თვითმფრინავით მგზავრობა და ფრენა ბევრი ადამიანისთვის დისკომფორტია. ეს გამოცდილება შეიძლება უფრო სტრესულად გადაიქცეს, შვილთან და ბავშვებთან ერთად მგზავრობისას. ბევრი მშობლისთვის ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან თავადაც უხერხულ სიტუაციაში ვარდება და სხვებსაც აწუხებს. თუ თბილისი ნიუ-იორკი ავიაბილეთები გაქვს შეძენილი და წინასწარ ღელავ ფრენაზე, თუ ბავშვები ხშირად ტირიან, იღლებიან და ხმაურობენ თქვენი მოგზაურობისას, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. ამ ბლოგში დაგეხმარებით მოგზაურობის დაგეგმვაში და აგიხსნით, თუ როგორ შეიძლება მგზავრობა იყოს მშვიდი და სასიამოვნოც კი.

რა უნდა ვიცოდეთ ავიაბილეთის შეძენისას?

ბავშვების ავიაბილეთები ბევრჯერ მეტად დაბალფასიანია, ვიდრე ზრდასრულის. ხშირად, ჩვილები უფასოდ ან მცირე გადასახადით მგზავრობენ, თუმცა ამ შემთხვევაში მათ ცალკე ადგილი არ აქვთ, მშობლის კალთაში თავსდებიან.

12 წლამდე ბავშვებს კი სჭირდებათ ცალკე ადგილი და მათთვის რეგულარულად მოქმედებს ფასდაკლებული ტარიფები.

ბარგი და ეტლი

ალბათ დაგაინტერესებთ, ბავშვებს/ჩვილებს ეკუთვნით თუ არა ხელბარგი – ეს დამოკიებულია ავიაკომპანიაზე. თითოეული ავიაკომპანია თავად წყვეტს თავის წესებს, ამიტომ ბარგის საკითხიც ინდივიდუალურია.

საბავშვო ეტლი თვითმფრინავის წაღება, უმეტეს ავიაკომპანიაში უფასოა. განსხვავდებაა ტრაპთან დატოვების და ბარგში ჩაბარების შორის. დაიშვება ისეთი ტიპის ეტლები, რომლებიც ხელბაგრის ზომებში ჯდება.

იაფი ფრენები თბილისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ბაქო11 აპრილი 202619 აპრილი 2026ავიაბილეთები 229 -დან
ერევანი24 აპრილი 20263 მაისი 2026ავიაბილეთები 280 -დან
სტამბოლი7 დეკემბერი 202611 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 287 -დან
ანკარა25 აპრილი 202630 აპრილი 2026ავიაბილეთები 376 -დან
ჟენევა1 ოქტომბერი 20265 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 387 -დან
სარაევო15 აპრილი 202624 აპრილი 2026ავიაბილეთები 396 -დან
მილანი27 იანვარი 202731 იანვარი 2027ავიაბილეთები 397 -დან
ანტალია29 აპრილი 20268 მაისი 2026ავიაბილეთები 423 -დან
მინვოდი30 აპრილი 20263 მაისი 2026ავიაბილეთები 437 -დან
კიშინიოვი20 აპრილი 202623 აპრილი 2026ავიაბილეთები 445 -დან

აეროპორტში შემოწმება და პრიორიტეტები

ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ბავშვების საკვებსა და წყალზე არ ვრცელდება 100მლ-იანი შეზღუდვა. ამიტომ, შეგიძლიათ თავისუფლად მოიმარაგოთ პატარებისთვის საჭირო სითხეები.

პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩახდომის დროს. გადაწყვიტეთ თქვენთვის რომელია უკეთესი, ზოგი მშობელი პირველი შედის თვითმფრინავში, ზოგიც ამჯობინებს ბოლოს შევიდეს, რომ ბავშვი ნაკლები დრ გაჩერდეს დახურულ სივრცეში.

როგორ ავირიდოთ ბავშვების გაღიზიანება ფრენის დროს?

  • აფრენა და დაფრენა – ცნობილია, რომ თვითმფრინავის აფრენისა და დაფრენის დროს, წნევისგან ყურები გუბდება. ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია. ძუძუთი კვება, საწოვარა, წყლის დალევა – ის მოქმედებებია, რომლებიც თქვენს პატარას ფრენის გამოცდილებას შეუმსუბუქებს.
  • გართობა ბორტზე – აუცილეელია წაიღოთ გასართობი ახალი სათამასოები, გასაფერადებლები, პლანშეტები გადომწერილი მულტფილმებით, რათა ყურადღება გადაატანინოთ სხვა რაიმეზე და დრო გაიყვანონ.

ხშირად დასმული შეკითხვები

  • შემიძლია თუ არა მანქანის სავარძლის (Car seat) ატანა თვითმფრინავში?: დიახ, შეგიძლიათ, თუ ბავშვისთვის ცალკე ადგილი (ბილეთი) გაქვთ შეძენილი. გაითვალისწინეთ, რომ სავარძელი უნდა იყოს სერტიფიცირებული ფრენისთვის (ეწეროს: For Use in Aircraft) და მისი ზომები უნდა შეესაბამებოდეს ავიაკომპანიის სავარძლის პარამეტრებს.
  • რა ხდება, თუ ბავშვი ტირილს არ წყვეტს?: პირველ რიგში, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ეს ბუნებრივია და პერსონალი ამას გაგებით ეკიდება. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, სცადეთ ყურადღების გადატანა ახალი სათამაშოთი, კვებით ან გავლით სალონში (თუ ეს დაშვებულია). ხშირ შემთხვევაში, ბორტგამცილებლები თავად შემოგთავაზებენ დახმარებას.
  • სჭირდება თუ არა ბავშვს პასპორტი?: დიახ, აუცილებლად. საერთაშორისო ფრენებისთვის ნებისმიერი ასაკის ბავშვს (მათ შორის ახალშობილსაც) სჭირდება საკუთარი პასპორტი. მხოლოდ დაბადების მოწმობა საზღვრის კვეთისთვის საკმარისი არ არის.

საბოლოოდ, შეგვიძლია გამოვიტნოთ დასკვნა და ვთქვათ, რომ ბავშვებთან ერთად მგზავრობა ნამდვილად დიდი გამოწვევაა. უფრო მეტად ჩვილთან ერთად მგზავრობა. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ იმ მოგონებების შესაქმნელად, რასაც ფრენის შემდეგ ვაყალიბებთ, ნამდვილად ღირს ამ სტრესის ატანა… თუ გეგმავთ მოგზაურობას და მზად ხართ ოჯახური მოგზაურობისთვის, მოძებნეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები Avia.ge – ზე და დაიწყეთ თქვენი დაუვიწყარი თავგადასავალი დღესვე!

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიევროპის აეროპორტები, სადაც დრო გაჩერდა
შემდეგი სტატია4 მისტიკური ადგილი ევროპაში, რომელიც ტურისტებს იზიდავს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments