საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე აცხადებს, რომ ქართული ავიაცია უპრეცედენტოდ წარმატებულ ეტაპს გადის. აღნიშნული განცხადება მან აეროპორტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საუბრისას გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ ქუთაისის აეროპორტი -ს მცირე სატვირთო ტერმინალის მშენებლობას, აეროპორტების გაერთიანება თვითონ ახორციელებს, ხოლო კომპლექსური ლოგისტიკური ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით კერძო სექტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Almaty1 October 20268 October 2026FlyArystanავიაბილეთები 814 -დან
Athens18 January 202722 January 2027Wizz Airავიაბილეთები 195 -დან
Barcelona17 January 202725 January 2027Wizz Airავიაბილეთები 356 -დან
Berlin28 January 20276 February 2027Wizz Airავიაბილეთები 242 -დან
Brussels27 October 20263 November 2026Wizz Airავიაბილეთები 324 -დან
Bratislava25 February 20272 March 2027Wizz Airავიაბილეთები 160 -დან

 

„ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტი უკვე აქტიურად მიმდინარეობს და მასზე ტენდერია გამოცხადებული. რაც შეეხება სატვირთო ტერმინალს, აეროპორტების გაერთიანება თავად აშენებს მცირე ზომის სატვირთო ტერმინალს, რომელიც საშუალებას მისცემს ქუთაისის აეროპორტს ტვირთების გადაზიდვებშიც ჩაერთოს. კომპლექსური ლოგისტიკური ცენტრი კი კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნება.

პერიოდულად ვხედავთ ინტერესს ქუთაისის აეროპორტის მიმართ სხვადასხვა მიმართულებებიდან. 2024 წლის აპრილში ჩვენ შევასრულეთ გენერალური გეგმა, რომელიც მოიცავს იმ ლოკაციებს, სადაც სხვადასხვა ზომის სატვირთო და ტექნიკური მომსახურების ობიექტები განთავსდება. ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერი ინვესტორისთვის. ქუთაისის აეროპორტი სტაბილურად ვითარდება. ამ ეტაპზე ქართულ ავიაციას უპრეცედენტო წარმატებები აქვს. არ მახსენდება დრო, როდესაც ერთდროულად ოთხი აეროპორტი – ქუთაისის, თელავის, თბილისის ახალი აეროპორტი და მესტიის აეროპორტი – ასეთი მასშტაბური მშენებლობის პროცესში ყოფილიყო“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვიკავშირდი ნომერზე:  551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმარტივი ქვიზი ავსტრალიაზე
შემდეგი სტატიაავსტრიის ავიახაზები, ავსტრიან ეარლაინსი
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted