12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025

რომი – მარტივი გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

რომი ისტორიით სავსე ქალაქია. ის ტურისტებისთვის ნამდვილი სამოთხეა, რადგან თავგადასავლების სამყაროში ამოაყოფინებს თავს მნახველებს. ქალაქის ისტორიული ქუჩები, საოცარი მუზეუმები და მსოფლიო დონის მემკვიდრეობა ნებისმიერ მოგზაურს აღაფრთოვანებს. სწორედ ამიტომ სტუმრობს ქალაქს 35 მილიონზე მეტი ტურისტი ყოველ წელს. ამ სტატიაში თქვენც შეძლებთ დაგეგმოთ რომაული მოგზაურობა. ჩვენ ვიქნებით თქვენი გზამკვლევი რომაულ დღეებში – შემოგთავაზებთ დასარჩენ უბნებს, ღირსშესანიშნაობებს, კერძებსა და ცნობილ ადგილებს. გამოგვყევით ისტორიული რომის აღმოსაჩენად.

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

იტალიური

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

€ 2.38

დროის ზონა

GMT+1

ვალუტა

ევრო

კვება

სადილის ღირებულება

€ 20

ელექტრობა

Plug type: I

3 pins • 230V

აღმოაჩინე რომი

სად დავრჩეთ რომში?

რომში მოგზაურობისას აუცილებელია თქვენზე მაქსიმალურად მორგებული დასარჩენი სივრცე აარჩიოთ. რომის მრავალფეროვანი უბნები საშუალებას მოგცემთ, თქვენი გემოვნების მიხედვით აარჩიოთ ადგილი. შეგიძლიათ ბინა დაიდოთ მშვიდ უბნებში, ან შეგიძლიათ რომის ცენტრში, აჟიოტაჟსა და მხიარულებაში აარჩიოთ სასტუმრო. რამდენიმე პოპულარულ დასარჩენ არეალს ჩვენც შემოგთავაზებთ.

რომში პირველად მოგზაურებისათვის პანთეონი, პიაცა ნავონა (Pantheon. Piazza Navona) იდეალური ვარიანტია. აქ მრავლად ნახავთ სასტუმროებსაც. თანაც, იქნებით ქალაქის შუაგულში და ბევრ ღირსშესანიშნაობასთან ძალიან ახლოს.

ტრასტევერე (Trastevere) ისტორიული უბანი რომში, სადაც რესტორნებს, ისტორიულ ცენტრებსა და მაღაზიებსაც ნახავთ. თანაც, უბნის ქუჩები ქვით მოკირწყლული, ულამაზესი და მშვიდია.

ვატიკანის (Vatican) უბანში დარჩენის შემთხვევაში იცხოვრებთ აბსოლუტურად გლამურული შენობების გარემოცვაში. აქ ახლოს იქნებით წმინდა პეტრეს ბაზილიკასთან და ვატიკანის მუზეუმთან – რომის ბრწყინვალე ღირსშესანიშნაობებთან.

ესპანური მოედანი (Piazza di Spagna) კი განსაკუთრებით ოჯახთან ერთად მოგზაურებისათვის იქნება კარგი არჩევანი. იმასთან ერთად, რომ აქ გაცილებით სიმშვიდეა, იგი ახლოსაა შოპინგ ცენტრებთან და მაღალი კლასის მაღაზიებთან.

კოლიზეუმის (colosseum) უბანში დარჩენის შემთხვევაში ისტორიულ უბანში დაიდებთ ბინას. აქ მაქსიმალურად შეიგრძნობთ ბოჰემიური ცხოვრების რიტმს. უბრალოდ, ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობებთან სასიარულოდ მეტი დრო დაგჭირდებათ.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა ვნახოთ რომში?

რომი იდეალურ კომბინაციას შემოგთავაზებთ ისტორიული სანახაობების, გასართობი ადგილების, მუზეუმებისა და ევროპული კაფეების კულტურის. აქ შეგიძლიათ მოგზაურობა ისე დაგეგმოთ, რომ ყველა სურვილი აუხდინოთ საკუთარ თავს. ქვემოთ იხილავთ რომის პოპულარული ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალს.

კოლიზეუმი ანტიკურ პერიოდში გლადიატორთა შერკინების ადგილს წარმოადგენდა. აქ უამრავი სანახაობა, სპექტაკლები თუ თეატრები იმართებოდა. დღეს იგი რომის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

ყველას გვსმენია მიქელანჯელოს პიეტის შესახებ. იგი სწორედ წმინდა პეტრეს ბაზილიკაში მდებარეობს. თავად ბაზილიკა კი რენესანსისა და ბაროკოს ტიპის არქიტექტურის იდეალური ნაზავია.

რომის პანთეონი უდიდესი კულტურული მემკვიდრეობაა. იგი წარმოადგენს ბერძნულ სტილში შესრულებულ კათედრალს. მისი გრანდიოზული სვეტები და ანტიკური არქიტექტურული სტილი აუცილებლად გაგაოცებთ.

პიაცა ნავონაზე ნახავთ ნეპტუნის შადრევანსაც. იგი მე-16 საუკუნეში აიგო ისტორიული კონტექსტით – ქალაქში სუფთა წყალმომარაგების აღსანიშნავად. დღეს ნეპტუნის შადრევანი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ფავორიტი სანახაობაა.

ვატიკანის მუზეუმი მსოფლიო დონის მნიშვნელობის მუზეუმია. აქ რენესანსის ეპოქის შედევრებს ნახავთ – მაგალითად, სიქსტის კაპელას ან ლაო კოონის ქანდაკებას. რომაული ფრესკები და ქანდაკებები ყველა მნახველს გააოცებს.

რომის ფორუმის ტერიტორიაზე ძველ ნაგებობათა ნანგრევებს ნახავთ. ამ ტერიტორიაზე ანტიკურ ეპოქაში რომაელები ვაჭრობდნენ და საქონელს ცვლიდნენ. იგი იტალიური კულტურისთვის მნიშვნელოვანი ადგილია.

რომი ცნობილია თავისი ფანტანებითა და შადრევნებით. მათგან ყველაზე პოპულარული ტრევის შადრევანია. აქ ტურისტები მონეტებს ყრიან და სურვილებს ისრულებენ.

პიაცა ნავონა რომის ერთ-ერთი მთავარი მოედანია. აქ ისტორიული შენობების გარდა ნახავთ რომის ცნობილ ფანტანებს. პიაცა ნავონა ძველი სტადიონის ადგილას მდებარეობს. იგი ტურისტული ადგილია.

ესპანური კიბეები მთელს ევროპაში უგრძესი კიბეებია. აქედან ფაქტობრივად რომის ისტორიაზე დაკვირვებას თავისუფლად შეძლებთ. კიბეებიდან ბევრი მნიშვნელოვანი ნაგებობა ჩანს. 135 საფეხურის ავლა ნამდვილად ღირს!

ეს ერთ-ერთია იმ მნიშვნელოვან კათოლიკურ ტაძართაგან, რომელსაც რომის პაპისაგან პრივილეგიები აქვს მინიჭებული. რელიგიური დატვირთვის გარდა აღსანიშნავია ტაძრის არქიტექტურაც – რომაულ და ბაროკოს სტილში შესრულებული შტრიხები.

 

ფრენები რომში

სად ვჭამოთ რომში

იტალიური სამზარეულო ზუსტად ისაა, რასაც ვერავინ დაიწუნებს! რომაული პიცა, სპაგეტი და ტკბილეული ნებისმიერი ტურისტისთვის კულინარიული აღფრთოვანების საწყისი იქნება. რომში შეხვდებით როგორც კლასიკურ რესტორნებს, ისე კაფე-ბარებს. აქ პოპულარულია სწრაფი კვებაც. ამიტომ, მოემზადეთ რომაული არდადეგების მენიუს შესადგენად.

რომში რესტორნებში ვახშამი მიღებული პრაქტიკაა. აქაური რესტორნები უფრო მეტად მყუდრო და ოჯახური ტიპისაა. მაგალითისთვის ეწვიეთ “Tonnarello”/”ტონარელოს” – აქაური მეგობრული და ოჯახური გარემო იტალიური კულტურის კარგი ილუსტრაციაა. აქ დააგემოვნებთ უგემრიელეს ადგილობრივ კულინარიულ შედევრებს.

Checchino dal 1887 – ეს რესტორანი ადგილობრივებში ყველაზე მეტად ცნობილია. აქ ადგილობრივ კერძებთან ერთად შეგიძლიათ რომაული ღვინოც დააგემოვნოთ. ეს რესტორანი თავდაპირველად მარნის სახით გაიხსნა, დღეს კი ყველაზე პოპულარულია რომში.

Taverne des Forums Impériaux – ეს ტავერნა რომის მთავარი ღირსშესანიშნაობის – კოლიზეუმის ახლოს მდებარეობს. აქაური ატმოსფერო თბილი და მეგობრულია. მართალია, რესტორანი მუდამ ხალხით სავსეა, თუმცა აუცილებლად მოახერხებს თქვენს გაოცებას უგემრიელესი იტალიური სამზარეულოთი.

ყველაზე გემრიელ პიცას აუცილებლად იტალიურ პიცერიებში გასინჯავთ. რომში რამდენიმე ცნობილი პიცერიაა. მაგალითად “Pizzeria della Madonna dei Monti”– აქ კლასიკურ რომაულ პიცას დააგემოვნებთ. პიცის სახეობა თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ აირჩიოთ.

Pizza Florida” – ამ პიცერიაში გამოფენილი დაგხვდებათ სხვადასხვა სახეობის პიცის ნაჭრები, რომელთა არჩევასაც თქვენი გემოვნების მიხედვით შეძლებთ.

Trieste Pizza” – ამ პიცერიაში ვიზიტს ნამდვილად არ ინანებთ. თქვენ წინ ღუმელში გამომცხვარ პიცას მოგართმევენ აქაური კულინარები. რომი პიცის სამშობლოა და შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ

იტალია გართობისა და სასმელების მოყვარული სახელმწიფოა. აქ განსაკუთრებით ცნობილია აპეროლი, ალკოჰოლური სასმელი.”Il Sorpasso” – მაგალითად, ამ კაფე-ბარში უგემრიელესი აპეროლის დალევას შეძლებთ. თანაც, აქ შეგიძლიათ სხვადასხვა იტალიური კერძის შეკვეთაც.

FRENI E FRIZIONI” – ამ ბარში სასმელების მრავალფეროვან არჩევანს შემოგთავაზებენ. აქ შეძლებთ გართობას და განტვირთვას დამღლელი დღეებისაგან.

რომის ბაზრებში შეძლებთ ადგილობრივების საყიდლების კულტურას დააკვირდეთ. იტალიელებს უყვართ საკუთარი ხელით არჩევა პროდუქტების. მაგალითად, ეწვიეთ ტესტაციოს / Testaccio . ტესტაციო რომის ადგილობრივი ბაზარია. აქ ნახავთ როგორც სხვადასხვა ტიპის პროდუქტებს, ასევე მზა საკვებსაც. ადგილობრივების ცხოვრების სტილის უკეთ გასაცნობად ტესტაციოს აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

Ambrosia Rooftop Restaurant & Bar” – ამ რესტორანში შეგეძლებათ როგორც რომის პანორამული ხედებით ტკბობა, ასევე უგემრიელესი კერძებისა თუ სასმლის მირთმევა. თუ მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავთ, აუცილებლად ჩაინიშნეთ ამ რესტორნის სახელი.

Terrazza Les Étoiles” – ეს რესტორანი წმინდა პეტრეს ტაძარს გადაჰყურებს. გარდა ულამაზესი ხედისა, აქ მომსახურებითა და კერძებითაც კმაყოფილი დარჩებით.

Ristoro Della Salute” – ეს რესტორანი კი პირდაპირ კოლიზეუმის წინ მდებარეობს. ამიტომ, თუ გსურთ გამორჩეული ვახშამი აჩუქოთ საკუთარ თავს ან საყვარელ ადამიანებს, აუცილებლად ეწვიეთ მას.

პიცაზე არანაკლებ პოპულარული კერძია რომაული პასტა. იგი შეგიძლიათ რომის რესტორნების უმრავლესობაში მიირთვათ. რამდენიმე საუკეთესო ვარიანტს ჩვენც შემოგთავაზებთ.

Come ‘na Vorta Pasta E Vino – Largo Arenula” – აქაური პასტა, მის უნახავს გაგხდით. ამ რესტორანში მეგობრული იტალიური ატმოსფერო დაგხვდებათ და თავს მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ. პასტა კი შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი გემოვნებით. რესტორანი კლასიკური რეცეპტითაა ცნობილი.

Come ‘na Vorta – Pasta e Vino Torre Argentina” – აქაური პასტა, მისი მრავალფეროვანი სოუსები და უამრავი ყველი იდეალური კომბინაციაა. რომაული საკვები ფაქტობრივად ცალკე თავგადასავალს გაჩუქებთ.

 

 

ამბროსია (Ambrosia Rooftop Restaurant & Bar) სახურავზე მოწყობილი ბარ-რესტორანია. ეს ადგილი განსაკუთრებით გამოგადგებათ მაშინ, თუ რომანტიკულ ვახშამს გეგმავთ ან რამე დღესასწაულის აღნიშვნა გსურთ.

 

 

ახლოდან დანახული რომი

სად ვიშოპინგოთ რომში?

რომის მრავალფეროვანი საშოპინგო სივრცე, გალერეები და ადგილობრივი ბუტიკები შოპოჰოლიკს გაგხდით! აქ იპოვით ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა გუჩი, პრადა, ფენდი და სხვა.

რომში უამრავ გრანდიოზულ შოპინგ ცენტრს წააწყდებით. ისინი არა მხოლოდ საყიდლებისთვის ფასობს, არამედ ფაქტობრივად კულტურულ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენენ.

ალბერტო სორდის გალერეა (Galleria Alberto Sordi) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშოპინგო ცენტრია. იგი ალბერტო სორდის სახელზეა აშენებული. გარდა უამრავი მაღაზიისა, თავად გალერიის არქიტექტურაც მომნუსხველია.

რომის მოლი (Shopping Mall Porta di Roma) ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს და მარტივად მისაგნებია როგორც მანქანით, ასევე ტრანსპორტით. აქ ყველანაირი ტიპის მაღაზიას შეხვდებით. თანაც, შენობა ისეთი აგებულებისაა, რომ ბუნებრივად ინარჩუნებს თბილ ტემპერატურას ზამთარში და გრილს-ზაფხულში.

 

მონტი (Monti) – შოპინგის დაწყება ამ უბნიდანაც შეგიძლიათ. აქ ერთმანეთის ჩაყოლებაზე დგას ვინტაჟური მაღაზიები, სუვენირების საწყობები თუ რომაული ბრენდების ჯიხურები. აქედან ხელცარიელი წასვლა ფაქტობრივად შეუძლებელია.

რომის ქუჩებში ბევრ ბაზარს ნახავთ. ადგილობრივებს უყვართ საკუთარი ხელით პროდუქტების არჩევა. შეგიძლიათ, ბაზარში გაისეირნოთ, ადგილობრივი პროდუქტები დააგემოვნოთ და აქაურების დიალოგებსაც მოკრათ ყური. ბაზარში ვაჭრობისას იტალიელები საკუთარ კულტურულ ეშხს ააშკარავებენ, რაც ყოველთვის იწვევს ტურისტების აღტაცებას.

ერთიანობის ბაზარი (Mercato dell’Unità) – აქ ნახავთ რომაულ ხილსა და ბოსტნეულს. ამ ბაზარს კვირის გარდა ყოველდღე შეგიძლიათ ესტუმროთ.

ბორგეტო ფლამინიო (Borghetto Flaminio) – ეს ტანსაცმლისა და აქსესუარების ბაზარია. აქ იტალიურ საქონელს შეიძენთ. თუ ორიგინალური ნივთების შეძენა გსურთ, აუცილებლად გაისეირნეთ ამ ბაზარშიც.

რომიდან ხელცარიელი წასვლას ვერ შეძლებთ. აქაური სუვენირები მომნუსხველად შეძლებენ თქვენს დაყოლიებას.

კამპო მარციო (Campo Marzio) – ეს უბანი პანთენონთან ახლოს მდებარეობს. მე-16 საუკუნეში აშენებული შენობების გარემოცვაში უამრავი პატარა ბუტიკი დაგხვდებათ, სადაც ბიუჯეტურად შეძლებთ სუვენირების არჩევას.

პორტა პორტეზე (Porta Portese) – აქ ანტიკური ნივთების პოვნას შეძლებთ. პორტა პორტეზეზე უამრავი კოლექციონერი ეცდება თქვენს დარწმუნებას, რომ მათი უძველესი სუვენირები შეიძინოთ.

გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი რომში? მაშინ დაჯავშნე ქუთაისი რომის ავიაბილეთები დღესვე!

როდის არის საუკეთესო დრო რომში სამოგზაუროდ?

რომი წელიწადის ყველა დროს შეუდარებელი დაგხვდებათ! მაგრამ თუ გსურთ შედარებით ნაკლებად გადაჭედილ ქუჩებში სიარული და ნაკლები რიგი ღირსშესანიშნაობების ნახვისას, მაშინ ალბათ გაზაფხულის თვეებში უნდა ეწვიოთ მას. თანაც, ამ დროს რომში იდეალური ტემპერატურაა. გაზაფხულზე რომში სხვადასხვა ფესტივალი ეწყობა, მათ შორის კერძების ფესტივალი და შეგეძლებათ ყოველ ნაბიჯზე დააგემოვნოთ ადგილობრივი უგემრიელესი კერძები ან მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა შეჯიბრებებში. თუმცა, საშობაოდაც სურპრიზებს გიმზადებთ ქალაქი თავისი ულამაზესი საშობაო ბაზრებითა და მორთული ქუჩებით, თანაც ამ დროს თხილამურებსა და სნოუბორდზე სრიალსაც შეძლებთ.

არ გადადო. დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება!

როგორ გადავაადგილდეთ რომში?

რომში გადაადგილების მრავალი საშუალებაა. ღირსშესანიშნაობებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მარტივად მიგიყვანთ, ან შეგიძლიათ ტაქსისა თუ პირადი მანქანის დაქირავება.

მეტრო გადაადგილების ყველაზე სწრაფი და მარტივი საშუალებაა. ქალაქს მეტროს 3 ხაზი აქვს, რომელიც მას დიაგონალურად კვეთს. გაითვალისწინეთ, რომ ზოგი ბილეთი წვდომას გაძლევთ ტრანსპორტის ყველა საშუალებაზე: მეტროზე, ავტობუსებსა და ტრამვაიებზე. ბილეთების ყიდვა შეგიძლიათ ჯიხურებში.

რამდენიმე ტიპის ბილეთს შეიძენთ:

  • მეტროს ბილეთი 1.50 € – ულიმიტო წვდომა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე 100 წუთის განმავლობაში
  • 24-საათიანი ბილეთი 7€
  • 48/72- საათიანი ბილეთები 12.50€ / 18€
  • 7-დღიანი ულიმიტო გადაადგილება 24€

ფეხით სეირნობა კი ამ ქალაქში ალბათ საუკეთესო არჩევანია. ასე ისტორიულ შენობებსაც უფრო მრავლად, ადგილობრივივით დაათვალიერებთ და აქაური ატმოსფეროთიც უფრო მეტად შეძლებთ ტკბობას. თანაც, ბევრი ტურისტული ღირსშესანიშნაობა ტრანსპორტით მისადგომ ადგილას არ მდებარეობს, ამიტომ ფეხით სეირნობაზე თუ უარს იტყვით, ბევრს დაკარგავთ. რომში სეირნობა საკმაოდ უსაფრთხოა, ქალაქში დანაშაულების დონე მცირეა.

ტურისტული ბარათები (tourist pass / Roma pass) – ტურისტული 2 ან 3 – დღიანი ბარათები ქალაქის ტრანსპორტზე ულიმიტო წვდომას გაძლევთ. თანაც, საფასურში შედის 1 ან 2 ღირსშესანიშნაობის მონახულება.

  • 48 საათიანი პაკეტი ღირს 36€ და 1 ტურისტულ ღირსშესანიშნაობას მოიცავს.
  • 72 საათიანი კი 58€ და მოიცავს 2 ღირსშესანიშნაობის ფასსაც.

 

მეტრო ყველა ადგილთან ზუსტად არ მიდის, თუმცა ავტობუსები უფრო ახლოს მიგიყვანენ დანიშნულების ადგილას. არ დაგავიწყდეთ სამგზავრო ბილეთების შეძენა. მეტროს ზოგიერთი ბილეთი ავტობუსებზეც მოგცემთ წვდომას. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ჯიხურებში, ან თამბაქოსა და გაზეთების მაღაზიებში. ბილეთების აქტივაცია არ უნდა დაგავიწყდეთ, დაშტამპვის შემდეგ 100 წუთი შეგეძლებათ ავტობუსით გადაადგილება და საჭიროების შემთხვევაში, ხაზის შეცვლაც.

ტაქსი შედარებით ძვირი ალტერნატივაა, თუმცა თუ შეზღუდული დროით იმყოფებით ქალაქში და გსურთ მარტივად და სწრაფად გადაადგილება, ტაქსი კარგი არჩევანია.

 

kompensacia frenebze

რომელია საუკეთესო პარკები რომში?

რომში გამწვანებული ადგილებიც ბევრია. ამიტომ, თუ მოგზაურობისას დაიღალეთ და გსურთ, ცოტა განიტვირთოთ რომის პარკების მცირე ჩამონათვალს შემოგთავაზებთ.

ეს პარკი ნომერ პირველია რომში. მას ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ. პარკში უამრავი, საუკუნის ხელა ხე და სხვადასხვა ტიპის მცენარეებია. გარდა ამისა, აქ კულტურულ ძეგლებსაც ნახავთ.

ეს პარკი ეგზოტიკურ თავგადასავალს შემოგთავაზებთ. აქაური ვარდისფერი მცენარეები და მათ შუაგულში აშენებული მდიდრული ვილა კარგ კომბინაციას ქმნის.

ეს პარკი ქალაქის შუაგულში მდებარეობს, თუმცა დაგრჩებათ შეგრძნება, რომ აბსოლუტურად სხვა სამყაროში გადახვალთ ცოტახანს. აქაურობა ბევრი მხატვრისა და ხელოვანის ინსპირაციის წყარო ყოფილა.

იმის მიუხედავად, რომ ეს პარკი 80 ჰექტარზეა გადაჭიმული, იგი რომის უდიდესი პარკი არ არის. აქ ნახავთ ტბას, ულამაზეს მცენარეებსა და თავად ვილას, პარკის ცენტრში.

ეს პარკი უფრო ისტორიულია. იგი ძველი სამარხებისა და ნანგრევების ადგილას მდებარეობს ქალაქის სამხრეთ ნაწილში. აქ სეირნობისას დაგეუფლებათ განცდა, თითქოს ანტიკურ რომში იმყოფებით.

ეს პარკი კი ანტიკური დროის შენობებს ინახავს. აქ სეირნობისას აღმოაჩენთ ძველ შენობებს. პარკი ნამდვილ თავგადასავალში ამოგაყოფინებთ თავს. თანაც, უძველესი ვილის გარშემო გაშენებული მცენარეები ნამდვილად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას.

გადაწყვიტე მოიწყო რომაული არდადეგები? მაშინ იაფი ფრენები რომში სწორედ შენთვისაა!

ხშირად დასმული კითხვები რომზე

4-5 დღე აუცილებლად გათვალეთ რომში სამოგზაუროდ, რათა მისი მთავარი ღირსშესანიშნაობების, პარკებისა და კულტურული ძეგლების ნახვა მოასწროთ.

პირველ რიგში, არ დაგავიწყდეთ მოგზაურობისათვის აუცილებელი დოკუმენტების მომზადება, იქნება ეს პასპორტი თუ საიდენტიფიკაციო ბარათი. ასევე, წაიღეთ რაც შეიძლება კომფორტული და სეზონისთვის შესაფერისი ტანსაცმელი და შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. უმჯობესი იქნება, თუ წაიღებთ კომფორტულ ზურგჩანთას, რადგან სიარული შორ მანძილებზე მოგიწევთ ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისას. ასევე, საჭიროებისამებრ, გირჩევდით წაიღოთ პორტატული დამტენი და ფოტოების გადაღების მოყვარულებს, არ დაგრჩეთ ფოტოაპარატიც.

რომი გამორჩეულია თავისი ანტიკური მემკვიდრეობით, კულტურული ძეგლებითა და ტურისტული ღირსშესანიშნაობებით. ქალაქი გაძლევთ იდეალურ შესაძლებლობას, ნახოთ როგორც ისტორიულად მნიშვნელოვანი შენობები და მუზეუმები, ასევე თანამედროვე რომაული ცხოვრების სტილსაც ეზიაროთ.

რომი ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით არც ისე ძვირია. ბიუჯეტურად მოგზაურობას მარტივად შეძლებთ, თუ წინასწარ დაჯავშნით დასარჩენ სივრცესა და ავიაბილეთებს.

დიახ, რომში მოგზაურობა ძალიან უსაფრთხოა, მათ შორის ღამით სეირნობაც. აქ ტურისტები მრავლად ჩამოდიან და ფაქტობრივად, რომის ქუჩებში ხალხი სულ დადის.

გაზაფხული იდეალურია რომში მოგზაურობისათვის, რადგან ამ დროს შეძლებთ ამინდითაც ტკბობას და ტურისტებიც შედარებით ნაკლები არიან.

CIA – რომის ჩამპინიოს აეროპორტი ქალაქიდან 16 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

რომში გამგზავრებას შეძლებთ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან. ქუთაისიდან რომში პირდაპირი რეისებით იმგზავრებთ, თბილისიდან და ბათუმიდან კი ნახავთ გადაჯდომით ფრენებს.

ქუთაისიდან პირდაპირ ფრენებს ახორციელებს ავიაკომპანია Wizz Air. ბათუმიდან გადაჯდომით ფრენებს შემოგთავაზებთ Turkish Airlines, თბილისიდან კი Turkish Airlines, Ajet Airlines, Pegasus, Aegean Airlines, Lufthansa და სხვა მრავალი.

მოგზაურობის მაქსიმალურად ბიუჯეტურად დაგეგმვისათვის, პირველ რიგში აუცილებელია 1 ან 2 თვით ადრე შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები რომში და დასვენება არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს. ასევე, საუკეთესო ფასების მისაღებად უნდა გამოიყენოთ ავიაბილეთების საძიებო სისტემა, როგორიცაა avia.ge

დამატებითი რეკომენდაციები

გაეცანი სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას რომში მოგზაურობის შესახებ

შეიძინეთ რომის ავიაბილეთები და მოიწყვეთ ნამდვილი “რომაული არდადეგები”. ამისთვის კი…

იაფი ფრენები რომის მიმართულებით იტალიის დედაქალაქი რომი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე…

იაფი ავიაბილეთები რომის მიმართულებით იტალიის დედაქალაქი რომი მსოფლიოს ერთ-ერთი პოპულარული…

გაეცანი სხვა სამოგზაურო გზამკვლევებს