უახლოეს მომავალში ტრადიციული ქაღალდის პასპორტები აეროპორტებში შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს, რადგან მათ ბიომეტრიული სახის ამოცნობის ტექნოლოგიები და სმარტფონები ჩაანაცვლებს. ეს მიდგომა თანდათან მსოფლიო აეროპორტებში იდენტურობის გადამოწმების ახალ სტანდარტად იქცევა.

ამ ინოვაციური სისტემების ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს ფინეთის , კანადის, ნიდერლანდების , არაბთა გაერთიანებულ საამიროების, დიდი ბრიტანეთის, იტალიის , აშშ-ისა და ინდოეთის ეროპოტრებში. მაგალითად, სინგაპურში უკვე შესაძლებელია საზღვრის გადაკვეთა ფიზიკური პასპორტის გარეშე, რაც ტურისტებისთვის მალე ხელმისაწვდომი გახდება.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Adler/Sochi21 December 202623 December 2026Red Wingsავიაბილეთები 168 -დან
Almaty24 December 202624 January 2027Air Astanaავიაბილეთები 1 136 -დან
Amsterdam22 August 202729 August 2027Transaviaავიაბილეთები 971 -დან
Ankara9 November 202616 November 2026Turkish Airlinesავიაბილეთები 349 -დან
Athens17 January 20276 February 2027Sky Express Greeceავიაბილეთები 448 -დან
Abu Dhabi14 October 202622 October 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 854 -დან
Antalya22 October 202629 November 2026SunExpressავიაბილეთები 390 -დან
Manama12 December 202619 December 2026Gulf Airავიაბილეთები 1 370 -დან
Baku1 June 20274 June 2027Azerbaijan Airlinesავიაბილეთები 651 -დან
Belgrade6 December 202612 December 2026Air Serbiaავიაბილეთები 729 -დან

 

მოგზაურობა პასპორტის გარეშე

ამ ტექნოლოგიის საფუძველს წარმოადგენს ICAO-ს მიერ შემუშავებული Digital Travel Credential (DTC) კონცეფცია. DTC-ი მოიცავს ვირტუალურ და ფიზიკურ კომპონენტებს, რომლებიც სმარტფონში ინახება და კრიპტოგრაფიული სერტიფიკატით არის დაცული. ფინეთში საპილოტე პროექტმა აჩვენა, რომ პირადობის დადასტურება რვა წამს საჭიროებს, რაც აეროპორტში პროცედურებს მნიშვნელოვნად აჩქარებს.

თუმცა, ციფრულ დოკუმენტებზე გადასვლა სერიოზული გამოწვევების წინაშეა. მთავარი საკითხებია მონაცემთა კონფიდენციალურობა, უსაფრთხოება და სისტემის სანდოობა. სპეციალისტები შეშფოთებას გამოხატავენ მონაცემთა გაჟონვისა და ტექნოლოგიის გამჭვირვალობის ნაკლებობასთან დაკავშირებით. ასევე, რჩება რისკი, რომ სისტემა ხარვეზების ან თაღლითური მოქმედებების გამო მოქალაქეებს სერვისზე წვდომას შეუზღუდავს. დამატებით, მონაცემთა მართვა და კონტროლი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ საჭიროა მინიმალური მონაცემების მიწოდების შეზღუდვა, თუმცა ეს მაღალი სტანდარტი მნიშვნელოვანი ძალისხმევას მოითხოვს.

ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენება სხვადასხვანაირ შეფასებებს იწვევს. მაგალითად, ინდოეთში სახის ამოცნობის სისტემას Digi Yatra 24 აეროპორტში იყენებენ, მაგრამ ის კრიტიკის ობიექტი გახდა მონაცემთა კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.

შესაძლებელია თუ არა, რომ ციფრულმა სისტემებმა სრულად ჩაანაცვლოს პასპორტები, ამ ეტაპზე ღიად რჩება. ციფრულ დოკუმენტებზე გადასვლა საჭიროებს სამართლებრივი, ტექნიკური და ეთიკური გამოწვევების გადაწყვეტას.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air -ის ყველაზე იაფი მიმართულებები ქუთაისიდან
შემდეგი სტატიაგაეცანით ჩვენს სამუშაო საათებს ახალი წლის პერიოდში:
3 2 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted