17.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 30, 2025

სალონიკი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

სალონიკი საბერძნეთის პოპულარული კურორტია. იგი კარგი ადგილმდებარეობის დამსახურებით ხშირად ყოფილა მნიშვნელოვანი იმპერიების ყურადღების ეპიცენტრში, მაგალითად სალონიკს ბიზანტიური გავლენა ეტყობა. შესაბამისად, აქ ულამაზესი სანაპიროების გარდა ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებიც დაგხვდებათ. სალონიკში მოგზაურობა ნებისმიერი ტურისტის ოცნებას აახდენს – ბერძნული სანაპიროები, უგემრიელესი სამზარეულო და თბილი და მეგობრული ატმოსფერო ქალაქს შეუდარებელ ადგილად აქცევს. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ სალონიკის შესახებ ტექნიკურ ინფორმაციას, გაგაცნობთ მის დასარჩენ ადგილებს, ღირსშესანიშნაობებს, კაფე-ბარებსა და რესტორნებს.

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

ბერძნული

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

0.29 €

დროის ზონა

GMT+3

ვალუტა

ევრო

კვება

ერთი სადილის ღირებულება

8-22 €

ელექტრობა

Plug type: I

3 pins • 230V

აღმოაჩინე სალონიკი

სად დავრჩეთ სალონიკში?

მოგზაურობის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დასარჩენი ადგილის მოძიებაა. უბანი, რომელში დარჩენასაც აპირებთ, თქვენზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს. ჩვენ შემოგთავაზებთ სალონიკის ცნობილ დასარჩენ ადგილებს, სადაც უამრავ კარგ სასტუმროს ნახავთ თქვენზე მორგებული პირობებით. კარგი სასტუმროსა და უბნის არჩევის შემთხვევაში მაქსიმალურად კომფორტულად შეძლებთ დასვენებას.

ქალაქის ცენტრი (City Centre) – ქალაქის ცენტრში დარჩენა საუკეთესო არჩევანია, თუ პირველად აპირებთ სალონიკში მოგზაურობას. სალონიკის ცენტრი აეროპორტიდან 30 წუთის სავალზე მდებარეობს. ქალაქის ცენტრში რამდენიმე პოპულარული ქუჩაა:

  • Aristotelous Square
  • Tsimiski Street
  • The Waterfront
  • Museums Galore
  • Sacred & Ancient Spaces

ანო პოლი (Ano Poli) – ეს უბანი იდეალურია იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ ტავერნებსა და კაფეებში მარტივად სიარული გსურთ. აქ დარჩენის შემთხვევაში შეგიძლიათ ფეხით შემოიაროთ მთელი სალონიკი.

კალამარია (Kalamaria) – ეს უბანი მშვიდ გარემოს დაგახვედრებთ. აქაურ ქუჩებში მყუდრო და მშვიდი ატმოსფეროა. აქაურობა განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვინც ოჯახთან ერთად გეგმავს მოგზაურობას.

ლადადიკა (Ladadika) – ეს უბანი იდეალურია იმ შემთხვევაში, თუ ღამით გართობა გსურთ. აქ უამრავ ბარსა და კაფეს ნახავთ.

ანო ტუმბა (Ano Toumba) – ამ ულამაზეს უბანში ძალიან ბიუჯეტურად შეძლებთ დასვენებას. აქ დაგხვდებათ ბევრი რესტორანი და ტავერნა, ასევე ადგილობრივი მაღაზიები.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა ვნახოთ სალონიკში?

სალონიკში მოგზაურობის წინ გაეცანით ღირსშესანიშნაობების სიას დაბლა. აქ დაგხვდებათ შემორჩენილი ძველი ისტორიული და კულტურული ნაგებობები.

თესალონიკის თეთრი სასახლე დროში მოგზაურობის შეგრძნებას გაგიჩენთ – იგი მართალია ხელახლა აშენდა შუასაუკუნეების შემდეგ, თუმცა შემორჩენილი აქვს სიძველისა და ისტორიულობის ეფექტი. სასახლე ოსმალეთის იმპერიის ნაგებობას წარმოადგენდა. დღეს იგი საბერძნეთის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება.

იცოდით, რომ საბერძნეთი ძველი ფილოსოფიის აკვანია? ძველი ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს პატივსაცემად თესალონიკის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანს სწორედ მისი სახელი ჰქვია. აქვე ნახავთ მის ქანდაკებასაც. მარცხენა ხელში ბერძენ ფილოსოფოსს ფურცელი უჭირავს, მარჯვენა კი მუხლზე აქვს დასვენებული. ქანდაკება გაგაოცებთ მისი სიდიადით. 

ილუზიების მუზეუმი რეალობის აღქმას დაგაკარგვინებთ. მუზეუმი ინტერაქციულია. აქაური აქტივობები კარგად გართობის საშუალებას მოგცემთ.

გალერიუსის თაღი ძველი ბიზანტიური ნაგებობაა. მას აღმოსავლური არქიტექტურული სტილი ეტყობა. ეს თაღი UNESCO -ს მსოფლიო ძეგლთა სიაშია შეტანილი თავისი სიდიადის დამსახურებით.

ათათურქის მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ისტორიული მუზეუმია მთელს საბერძნეთში. ეს ადგილი ათათურქის დაბადების სახლია. იგი სამსახრთულიანი შენობაა და ინახავს პირად ნივთებს თურქეთის რესპუბლიკის ლიდერის, მუსტაფა ათათურქისა.

წმინდა დემეტრეს ტაძარი არა მხოლოდ რელიგიური, არამედ სიმბოლური და ისტორიული მნიშვნელობისაცაა. მნახველებს მოსწონთ როგორც მისი ინტერიერი, ასევე ექსტერიერი. ტაძრები განსაკუთრებული არქიტექტურული სტილითაა აშენებული. ქალაქში სეირნობისას ძალიან ხშირად შეხვდებით პატარა სალოცავებსა თუ გრანდიოზულ ტაძრებს, რაც ბერძნების კულტურულ თავისებურებაზე მეტყველებს.

წმინდა სოფიას ტაძარი საბერძნეთის ერთ-ერთი უძველესი ტაძარია. იგი მე-7 საუკუნეში აშენდა სტამბოლის წმინდა სოფიას ტაძრის მიხედვით. სალონიკის წმინდა სოფიას ტაძარს, შესაბამისად, ბიზანტიური არქიტექტურა აქვს და გრანდიოზული ქმნილებაა.

სელფის მუზეუმი მორიგი სახალისო აქტივობაა, რომელიც სალონიკში დაგხვდებათ. აქ შეძლებთ სხვადასხვა აქტივობა გამოსცადოთ და ფოტოები გადაიღოთ ულამაზეს ფონებზე, რომლებიც მუზეუმშია მოწყობილი.

ჰეპტაგონი ოსმალური ციხესიმაგრეა. იგი ინსპირირებული იყო კონსტანტინოპოლის უდიდესი ციხეებისაგან. ჰეპტაგონს 10 ციხე აქვს და ისტორიულ პერიოდს კარგად გამოხატავს.

სალონიკის არქეოლოგიური მუზეუმი ჩრდილოეთ საბერძნეთის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მუზეუმია. აქ ინახება ძველი ბერძნული კულტურისა და ისტორიის შემომნახველი ბევრი არტეფაქტი.

დაჯავშნე სალონიკის ღირსშესანიშნაოებების ავიაბილეთები და მიიღე სპეციალური ფასები!

 

ფრენები სალონიკში

სად ვჭამოთ სალონიკში?

სალონიკი მნახველებს კულინარიითაც მოაწონებს თავს. ბერძნული სამზარეულო ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისთვის მისწრებაა – ჯანსაღი კერძები იქნება თუ სწრაფი კვება, სალონიკის კაფე-ბარები და რესტორნები არც ერთზე გეტყვიან უარს. აქ თქვენზე მორგებულ ბევრ რეცეპტს აღმოაჩენთ.

Mourga – ამ რესტორანში სეზონურ საჭმელს ნახავთ. აქაური მენიუს ყოველ სეზონზე იცვლება იმის მიხედვით, თუ რა მოიპოვება ადგილობრივ ბაზრებში. აქ ყველაფერი ძალიან ცოცხლად, ჯანსაღი პროდუქტებით მზადდება.

MIA Feta Bar – ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ საბერძნეთი ყველის ქვეყანაა. ფეტას ბარი სწორედ ყველის გაღმერთებას ეძღვნება. აქაური კერძები ფეტა ყველისაგან მზადდება სხვადასხვა ტექნიკითა და ინსპირაციით. თანაც, ბარში ვეგანურ ფეტასაც შეიძენთ, რომლის გემოც ორიგინალს არ ჩამოუვარდება.

ERGON AGORA – ამ რესტორანში უგემრიელესი ბერძნული ტრადიციული კერძების დაგემოვნებას შეძლებთ. შეგიძლიათ გატანითაც შეუკვეთოთ აქ საჭმელი.

სუვლაკი ბერძნული ტრადიციული საჭმელია. იგი ადგილობრივების საყვარელი კერძია.  იგი წარმოადგენს პიტაში გახვეულ ხორცსა და ბოსტნეულს. ვეგეტარიანელებისთვის კი უხორცო სუვლაკსაც ნახავთ. მისი გემო არასდროს დაგავიწყდებათ.

The Greek – ეს რესტორანი გარდა იმისა, რომ სანაპირო ზოლზე მდებარეობს, შემოგთავაზებთ უგემრიელეს სუვლაკებს.

Kanoula – ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასუვლაკე სივრცეა სალონიკში. აქ შეძლებთ უგემრიელესი სუვლაკის შეძენას და მირთმევას.

O KOSTAS – ეს რესტორანი განთქმულია სუვლაკის თავისებური რეცეპტებით. ეწვიეთ მას ტრადიციული ან შეცვლილი სუვლაკის რეცეპტების დასაგემოვნებლად.

თუ ყველაზე გამორჩეული გამოცდილების მიღება გსურთ, აუცილებლად ეწვიეთ ამ კაფე-ბარს, რომელიც ანძის ბოლოში მდებარეობს. ტერიტორიიდან 360 გრადუსიანი პანორამული ხედები იშლება. მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა აქ თავისუფლად შეგიძლიათ.

The Greek – ეს რესტორანი სალონიკის სანაპირო ზოლზე მდებარეობს. აქ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ადგილობრივი კერძები და ზღვის ტალღების თანხლებით მიირთვათ სეზონური ადგილობრივი კერძები.

MAREA sea spirit – ამ რესტორნიდან ულამაზესი ხედები გადაგეშლებათ. აქაური მსუბუქი სადილი ან ვახშამი მთელი დღის განწყობას შეგიქმნით. რესტორანი ზღვასთან მდებარეობს.

Navona – ამ რესტორანში ყოფნისას თქვენ თვალწინ გადაიშლება ხმელთაშუა ზღვის ულამაზესი პეიზაჟი.

სალონიკში შეგეძლებათ ვეგეტარიანული სუვლაკიც დააგემოვნოთ. ვეგეტარიანელებისთვის დიდი კომფორტია უხორცო სუვლაკის აღმოჩენა, რადგან მისი გემო საოცარია და არა თუ ჩამოუვარდება, შეიძლება სჯობს კიდეც ორიგინალ ვარიანტს.

HANDWICH – აქ უგემრიელეს ვეჯი სუვლაკს დააგემოვნებთ. მისი უნაზესი არომატი და სოუსების მრავალფეროვნება სუვლაკის გემოს ამძაფრებს და უნიკალურს ხდის.

Στάφυλος Γη – ამ რესტორანში სუვლაკს ბევრი სხვადასხვა ინგრედიენტები მოყვება. მასთან ერთად როგორც წესი ბერძნული სალათაც სერვირდება.

Kanoula – ამ ცნობილ სასუვლაკეში ბევრნაირი ტიპის სუვლაკს ნახავთ, მათ შორის ვეგეტარიანულ ვარიანტსაც.

 

 

ახლოდან დანახული სალონიკი

სად ვიშოპინგოთ სალონიკში?

სალონიკში შოპინგსაც იდეალურად შეძლებთ. აქ ნახავთ როგორც თანამედროვე შოპინგ-ცენტრებსა და მაღალი კლასის მაღაზიებს, ასევე ვინტაჟურ საქონელსა და ბაზრებს ადგილობრივი პროდუქციისთვის.

 

Mediterranean Cosmos Center – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოლი სალონიკში. აქ ნახავთ უამრავ მაღაზიას საშოპინგოდ, ცნობილ ბრენდებსა თუ ინოვაციურ წამოწყებებს.

One Salonica Outlet Mall – თუ ძალიან იაფად გსურთ შოპინგი, ეწვიეთ ამ საშოპინგო ცენტრს. აქ აუთლეტ მაღაზიები და შედარებით ბიუჯეტური პროდუქცია დაგხვდებათ.

Macedonia Shopping Mall – ამ მოლში შეძლებთ თან იშოპინგოთ, თან გაერთოთ. აქ ნახავთ კვების ობიექტებსაც. შეგიძლიათ დიდი დრო დაუთმოთ ამ შოპინგ ცენტრში ვიზიტს, თუ გეგმავთ სალონიკში საყიდლებზე სიარულს.

 

Agias Sofias Street – ამ ქუჩაზე ნახავთ ცნობილ ბაზარს საშოპინგოდ. იგი წმინდა სოფიას ტაძართან ახლოს მდებარეობს. აქ ყველაფრის შეძენას შეძლებთ, მათ შორის ტანსაცმლისაც. თანაც, ბაზარში ახალ პროდუქტებსაც ნახავთ. ამ უბანში შეგეძლებათ დილაობით ახლად გამომცხვარი პურ-ფუნთუშეულის შეძნაც.

Modiano Market – ეს ბაზარი უდიდესია. აქ შეძლებთ შეიძინოთ აბსოლუტურად ყველაფერი: იქნება ეს ადგილობრივი ყველი, ბოსტნეული, ხილი, თუ ტანსაცმელი, ტყავის ნივთები და აქსესუარები.

Tsimiski Avenue – ამ უბანში ნახავთ როგორც ცნობილ ბრენდებს, ასევე ძველ მაღაზიებს, სადაც ვინტაჟურ ტანსაცმელს შეიძენთ.

Mitropoleos Avenue – ეს შედარებით პატარა უბანია. აქ ნახავთ ცნობილ ბრენდებს, მდიდრულ მაღაზიებს, ასევე ვინტაჟურ ნივთებსაც. უბანში მდებარეობს ბევრი კაფე-ბარიც.

 

გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი სალონიკში? მაშინ დაჯავშნე ქუთაისი სალონიკი ავიაბილეთები ახლავე!

როდის არის საუკეთესო დრო სალონიკში სამოგზაუროდ?

სალონიკი პოპულარულია თავისი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებით. ქალაქში ნებისმიერ დროს კარგი ტემპერატურაა, თუმცა ყველაზე მეტად რეკომენდებულია ზაფხულში მოგზაურობა. ამ დროს ქალაქში ძალიან მაღალი ტემპერატურაა და კარგად შეძლებთ სანაპირო ზოლზე დასვენებას. თანაც, ზაფხულში ბევრ ფესტივალს ნახავთ ღია ცის ქვეშ, სადაც იდეალურად გაერთობით. უფრო ნეიტრალური სეზონები, როცა სიცხე ნაკლებად შეგაწუხებთ ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისას გაზაფხული და შემოდგომაა. შემოდგომაზე სალონიკში ბევრი ღონისძიება და ცერემონია ეწყობა, მაგალითად დიმიტრობა – რელიგიური დღესასწაული, რომელსაც მთელი ქალაქი ზეიმით ხვდება, შემოდგომას ტარდება. ნებისმიერ დროს სალონიკი იდეალურ განწყობას შეგიქმნით სამოგზაუროდ. თუ ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, ადგილობრივი კულტურის გაცნობა და ბევრ რელიგიურ თუ გასართობ ღონისძიებაზე დასწრება გსურთ, ნეიტრალური სეზონების არჩევა ჯობს, ხოლო ზაფხულში ზღვაზე სიარულს შეძლებთ მაღალ ტემპერატურაში.

არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.

როგორ გადავაადგილდეთ სალონიკში?

სალონიკში გადაადგილებას ძალიან მარტივად შეძლებთ. აქ შეგიძლიათ უბრალოდ ფეხით ისეირნოთ და ქალაქის ხედებით დატკბეთ, ან გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საკმაოდ გამართული სისტემით ფუნქციონირებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე პოპულარული საშუალება ავტობუსია.

ქალაქში გადაადგილების ყველაზე პოპულარული საშუალება ავტობუსია. ავტობუსით მარტივად შეძლებთ ქალაქის ნებისმიერ ღირსშესანიშნაობამდე მისვლას. ერთჯერადი ბილეთის საფასური 1.20 ევროა, ხოლო 120 წუთიანი ბილეთის 1.40 ევრო.

სალონიკში გადაადგილების პოპულარული საშუალება ველოსიპედია. აქ კაფეების გაყოლებაზე ჩამწკრივებულ ბევრ ველოსიპედს ნახავთ. თქვენც შეძლებთ მათ ქირაობას და სალონიკის ულამაზეს ქუჩებში ველოსიპედებით გასეირნებას.

სალონიკში ფეხით გადაადგილებას მარტივად შეძლებთ. აქაურ სანაპიროებსა და ქუჩებში სეირნობა ერთი დიდი სიამოვნებაა, ამიტომ არ გამოტოვოთ მისი ფეხით მონახულების შანსი.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

რომელია საუკეთესო სანაპიროები სალონიკში?

სალონიკი ყველაზე მეტად ცნობილია თავისი სანაპიროებით. ქალაქი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ამიტომ მას უამრავი ცნობილი სანაპირო აქვს. სანაპირო ზოლამდე ავტობუსებით მარტივად შეძლებთ მისვლას.

წმინდა ტრიადის სანაპირო (Agia Triada beach) – ეს სანაპირო ქალაქის სამხრეთით მდებარეობს. იგი ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს და მარტივი სასიარულოა. თანაც, აქ ბევრი კაფე და რესტორანი შეგხვდებათ.

პერეას სანაპირო (Perea beach) – ეს სანაპირო ქალაქს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ბარები და კაფეები ბევრ ტურისტს იზიდავს დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

ნეოი ეპივატესის სანაპირო (Neoi Epivates beach) – ეს სანაპირო ქალაქის სამხრეთში მდებარეობს. იგი ცნობილია თავისი ოქროს ქვიშებით, გამჭვირვალე წყლითა და კოსმოპოლიტური გარემოთი.

ასპროვალტას სანაპირო (Asprovalta beach) – იგი ქალაქის აღმოსავლეთში მდებარეობს. მართალია იგი ქალაქის ცენტრიდან შორს არის, თუმცა სამაგიეროდ სხვა ქალაქებთანაა ახლოს, მაგალითად ჰალკიდიკთან.

ეპანომის სანაპირო (Epanomi beach) – ეს სანაპირო ასევე ქალაქის სამხრეთში მდებარეობს. იგი კარგადაა ორგანიზებული და მშვიდ გარემოს გთავაზობთ დასასვენებლად. სანაპირო ჰალკიდიკთანაც ახლოა.

ოქროს სანაპირო (Golden Bay beach) – ეს სანაპირო ქალაქის სამხრეთით მდებარეობს, ცენტრიდან 8 კილომეტრის დაშორებით. სანაპირო ცნობილია თავისი მდებარეობით, სუფთა წყლითა და ოქროს ქვიშებით.

რომელია საუკეთესო პარკები სალონიკში?

სალონიკში ულამაზესი პარკები დაგხვდებათ, სადაც განტვირთვას მშვიდ და კომფორტულ გარემოში შეძლებთ. რამდენიმე პოპულარულ პარკს ჩვენც შემოგთავაზებთ.

 

ალექსანდრე დიდის ბაღი (Alexander the Great Garden) – ამ პარკში პარკში შეძლებთ სეირნობას საფეხმავლო ბილიკებზე. თანაც, იგი ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს.

იმკას პარკი (YMCA Park) – ეს პარკი ნახავთ ალექსანდრე მაკედონელის გრანდიოზულ მონუმენტს. პარკში მშვიდ გარემოში შეძლებთ დასვენებას მცენარეების ხეივნებში.

წყლის სამყარო (Waterland) – ამ აკვა-პარკში იდეალურ დროს გაატარებთ. აქ წყლის ატრაქციონები დაგხვდებათ და კარგად შეძლებთ დროის გატარებასა და მხიარულობას.

პედიონ არეოსი (Pedion Areos) – ეს პარკი სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. აქ ბუნებრივ სილამაზესი, ხეებისა და მცენარეების გარემოცვაში შეძლებთ დასვენებას.

სალონიკის ზოოპარკი (Municipal Zoo of Thessaloniki) – სალონიკის ცალკე ღირსშესანიშნაობაა, რადგან აქ ნახავთ უამრავ ცხოველს ბუნებრივ სილამაზეში.

ჯადოსნური პარკი (Magic Park) – ამ პარკში შეგიძლიათ ძალიან კარგად გაერთოთ. აქ ბევრი ატრაქციონი დაგხვდებათ და გარემოც მართლაც ჯადოსნურია. აქ ვიზიტი განსაკუთრებით მაშინაა რეკომენდებული, თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ.

გადაწყვიტე სალონიკში მოგზაურობა? მაშინ დაჯავშნე იაფი ფრენები სალონიკში და მოიწყვე ბერძნული არდადეგები

ხშირად დასმული კითხვები სალონიკზე

4 დღე დაგჭირდებათ ქალაქის კარგად გასაცნობად და მისი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.

პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. სალონიკში ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია. სალონიკში ბევრი სანაპირო ზოლი დაგხვდებათ, ამიტომ არ დაგავიწყდეთ საცურაო კოსტიუმების წაღებაც. ქალაქში ბევრი ფესტივალი იმართება, ამიტომ შეგიძლიათ გამოსაცვლელი ტანსაცმელიც იქონიოთ.

სალონიკში მოგზაურობისას არ უნდა დაგვავიწყდეს მისი ტაძრებისა და მუზეუმების ნახვა.

სალონიკი საკმაოდ იაფი ქალაქია სამოგზაუროდ ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით. აქ საკმაოდ ბიუჯეტურად შეძლებთ დასარჩენი ადგილების დაჯავშნას და კაფე-რესტორნებში ვიზიტს.

სალონიკში მოგზაურობა ტურისტებისთვის უსაფრთხოდ ითვლება. თუმცა, ტურისტულ ადგილებში და ღამით სეირნობისას მოუფრთხილდით პირად ნივთებს.

ფრენები სალონიკში უმჯობესია შეიძინოთ შემოდგომისთვის, რადგან ამ დროს ძალიან ბევრი ფესტივალი და კარნავალი იმართება ქალაქში.

SKG – სალონიკის აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 14 კილომეტრში მდებარეობს.

საქართველოდან სალონიკში გაფრენას შეძლებთ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებიდან. თბილისიდან და ბათუმიდან გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას, ქუთაისიდან კი პირდაპირ ავიაბილეთებსაც შემოგთავაზებთ.

თბილისიდან სალონიკის მიმართულებით ტრანზიტულ რეისებს გვთავაზობენ ბერძნული ავიაკომპანიები Sky Express და Aegean Airlines -ი. ქუთაისიდან სალონიკში პირდაპირ რეისებს ავიაკომპანია Wizz Air -ი ასრულებს. ბათუმიდან კი Turkish Airlines -ის ფრენებს შემოგთავაზებთ.

გირჩევდით, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ყველაზე იაფი ფასის მისაღებად კი ეწვიეთ საძიებო პლატფორმა Avia.ge -ს.

დამატებითი რეკომენდაციები

გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას სალონიკში მოგზაურობის წინ

ავიაბილეთები სალონიკის მიმართულებით თუ ზღვის ულამაზეს სანაპიროზე სეირნობა და მზის…

იაფი ავიაბილეთები სალონიკში სალონიკი საბერძნეთში სიდიდით მეორე ქალაქია. თუ ზღვის…

იაფი ავიაბილეთები თბილისიდან სალონიკში საბერძნეთში მდებარე ქალაქი სალონიკი დასვენებისთვის იდეალურ…

გაეცანი სხვა სამოგზაურო გზამკვლევებს