უახლოეს მომავალში ტრადიციული ქაღალდის პასპორტები აეროპორტებში შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს, რადგან მათ ბიომეტრიული სახის ამოცნობის ტექნოლოგიები და სმარტფონები ჩაანაცვლებს. ეს მიდგომა თანდათან მსოფლიო აეროპორტებში იდენტურობის გადამოწმების ახალ სტანდარტად იქცევა.

ამ ინოვაციური სისტემების ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს ფინეთის , კანადის, ნიდერლანდების , არაბთა გაერთიანებულ საამიროების, დიდი ბრიტანეთის, იტალიის , აშშ-ისა და ინდოეთის ეროპოტრებში. მაგალითად, სინგაპურში უკვე შესაძლებელია საზღვრის გადაკვეთა ფიზიკური პასპორტის გარეშე, რაც ტურისტებისთვის მალე ხელმისაწვდომი გახდება.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
სოჭი29 დეკემბერი 202611 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 157 -დან
ალმათი7 დეკემბერი 202610 დეკემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 979 -დან
ამსტერდამი1 ივლისი 20278 ივლისი 2027Transaviaავიაბილეთები 699 -დან
ანკარა11 იანვარი 202718 იანვარი 2027Ajetავიაბილეთები 283 -დან
ათენი23 მარტი 20275 აპრილი 2027Sky Express Greeceავიაბილეთები 467 -დან
აბუ-დაბი10 თებერვალი 202717 თებერვალი 2027Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 921 -დან
ანთალია25 ნოემბერი 20262 დეკემბერი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 450 -დან
ბაჰრეინის კუნძული6 თებერვალი 202727 თებერვალი 2027Gulf Airავიაბილეთები 1 431 -დან
ბაქო22 ოქტომბერი 202722 ოქტომბერი 2027აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 284 -დან
ბელგრადი4 დეკემბერი 202612 დეკემბერი 2026Air Serbiaავიაბილეთები 675 -დან

 

მოგზაურობა პასპორტის გარეშე

ამ ტექნოლოგიის საფუძველს წარმოადგენს ICAO-ს მიერ შემუშავებული Digital Travel Credential (DTC) კონცეფცია. DTC-ი მოიცავს ვირტუალურ და ფიზიკურ კომპონენტებს, რომლებიც სმარტფონში ინახება და კრიპტოგრაფიული სერტიფიკატით არის დაცული. ფინეთში საპილოტე პროექტმა აჩვენა, რომ პირადობის დადასტურება რვა წამს საჭიროებს, რაც აეროპორტში პროცედურებს მნიშვნელოვნად აჩქარებს.

თუმცა, ციფრულ დოკუმენტებზე გადასვლა სერიოზული გამოწვევების წინაშეა. მთავარი საკითხებია მონაცემთა კონფიდენციალურობა, უსაფრთხოება და სისტემის სანდოობა. სპეციალისტები შეშფოთებას გამოხატავენ მონაცემთა გაჟონვისა და ტექნოლოგიის გამჭვირვალობის ნაკლებობასთან დაკავშირებით. ასევე, რჩება რისკი, რომ სისტემა ხარვეზების ან თაღლითური მოქმედებების გამო მოქალაქეებს სერვისზე წვდომას შეუზღუდავს. დამატებით, მონაცემთა მართვა და კონტროლი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ საჭიროა მინიმალური მონაცემების მიწოდების შეზღუდვა, თუმცა ეს მაღალი სტანდარტი მნიშვნელოვანი ძალისხმევას მოითხოვს.

ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენება სხვადასხვანაირ შეფასებებს იწვევს. მაგალითად, ინდოეთში სახის ამოცნობის სისტემას Digi Yatra 24 აეროპორტში იყენებენ, მაგრამ ის კრიტიკის ობიექტი გახდა მონაცემთა კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.

შესაძლებელია თუ არა, რომ ციფრულმა სისტემებმა სრულად ჩაანაცვლოს პასპორტები, ამ ეტაპზე ღიად რჩება. ციფრულ დოკუმენტებზე გადასვლა საჭიროებს სამართლებრივი, ტექნიკური და ეთიკური გამოწვევების გადაწყვეტას.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air -ის ყველაზე იაფი მიმართულებები ქუთაისიდან
შემდეგი სტატიაგაეცანით ჩვენს სამუშაო საათებს ახალი წლის პერიოდში:
3 2 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted