32.8 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 18, 2025

შარმ ელ შეიხი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

შარმ ელ შეიხი ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქია. იგი პოპულარულია თავისი ულამაზესი სანაპირო ზოლით, ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებითა და უგემრიელესი ეგვიპტური სამზარეულოთი. შარმ ელ შეიხის ოქროს ქვიშიან სანაპიროებზე იდეალურად შეძლებთ დასვენებას. აქ წელიწადის ყველა დღეს მზიანი და თბილი ამინდია. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ ქალაქის ღირსშესანიშნაობების, მისი ტრადიციული კერძების, დასარჩენი ადგილებისა და სანაპირო ზოლის შესახებ ინფორმაციას. გამოგვყევით მზის ქალაქის აღმოსაჩენად.

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

არაბული

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

0.99 $ (50 EG£)

დროის ზონა

GMT+2

ვალუტა

ეგვიპტური გირვანქა

კვება

ერთი სადილის ღირებულება

2-10$ (100.00-350.00 E£)

ელექტრობა

Plug type: I

3 pins • 230V

აღმოაჩინე შარმ ელ შეიხი

სად დავრჩეთ შარმ ელ შეიხში?

შარმ ელ შეიხში მოგზაურობისთვის მზადება დასარჩენი სივრცის ძებნით უნდა დაიწყოთ. დაბლა რამდენიმე პოპულარულ უბანს შემოგთავაზებთ მაქსიმალურად კომფორტული დასვენებისთვის.

ნაბქ ბეი (Nabq Bay) –  ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაა. ნაბქ ბეი ის ადგილია, სადაც ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ. ულამაზესი სანაპირო ამ უბანს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ეს უბანი რეკომენდებულია პირველად მოგზაურებისათვის.

ელ ჰადაბა (El Hadaba) –  ელ ჰადაბას წყლები სუფთა და მშვიდია, აქ წყლის აქტივობების გამოცდას უპრობლემოდ შეძლებთ. უბანი საკმაოდ მყუდრო და წყნარია.  თუ გსურთ დღისით აქტივობებითა და სპორტით სავსე დღე, რასაც მოჰყვება დასვენების საღამო, ელ ჰადაბაზე დარჩენა კარგი ვარიანტი იქნება.

შარკს ბეი (Sharks Bay) – პოპულარული პლაჟია შარმ ელ-შეიხში. ის ცნობილია თავისი გამჭვირვალე ფირუზისფერი წყლებითა და მარჯნის რიფებით. ამ ტერიტორიაზე სხვა მრავალი ღირსშესანიშნაობაცაა, როგორებიცაა მოჰამედის ეროვნული პარკი, სოჰოს მოედანი და გასართობი სივრცეები.

ნაამა ბეი (Naama Bay) –  შარმ ელ შეიხის ცენტრში მდებარეობს და პოპულარული ადგილია ცოცხალი ღამის ცხოვრებითა და უხვი სანაპიროებით. თუ თქვენი მთავარი მიზანი სანაპიროზე დასვენება და საღამოს გართობაა, მაშინ ნაამა ბეი შესანიშნავი არჩევანია. შეგიძლიათ დატკბეთ წითელი ზღვის კრისტალურად სუფთა წყლებით და ესტუმროთ ბარებს, კაფეებს, სპა-ცენტრებსა და მაღაზიებს.

გარდენ ბეი (Garden Bay) – ამ ნახევარმთვარის ფორმის ყურეს სანაპიროდან კილომეტრზე მეტი სიგრძის რიფი აქვს. მისი მშვიდი წყლები და ზღვის ცხოველების შთამბეჭდავი მრავალფეროვნება შარმ-ელ-შეიხში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. შეგიძლიათ რიფის დათვალიერება, ან ნავით გასეირნება.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა ვნახოთ შარმ ელ შეიხში?

მართალია შარმ ელ შეიხს ძირითადად მისი სანაპიროებით ვიცნობთ, თუმცა ქალაქში ბევრი კულტურული და ისტორიული ნაგებობაც დაგხვდებათ.

მუსტაფას მეჩეთი ეგვიპტის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. გარდა ისტორიული მნიშვნელობისა, ამ ნაგებობას არქიტექტურული დატვირთვაც აქვს. მნახველებს ხიბლავთ მისი გუმბათი და თაღები. იაფი ფრენები შარმ ელ შეიხში უამრავი კულტურული ღირებულების შენობის მონახულების საშუალებას მოგცემთ.

ეს ცენტრალური მოედანი ტურისტების ერთ-ერთ საყვარელ ადგილს წარმოადგენს. აქ შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა ფერებში განათებული მოცეკვავე შადრევნები. საღამოობით განსაკუთრებით ლამაზია აქაურობა და გირჩევდით, შებინდებულზე ეწვიოთ.

ძნელია, ალ საჰაბას მეჩეთით არ აღფრთოვანდე. იგი ყველა მოგზაურს იღებს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, გარდა ისლამური ლოცვის დროებისა. მეჩეთის გრანდიოზული არქიტექტურა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ტურისტებზე.

ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, სადაც მეფე ტუტანის კოლექციის არტეფაქტებია გამოფენილი. აქ 135 მრავალფეროვან ექსპონანტს ნახავთ, სამარხის გახსნის ამსახველი ფოტოებსა და სხვა დოკუმენტებს, რომლებიც მე-20 საუკუნეში აღმოაჩინეს. მუზეუმი უმაღლესი სტანდარტებით არის შექმნილი, რათა უნიკალური და ყოვლისმომცველი გამოცდილება უზრუნველყოს.

სამოთხისებრი ტაძარი შარმ ელ შეიხში ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ. იგი კოპტური ეკლესიაა და არქიტექტურის მხრივ ექსტერიერიცა და ინტერიერიც გამორჩეული აქვს. ტაძარი წმინდა იოანესეულ ტრადიციას ეფუძნება. ნაგებობა ულამაზესადაა გაფორმებული: დასამახსოვრებელია მისი ფრესკებიცა და სადა ფერებში გაფორმებული გარე კედლებიც.

მშვიდობის მოედანზე ნახავთ მსოფლიოში ყველაზე დიდ მშვიდობის მონუმენტს ისტორიაში. იგი წარმოადგენს გრანდიოზულ, გამორჩეული არქიტექტურული სტილის შენობას და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

შარმ ელ შეიხის ძველი ბაზარი ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა, სადაც მრავალი ცნობილი კაფე და რესტორანია განთავსებული. ადგილობრივების სიცოცხლის სწრაფი ტემპი და ვაჭრობის განსაკუთრებული უნარი, მას ცოცხალ ადგილად აქცევს, რომლის მონახულებაც აუცილებლად ღირს.

 

ფრენები შარმ ელ შეიხში

სად ვჭამოთ შარმ ელ შეიხში?

შარმ ელ შეიხის მდიდარი სამზარეულო ნებისმიერ ტურისტს აღაფრთოვანებს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ხმელთაშუა ზღვის ან ახლო აღმოსავლეთის კულინარიული შედევრები. დაბლა რამდენიმე ცნობილ ადგილს შემოგთავაზებთ.

Fares Seafood Genena City –  ეს რესტორანი ზღვის პროდუქტების მოყვარულთათვის საუკეთესო არჩევანია. იგი გთავაზობთ მაღალი ხარისხის ზღვის პროდუქტების დიდ არჩევანს, რომლებიც მომზადებულია სხვადასხვა ფორმით, ყველა გემოვნების დასაკმაყოფილებლად. რესტორანი პოპულარულია როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

Koutouki – რესტორანი, რომლის მენიუც სპეციალიზირებულია სრულიად თევზზე. კერძები მზადდება დეტალებისადმი დიდი ყურადღების მიქცევითა და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების შერჩევით. გარემო ელეგანტური და მშვიდია, პერსონალი კი ყურადღებიანი და მეგობრული.

Fish Restaurant – ეს რესტორანი გთავაზობთ ზღვის პროდუქტების კერძების განსაკუთრებულ მრავალფეროვნებას. არომატები ფანტასტიკურია და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს სტუმრებზე. კერძები მზადდება უმაღლესი ხარისხის თევზისაგან და წყლის პროდუქტებისგან.

Hard Rock Cafe Sharm el Sheikh – მთელი ეგვიპტის ცნობილი კაფე-რესტორანი. აქ ამერიკული სწრაფი კვების კერძებს დააგემოვნებთ, თანაც საღამოობით აქ მუსიკალური ღონისძიებები ეწყობა და მხიარულებასაც შეძლებთ. თანაც, კაფე მდებარეობს ნაამა ბეიზე, შარმ ელ შეიხის ერთ-ერთ ცნობილ სანაპიროზე.

Rangoli –  უმაღლესი დონის ინდური რესტორანი, რომელიც ულამაზეს ოკეანის ხედებს და მაღალი ხარისხის ინდურ კერძებს გთავაზობთ. ყურადღებიანი პერსონალითა და ფონზე გაჟღერებული დამამშვიდებელი ინდური მელოდიებით, „რანგოლი“ შარმ ელ-შეიხში ერთ-ერთ საუკეთესო რესტორნად ითვლება. ეს იდეალური ადგილია განსაკუთრებული საღამოსთვის, უფრო მეტად მზის ჩასვლისას, როდესაც სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ ზღვის პანორამული ხედებით კოქტეილების ან ღვინის თანხლებით.

Fairuz Restaurant – ცნობილი ლიბანური რესტორანი შარმ ელ შეიხში, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ახლო აღმოსავლეთის დახვეწილი არომატები საინტერესო კულინარიულ მოგზაურობას გთავაზობთ, ეს ლიბანური რესტორანი იდეალურია ყველასთვის, ვისაც დასამახსოვრებელი სადილის მოწყობა სურს.

Sala Thai Restaurant – კულინარიული ჯილდოს მფლობელი სასადილოა, რომელიც ცნობილია, როგორც რეგიონში საუკეთესო ტაილანდური რესტორანი. რესტორანი ტრადიციული ტაილანდური სახლის მოდელს წარმოადგენს. დიდი ფანჯრებიდან წითელი ზღვის ულამაზესი ხედები იშლება, ინტერიერი კი გაფორმებულია ხელნაკეთი კერამიკული ქოთნებით.

 

 

ახლოდან დანახული შარმ ელ შეიხი

სად ვიშოპინგოთ შარმ ელ შეიხში?

თუ შოპინგი გიყვართ, შარმ ელ შეიხი აუცილებლად შეგიყვარდებათ. ქალაქს არაჩვეულებრივი შოპინგის კულტურა აქვს, უზარმაზარი ბაზრებითა. აქ ვაჭრობა კულტურული ნიშან-თვისება და ადგილობრივების განსაკუთრებული ნიჭია.

სოუკები ახლო აღმოსავლეთის გრანდიოზულ ბაზრობებს წარმოადგენენ. ყველაზე დიდი სოუკები იმართება კაიროსა და შარმ ელ შეიხში. სოუკებში ყველაფერს წააწყდებით – სანელებლებიდან დაწყებული, ოქროს ნივთებით დამთავრებული. გახსოვდეთ, რომ ვაჭრობა ეგვიპტეში ჩვეულებრივი ამბავია, მეტიც – იგი კულტურის ნაწილს შეადგენს, ამიტომ ნუ მოგერიდებათ და იგრძენით თავი ნამდვილ ეგვიპტელად მის სოუკებში ვაჭრობისას.

  • პაპირუსი – ძველი ეგვიპტელები სწორედ პაპირუსებზე წერდნენ. დღეს პაპირუსები დეკორაციის ნაწილს წარმოადგენენ და იდეალური სიმბოლური საჩუქარი იქნება ახლობლებისთვის.
  • კარტუშები – გულსაკიდები, რომლებზეც თქვენი ან სხვისი სახელი იეროგლიფებით არის დატანილი. ისინი შესანიშნავი საჩუქარი ან სუვენირია, თუმცა ხშირად საჭიროა მათი ხელით დამზადებისთვის ერთი დღით ადრე შეკვეთა.
  • ქსოვილები – ლამაზი, ხელით ნაქსოვი ქსოვილები პოპულარული შენაძენია.
  • სუნამოები – ეგვიპტეს სურნელოვანი სუნამოების დამზადების დიდი ტრადიცია აქვს და ყველა ქალაქში ნახავთ მრავალ მაღაზიასა და დახლს, სადაც ეთერზეთებს ყიდიან. ლოტუსი  და ჟასმინი ყველაზე ტიპური ეგვიპტური არომატებია.

La Strada Mall – შარმ ელ შეიხის საუკეთესო სავაჭრო ცენტრი, სადაც წარმოდგენილია საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბრენდების ფართო კოლექცია. შეავსეთ თქვენი გარდერობი ტანსაცმლისა და აქსესუარების ყველაზე მოდური სტილის ნივთებით. გაისეირნეთ სავაჭრო ცენტრში და ეწვიეთ მის გასართობ სივრცეებს თუ კვების ობიექტებს. მოლი დილის 7-დან ღამის 2 საათამდე მუშაობს.

Royal Mall Market – შარმ ელ შეიხში მდებარე სავაჭრო და გასართობი ცენტრი. იგი გთავაზობთ ვაჭრობისთვის ფართო არჩევანს, ფუფუნების ბრენდებიდან დაწყებული ხელმისაწვდომი სილამაზის პროდუქტებით დამთავრებული. დაათვალიერეთ ბუტიკები, ელექტრონიკისა და სუვენირების მაღაზიები, რომლებიც წარმოგიდგენენ უნიკალურ ნივთებსა და ადგილობრივ ხელნაკეთობებს. შოპინგის გარდა, სავაჭრო ცენტრში ნახავთ მრავალ გასართობ ცენტრს, მათ შორის კინოთეატრს და ბავშვებისთვის სათამაშო ზონებს. კვების ობიექტები ასევე მრავლადაა, რესტორნები ტრადიციული ეგვიპტური და საერთაშორისო კერძების ნაზავს სთავაზობენ მნახველებს.

XTREME Mall – თანამედროვე სავაჭრო ცენტრი, რომელიც გთავაზობთ როგორც ფუფუნების, ასევე ყოველდღიური მოხმარების ნივთებს. აქ დაგხვდებათ მოდის, ტექნიკისა თუ სახლის ნივთების მაღაზიები. მას ასევე აქვს რამდენიმე სილამაზის ობიექტი, რომელიც იდეალურია შოპინგის შემდეგ დასვენებისთვის. მოლი მასპინძლობს სხვადასხვა ღონისძიებებსა და სარეკლამო აქტივობებს, რომლებიც იზიდავს ოჯახებს და ახალგაზრდებს.

გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი შარმ ელ შეიხში? მაშინ დაჯავშნე თბილისი შარმ ელ შეიხი ავიაბილეთები ახლავე!

როდის არის საუკეთესო დრო შარმ ელ შეიხში სამოგზაუროდ?

შარმ ელ შეიხში მოგზაურობას გირჩევდით ოქტოტმბრიდან აპრილის ჩათვლით თვეებში. ამ ქალაქში იდეალური ტემპერატურაა დასასვენებლად – დღისით სასიამოვნო სიცხეა, ღამით კი ზაფხულის მცხუნვარე ღამეებთან შედარებით გრილა. შემოდგომაზე შარმ ელ შეიხში ბევრი კულტურული და ტრადიციული ღონისძიება იმართება, რომლებზე დასწრებაც ერთი სიამოვნებაა. ნოემბერი კი მდინარე ნილოსზე კრუიზებით სასეირნოდ იდეალური პერიოდია. შარმ ელ შეიხში ნებისმიერ სეზონზე კარგად დასვენებას და განტვირთვას შეძლებთ მის სპა ცენტრებში, სანაპიროებსა თუ პარკებში. წელიწადის ნებისმიერ სეზონზე აქ მზე დაგხვდებათ, რაც ქალაქს ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.

როგორ გადავაადგილდეთ შარმ ელ შეიხში?

შარმ ელ შეიხში გადაადგილებას მარტივად შეძლებთ. აქ შეგიძლიათ უბრალოდ ფეხით ისეირნოთ და ქალაქის ხედებით დატკბეთ, ან გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ზოგადად მინიბასებით გადაადგილება ადგილობრივებში ძალიან პოპულარულია, თუმცა ტურისტებს მათი გამოყენება არ შეუძლიათ. თუ ჯგუფურად მოგზაურობთ, კერძო მინიბასი შეგიძლიათ დაიქირავოთ. მთლიანი დღით ქირაობა 30 დოლარიდან ზემოთ დაგიჯდებათ, რაც საკმაოდ იაფია.

მანქანის ქირაობა გადაადგილების ყველაზე პოპულარული საშუალებაა შარმ ელ შეიხში. თანაც, წარმოიდგინეთ, სულ რაღაც 15 დოლარად შეგიძლიათ მთელი დღით იქირავოთ ავტომობილი.

ტაქსით გადაადგილება შარმ ელ შეიხში მარტივი და იაფია. საშუალოდ მგზავრობის ღირებულება 4-6 დოლარს შეადგენს. SharmTaxi – გამოიყენეთ ტაქსის ოფიციალური აპლიკაცია უსაფრთხო მგზავრობისთვის.

ფეხით გადაადგილება შეგიძლიათ ტურისტულ ადგილებში. დღის საათებში სეირნობა გაცილებით უსაფრთხოა. თანაც, სეირნობისას უკეთ შეძლებთ ქალაქის დათვალიერებასა და სიამოვნების მიღებას.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

საუკეთესო სანაპიროები შარმ ელ შეიხში

მზის ქვეყნად წოდებული ეგვიპტე თავისი სანაპიროებითაც ხიბლავს მნახველებს. შარმ ელ შეიხში ულამაზეს ქვიშიან სანაპიროებს წააწყდებით, სადაც დასვენებასა და განტვირთვას იდეალურად შეძლებთ.

ნაამას ყურე (Naama bay) – ნაამა ბეი შარმ ელ შეიხის ერთ-ერთი საუკეთესო ყურეა თავისი ქვიშიანი პლაჟით, იდეალურია ბავშვებთან ერთად დასვენებისას ან მშვიდი განტვირთვის მოყვარულთათვის. სანაპირო პოპულარულია მაღაზიების, რესტორნებისა და ღამის კლუბების მრავალფეროვნებით. აქ შეგიძლიათ იპოვოთ ცნობილი ჰარდ როკ კაფეც კი, რომელიც საუცხოოა როგორც მუსიკის მოყვარულთათვის, ასევე გურმანებისთვის.

ზვიგენის ყურე (Shark Bay) – შეიძლება საშიშად ჟღერდეს, მაგრამ ამ სანაპიროზე არანაირი ზვიგენი და საშიში არსებები არ დაგხვდებათ, პირიქით, აქაურობა ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ადგილია შარმ-ელ-შეიხში. მისი სუფთა გამჭვირვალე წყლები ფერად-ფერადი თევზების თავშესაფარია, რომელთა ყურებაც მარტივად შეგიძლიათ, სუფთა წყლის დამსახურებით.

ფარშას სანაპირო (Farsha Beach) –  შარმ-ელ-შეიხის ერთ-ერთი საუკეთესო სანაპირო, განმაცვიფრებელი ლანდშაფტით, ქვიშიანი ფსკერითა და ზღვის ბინადრების განსაკუთრებული მრავალფეროვნებით, რომელთა ნახვაც სუფთა, კამკამა წყლებში შეიძლება.

რას უმ სიდი (Ras Um Sid) – ეს პლაჟი ძალიან პოპულარულია მყვინთავებსა და ზღვის მოყვარულებში, რადგან ის  წყალქვეშა სამყაროს დასათვალიერებლად იდეალური ადგილია. დინების მიხედვით, შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის ჩაყვინთვა განიცადოთ, მაგრამ ერთი რამ, რაც არ უნდა გამოგრჩეთ, არის ციცაბო კედელი, რომელიც დაფარულია მარჯნებით.

ფანარის სანაპირო (Fanar Beach) –  კერძო გასართობი ზონაა შარმ ელ შეიხში მშვიდი და წყნარი ატმოსფეროთი, შთამბეჭდავი აქ ზღვის ბევრი ბინადარი და ფერადი თევზი ბინადრობს: კუები, ზღვის ცხენები, პეპლები და სხვა. აქ იდეალურად შეძლებთ გართობასა და დასვენებას, ასევე ეგვიპტური ზღვის სამყაროს აღმოჩენას.

რიფის სანაპირო (Reef Beach) – შარმ ელ შეიხის ეს მყუდრო პლაჟი შედარებით პატარაა, მაგრამ წარმოუდგენლად კომფორტული. აქ არის იტალიური რესტორანი, შეზლონგები, ქოლგები, ბარი, საშხაპე, ტუალეტი და სხვა. ასევე გთავაზობთ ზღვის აქტივობების გამოცდის შესაძლებლობას.

რომელია საუკეთესო პარკები შარმ ელ შეიხში

შარმ ელ შეიხის პარკები დასვენებისა და განტვირთვისთვის იდეალურ შესაძლებლობას მოგცემთ. აქაურ გასართობ პარკებში კარგი დროის გატარებას შეძლებთ.

რას მუჰამედის ეროვნული პარკი (Ras Muhammad National Park) – რას მოჰამედის დაცული ტერიტორია მოიცავს უდაბნოს ტერიტორიასა და წყალქვეშა მარჯნის რიფებს, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც წითელი ზღვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი. ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება, სუფთა და თბილი წყალი მთელი მსოფლიოდან იზიდავს მყვინთავებს.

შარმ ელ შეიხის ჰოლივუდი (Hollywood Sharm El Sheikh) – გასართობი პარკი ქალაქში. აქ ბევრი გასართობი სივრცე, კინო, საშოპინგო ცენტრები თუ მაღაზიები დაგხვდებათ.

სოჰოს გასართობი ცენტრი (Soho amusement park) – ამ პარკში სხვადასხვა გასართობი სივრცეები, ატრაქციონები და მოცეკვავე ფანტანები დაგხვდებათ.

შარმ ელ შეიხის აკვაპარკი (Sharm El Sheikh Aquapark) – უდიდესი აკვაპარკი შარმ ელ შეიხის ტერიტორიაზე. აქ ნახავთ უამრავ წყლის სასრიალოს ყველა ასაკის ტურისტისთვის და შეგეძლებათ იდეალური დრო გაატაროთ.

კლეოს პარკი (Cleo Park) – შარმ ელ შეიხის შედარებით პატარა აკვაპარკი. აქ კარგად გართობას შეძლებთ ცხელ, მზიან დღეებში. პარკში წყლის სასრიალოები დაგხვდებათ.

 

გადაწყვიტე შარმ ელ შეიხში მოგზაურობა? მაშინ მიიღე საუკეთესო შეთავაზებები და დაჯავშნე იაფი ფრენები შარმ ელ შეიხში!

ხშირად დასმული კითხვები შარმ ელ შეიხზე

3-4 დღე საკმარისია ქალაქში ყოფნისთვის, მისი მთავარი ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად.

პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. შარმ ელ შეიხში ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია. შარმ ელ შეიხში შეგიძლიათ ბევრი იცურაოთ და მზეზე განიტვირთოთ, ამიტომ წაიღეთ საცურაო კოსტიუმები, მზის სათვალე და მზისგან დამცავი. გაითვალისწინეთ, რომ ბევრ ადგილას დაფარული ტანსაცმლით მოგიწევთ სიარული, ამიტომ მოემზადეთ შესაბამისად.

ქალაქი ცნობილია თავისი ულამაზესი სანაპირო ზოლითა და ზღვით. თუმცა, სხვა აქტივობებითაც შეძლებთ ტკბობას, მაგალითად მის პარკებში სეირნობითა თუ ისტორიული შენობების მონახულებით.

შარმ ელ შეიხი საკმაოდ იაფი ქალაქია სამოგზაუროდ. აქ იაფად ნახავთ დასარჩენ ადგილებსა და კვების ობიექტებს. ასევე, ბიუჯეტურად მოინახულებთ მის ღირსშესანიშნაობებს და დატკბებთ მის სანაპირო ზოლზე.

შარმ ელ შეიხი უსაფრთხო ადგილია ტურისტებისთვის, თუმცა პატივი უნდა სცეთ ადგილობრივ კულტურულ და რელიგიურ ტრადიციებს. ტურისტულ ადგილებში გადაადგილება საკმაოდ უსაფრთხოა.

ნოემბრიდან აპრილამდე საუკეთესო დროა შარმ ელ შეიხში სამოგზაუროდ. ამ დროს ქალაქში სიცხე ნაკლებად შეგაწუხებთ.

SSH – შარმ ელ შეიხის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქთან ძალიან ახლოს, 15 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს.

ფრენები შარმ ელ შეიხში შეგიძლიათ ნახოთ მხოლოდ გადაჯდომით თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან.

საქართველოდან ეგვიპტეში ავიარეისებს ახორციელებენ შემდეგი ავიაკომპანიები: Turkish Airlines და Pegasus.

გირჩევდით, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ყველაზე იაფი ფასის მისაღებად კი ეწვიეთ საძიებო პლატფორმა Avia.ge -ს.

დამატებითი რეკომენდაციები

გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას შარმ ელ შეიხში მოგზაურობის წინ

იაფი ავიაბილეთები შარმ ელ-შეიხის მიმართულებით თუ ეგვიპტური კულტურით თქვენც ბავშვობიდან…

იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან შარმ ელ შეიხში წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე…

იაფი ავიაბილეთები ბათუმიდან შარმ ელ შეიხში თუ მზის ქალაქებში დასვენება…

იაფი ფრენები შარმ ელ-შეიხის მიმართულებით ბავშვობაში ალბათ ერთხელ მაინც ყველას…

გაეცანი სხვა სამოგზაურო გზამკვლევებს