ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში ოპერირებას 2031 წლიდან დაიწყებს. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

საერთაშორისო ტენდერი და ინვესტორი

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, აეროპორტის მშენებლობისა და ოპერირების პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება.

“ჩვენი გეგმით, ვაზიანის აეროპორტი ოპერირებაში 2031 წელს უნდა შევიდეს. რაც შეეხება ინვესტორსა და ოპერატორს, ეს საერთაშორისო და ღია ტენდერის საკითხია, რასაც სახელმწიფო ძალიან გამჭვირვალე პროცედურით ჩაატარებს,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რატომ გახდა საჭირო ახალი აეროპორტი თბილისში?

მთავრობის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ თბილისის არსებული აეროპორტი, ტერიტორიული შეზღუდვების გამო, ვეღარ პასუხობს მზარდ ტურისტულ და სატრანსპორტო მოთხოვნებს. 2050 წლამდე გაწერილი პროგნოზის მიხედვით, მგზავრთნაკადი მკვეთრად გაიზრდება.

  • არსებული პრობლემა: მოქმედი აეროპორტი ვერ უმკლავდება გაზრდილ ნაკადებს.
  • ახალი ლოკაცია: ყოფილი სამხედრო აეროპორტის ტერიტორია ვაზიანში.
  • გამტარუნარიანობა: ახალმა აეროპორტმა წელიწადში 19 მილიონ მგზავრს უნდა უმასპონძლოს.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი6 მარტი 20268 მარტი 2026Red Wingsავიაბილეთები 313 -დან
ალმაატა19 მარტი 20264 აპრილი 2026Air Astanaავიაბილეთები 976 -დან
ამსტერდამი18 მარტი 20263 მაისი 2026Transaviaავიაბილეთები 578 -დან
ანკარა26 თებერვალი 20261 მარტი 2026AJetავიაბილეთები 302 -დან
ათენი17 მარტი 202621 მარტი 2026Sky Expressავიაბილეთები 429 -დან
აბუ დაბი9 მარტი 20266 აპრილი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 739 -დან
ანტალია29 მარტი 20262 აპრილი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 331 -დან
ბაჰრეინის კუნძული3 დეკემბერი 202610 დეკემბერი 2026Gulf Airავიაბილეთები 1 776 -დან
ბაქო19 იანვარი 202727 იანვარი 2027აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 284 -დან
ბელგრადი31 მარტი 20266 აპრილი 2026Air Serbiaავიაბილეთები 825 -დან

 

რეკორდული მაჩვენებლები ქართულ ავიაციაში

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ქვეყანაში ავიაციის ინდუსტრია ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც ახალი ინფრასტრუქტურის საჭიროებას კიდევ უფრო აჩქარებს.

“გვაქვს რეკორდული მონაცემები – თბილისის საერთაშორისო აეოპორტი ში 70-ზე მეტი ავიაკომპანია 120-ზე მეტი პირდაპირი მიმართულებით ახდენს ოპერირებას. ფაქტობრივად, კვარტალში ერთხელ ქვეყანაში ახალი საერთაშორისო ავიაკომპანია შემოდის,” – ამბობს ქვრივიშვილი.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიდოჰას ტურებზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა
შემდეგი სტატიაGlobal Blue საქართველოს ბაზარზე შემოსვლას განიხილავს – შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments