulf Airავიაბილეთები 1 754 -დან
Baku22 January 202724 January 2027Azerbaijan Airlinesავიაბილეთები 374 -დან
Belgrade24 January 202730 January 2027Air Serbiaავიაბილეთები 707 -დან

 

რეკორდული მაჩვენებლები ქართულ ავიაციაში

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ქვეყანაში ავიაციის ინდუსტრია ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც ახალი ინფრასტრუქტურის საჭიროებას კიდევ უფრო აჩქარებს.

“გვაქვს რეკორდული მონაცემები – თბილისის საერთაშორისო აეოპორტი ში 70-ზე მეტი ავიაკომპანია 120-ზე მეტი პირდაპირი მიმართულებით ახდენს ოპერირებას. ფაქტობრივად, კვარტალში ერთხელ ქვეყანაში ახალი საერთაშორისო ავიაკომპანია შემოდის,” – ამბობს ქვრივიშვილი.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიდოჰას ტურებზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა
შემდეგი სტატიაGlobal Blue საქართველოს ბაზარზე შემოსვლას განიხილავს – შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted