ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ადგილია. აქაური ღირსშესანიშნაობები, ძველი არქიტექტურული შენობები, კულტურული ნაგებობები მსოფლიო მნიშვნელობის მემკვიდრეობებია. სწორედ ამიტომ პრაღის ცენტრალური მოედანი UNESCO-ს ძეგლთა სიაშია შეტანილი. პრაღის ციხესიმაგრეები და ტაძრები კი ყველა მნახველს გააოცებს. პრაღის პანორამული ხედი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანახაობაა, რაც ადამიანმა შეიძლება სიცოცხლის მანძილზე ნახოს. ამ ბლოგში ჩვენ შევეცდებით გაგიწიოთ გიდობა პრაღაში მოგზაურობის მარტივად დასაგეგმად. შემოგთავაზებთ მის ღირსშესანიშნაობებს, დასარჩენ ადგილებს, კულინარიულ შედევრებსა და ტექნიკურ დეტალებს.
პრაღა – მარტივი გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის
სად დავრჩეთ პრაღაში?
დასარჩენი ადგილი თქვენზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს. გირჩევთ, წინასწარ განსაზღვროთ თქვენი პრიორიტეტები – ტურისტულ ადგილას დარჩენას ამჯობინებთ თუ შედარებით მშვიდ ადგილას, ქალაქის ხმაურისაგან შორს. ასევე, მნიშვნელოვანია როგორი მოგზაურობის ტიპს ანიჭებთ უპირატესობას. დაბლა შემოგთავაზებთ რამდენიმე პოპულარულ არეას პრაღაში მოგზაურობისათვის.
ძველი ქალაქი
ტურისტებისთვის პოპულარული დასარჩენი სივრცეა ძველი ქალაქი (staré mesto) – იგი ცნობილია თავისი ისტორიული ღირსშესანიშნაობებითა და არქიტექტურული სტილით. ძველ ქალაქში ბევრ კულტურულ ძეგლს ნახავთ
ვენახების უბანი
ვენახების უბანი (Vinohrady) – ადგილის სახელი აბსოლუტურად გამოხატავს მის შინაარსს, ამ ადგილას ადრე პრაღაში ვენაზები იყო გაშენებული და დღემდე აქვს ბუნებრივი ატმოსფეროს მშვიდი იერი აქაურობას შემორჩენილი. აქ ნახავთ პრაღის დიდ ბულვარსაც.
ახალი ქალაქი
ახალი ქალაქი (Nové Město) – ეს ადგილი პრაღის უდიდეს უბნებს შორის მოიაზრება. იგი ტერიტორიულად ძველ ქალაქზე უფრო დიდიცაა. ახალი ქალაქის ტერიტორია ცნობილია უფრო მეტად გასართობი ადგილებითა და შედარებით თანამედროვე არქიტექტურით.
მალა სტრანა
მალა სტრანა (Malá Strana) – მოსახერხებელი ადგილია ტურისტებისთვის. იგი პრაღის მთავარი მოედანია. აქ მდებარეობდა ძველი ბურჟუაზიული სახლები, რომლებიც ამჯერად გადაკეთებულია მდიდრულ მაღაზიებად.
ჰრადჩანი
ჰრადჩანი (Hradčany) – ასევე ისტორიული უბანი. აქ ახლოს იქნებით პრაღის სასახლესთან, შესაბამისად ტურისტული ღირსშესანიშნაობებით სავსე უბანში ამოყოფთ თავს. თუ გსურთ მარტივად და სწრაფად გადაადგილდეთ პრაღაში, ამ უბანში დარჩენას გირჩევდით.
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ პრაღაში?
პრაღა შემოგთავაზებთ ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების მთელ სერიას. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ციხესიმაგრეები, ტაძრები თუ არქიტექტურულად მნიშვნელოვანი დიადი შენობები. რამდენიმე ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობას ჩვენც შემოგთავაზებთ.
პრაღის ციხესიმაგრე
პრაღის ციხესიმაგრე მე-9 საუკუნეში აშენდა და შუასაუკუნეების მნიშვნელოვან შენობებს შორის მოიაზრება.. იგი სხვადასხვა დროს ჩეხეთის სამეფო რეზიდენციას წარმოადგენდა. აქ იკრიბებოდნენ ბოჰემიისა თუ საღვთო რომის იმპერიის იმპერატორები. მათი სამეფო ნივთები დღემდე სასახლეში ინახება.
კარლის ხიდი
კარლის ხიდი პრაღის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. იგი მდინარე ვლტავაზეა აგებული და დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ერთგვარ დამაკავშირებლად ითვლება. მისი მშენებლობა მე-14 საუკუნეში დაიწყო. ხიდი სტრატეგიულ დატვირთვას ატარებდა ჩეხეთის ვაჭრობისათვის. დღეს ხიდზე უამრავი ქანდაკებაა მოთავსებული, რაც ხელოვნებისა და არქიტექტურის კუთხითაც მნიშვნელოვანს ხდის მას.
პეტრინის კოშკი
პეტრინის კოშკი ეიფელის არქიტექტურით ინსპირირებულია. მის ბოლომდე ასასვლელად 300-მდე საფეხურის ავლა დაგჭირდებათ, თუმცა ულამაზესი პანორამული ხედისთვის ნამდვილად ღირს დაღლა.
მოცეკვავე სახლი
მოცეკვავე სახლი საოფისე შენობის მეტსახელია პრაღაში. იგი არქიტექტურულად ძალიან საინტერესო ნაგებობაა. მოცეკვავე სახლი პრაღის ახალი ქალაქის კონსტრუქციაა.
წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
წმინდა ნიკოლოზის ეკლესია პრაღის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კათოლიკური ტაძარია. მისი არქიტექტურა ბაროკოს ტიპისაა და ჩეხეთის ბაროკოს პერიოდის კარგი ილუსტრაციაა. ეკლესია მე-18 საუკუნეში აშენდა.
პრაღის ასტრონომიული საათი
ეს შენობა მე-15 საუკუნეშია აგებული და ლეგენდის თანახმად, მისი გაფუჭების შემთხვევაში პრაღას ცუდი ბედი ელის. საბედნიეროდ, საათი დღემდე ქმედუნარიანია. იგი ძველი ქალაქის მერიის შენობაზეა მიმაგრებული. მას სიმბოლური დატვირთვა აქვს ადგილობრივებისათვის და ტურისტებისთვის მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
წმინდა ვიტის საკათედრო ტაძარი
ეს ულამაზესი ტაძარი პრაღის შუასაუკუნეების ძეგლია. მისი არქიტექტურა შუასაუკუნეების სტილს იმეორებს, მაგალითად ტაძარს აქვს ფერადი შუშები და საინტერესო ინტერიერი. გარდა რელიგიური დატვირთვისა, იგი სიმბოლურ და ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს. ვიტის საკათედრო ტაძრის შეუდარებელი არქიტექტურული სტილი ნებისმიერ მნახველს მოხიბლავს.
ფაუდერის კარიბჭე
ეს კარიბჭე ძველ და ახალ ქალაქს ყოფს ერთმანეთისგან. იგი მე-15 საუკუნეშია აგებული და გოთიკური არქიტექტურისაა. კარიბჭე გრანდიოზული ნაგებობაა და მისი ნახვა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგავიწყდეთ.
პრაღის ძველი ქალაქის კოშკი
პრაღის ძველი ქალაქის კოშკის მშენებლობა დაიწყო მე-14 საუკუნეში. იგი გოთიკური სტილისაა და კარგად ასახავს რენესანსის პერიოდის დიდებულებას. კოშკი იმპერატორი შარლ მე-4-ის დაკვეთით აიგო, შესაბამისად ქალქისთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს.
კაფკას მუზეუმი
კაფკას მუზეუმი , ფრანც კაფკას, ჩეხეთის ბრწყინვალე მწერალ ეძღვნებაბა, რომელიც მის ცხოვრებას ასახავს. აქ ბევრი წიგნი, კაფკას ფრაზები და მცირე ფილმიც დაგხვდებათ. კაფკას ფანებს აუცილებლად ვურჩევდით აქ ვიზიტს.
დაჯავშნე პრაღის ღირსშესანიშნაობების ბილეთები და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!
ფრენები პრაღაში
სად ვჭამოთ პრაღაში
პრაღა არც კულინარიის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. აქაური რესტორნები, პაბები და კაფეები მუდამ მზადაა თქვენს გულთბილად გასამასპინძლებლად. პრაღაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ მთლიანად ევროპული კულინარია და გასინჯოთ უგემრიელესი სასმელიც.
რესტორნები
პრაღის კულინარია მსოფლიოში საკმაოდ დაფასებულია. ძირითადი კერძები ხორცეულზე, განსაკუთრებით კი იხვის ხორცზე, კეთდება, თუმცა მრავლად ნახავთ ვეგეტარიანულ კერძებსაც. რამდენიმე ყველაზე პოპულარულ რესტორანს შემოგთავაზებთ.
W Restaurant – ეს რესტორანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია პრაღაში. გარდა უგემრიელესი კერძებისა, მათ შორის ვეგეტარიანული გემოვნების ადამიანებზე მორგებული, აქ ნახავთ უამრავ სასმელს. რესტორანს საკუთარი კოლექციაც აქვს, რომლიდანაც რამდენიმე ალკოჰოლური სასმლის დაგემოვნებას გირჩევდით.
Restaurant Zvonice – ეს რესტორანი მე-15 საუკუნის გოთურ სამრეკლოში მდებარეობს, ამიტომ აქაურობას თავისი მაგიური ატმოსფერო აქვს. რესტორანში დააგემოვნებთ ჩეხური კულინარიის შედევრებს. იგი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნად მიიჩნევა პრაღაში.
სად ვჭამოთ პრაღის ყველაზე ცნობილი კერძი?
პრაღაში ყველაზე ცნობილი კერძი ღორის ხორცისაგან მომზადებული პელმენებია (vepřo knedlo zelo). თუ ხორცის მოყვარული ხართ, ეს გამოცდილება არ უნდა გამოტოვოთ. ჩვენ გაგიზიარებთ ხრიკს, თუ სად მიირთვათ ყველაზე გემრიელი ეროვნული კერძი პრაღაში.
Lokál – ეს ადგილი ადგილობრივებში დიდად სახელგანთქმულია. აქ სახლურად, უგემრიელესად მომზადებულ პელმენებს მიირთმევთ. თუ ადგილობრივებს გსურთ შეერიოთ ან აქაურ კულტურას უკეთ დააკვირდეთ და თანაც უგემრიელესადაც ივახშმოთ, აუცილებლად ეწვიეთ ამ ადგილს. თანაც, იგი გვიანობამდე მუშაობს.
რესტორნები საუკეთესო ხედით
Restaurant Mlýnec – ეს რესტორანი კარლის ხიდს გადმოჰყურებს. აქედან პრაღის საუკეთესო ხედი იშლება და თანაც, მენიუ ადგილობრივი წარმოების კერძებს ითვალისწინებს.
Marina Ristorante – ამ რესტორნიდან გადაგეშლებათ პრაღის სასახლის ხედი. თუ მნიშვნელოვან ვახშამს გეგმავთ, უთუოდ ამ რესტორანზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი. იგი მდინარეს გადაჰყურებს, შესაბამისად აქ მზის ჩასვლის ნახვა ერთი სიამოვნებაა.
Coda Restaurant – ეს პრაღის ერთ-ერთი ელიტარული რესტორანია. მას ქალაქის ულამაზესი ხედი აქვს, შესაბამისად კერძებთან ერთად ქალაქის დათვალიერებითაც დატკბებით.
სად დავლიოთ ყველაზე გემრიელი ლუდი პრაღაში?
სამართლიანად ითვლება, რომ პრაღა ლუდის სამშობლოა. ჩეხური ლუდი მთელს მსოფლიოში სახელგანთქმულია. ჩვენ რამდენიმე ადგილს გაგიზიარებთ, სადაც ჩეხური ლუდის საუკეთესო ვარიანტების დაგემოვნებას შეძლებთ.
U Kunštátů – ეს ბარი ძველი ქალაქის მოედანზე მდებარეობს, ამიტომ მისი მიგნება არ გაგიჭირდებათ. აქ სხვადასხვა სახეობის ჩეხური ლუდის დაგემოვნებას შეძლებთ. თანაც, ეს ბარი ადგილობრივების ფავორიტიცაა, რაც მის ხარისხზე ბევრ ამბობს.
Beer Point – ამ პაბში შეძლებთ უამრავი სახეობის ლუდის გასინჯვას. თავისი საყვარელი სახელობის ლუდს აქ ყველა სტუმარი იპოვის. თანაც, პაბი ქალაქის ცენტრში მდებარეობს. აქ საშუალება გექნებათ, თავიდან დეგუსტაციით დაიწყოთ და მხოლოდ შემდეგ აარჩიოთ სასურველი ვარიანტი.
ახლოდან დანახული პრაღა





სად ვიშოპინგოთ პრაღაში?
პრაღის მრავალფეროვანი საშოპინგო კომპლექტები და სავაჭრო ცენტრები ხელცარიელს არ გამოგიშვებენ. აქ შეგიძლიათ სამახსოვროდ ბოჰემიური სამკაულებიც შეიძინოთ ან სუვენირებით აღჭურვილი დაუბრუნდეთ საყვარელ ადამიანებს.
რომელია საუკეთესო საშოპინგო ცენტრები პრაღაში?
პრაღაში ბევრ საშოპინგო ცენტრს ნახავთ. აქაურობა შოპინგის მოყვარულებისათვის ნამდვილი სამოთხეა.
პალადიუმი (PALLADIUM) – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშოპინგო ცენტრია პრაღაში. აქ არა მხოლოდ მაღაზიებს ნახავთ, არამედ დასვენებისთვისაც დაგრჩებათ დრო აქვე მოწყობილ კაფეებში.
პრაღის აუთლეტ ცენტრი (Fashion Arena Prague Outlet) – ეს ჩეხეთის რესპუბლიკის ყველაზე მონახულებადი საშოპინგო ცენტრია ბიუჯეტურად შოპინგისათვის. აქ დაგხვდებათ უამრავი მაღაზია რაც მთავარია მინიმუმ 30%-იანი ფასდაკლებით. მეტროდან კი შოპინგ ცენტრს თავისი ტრანსპორტი ემსახურება.
რომელია საუკეთესო უბანი საშოპინგოდ?
პრიკოპი და 28 რიჯნა (na Prikope, 28 Rijna) საუკეთესო ქუჩებია საშოპინგოდ. აქ ნახავთ უამრავ ადგილობრივ მაღაზიას მთელ ჩაყოლებაზე. ეს ქუჩები გვერდიგვერდ მდებარეობს და სასეირნოდაც საკმაოდ კომფორტული და მოსახერხებელია.
პრაღის ბაზრები
პრაღა ცნობილია თავისი ბაზრებითაც. აქ ადგილობრივ პროდუქციას, სწრაფი კვების ობიექტებსა და სურსათ-სანოვაგეს ნახავთ. გარდა ამისა ბაზრობები პოპულარულია ტურისტული ღირებულებებითაც – აქ უამრავი ადამიანი იყრის თავს და საინტერესო მოწყობისაა.
ჰოლესოვიცეს ბაზარი (Holešovice Market) – ეს ბაზარი ყველაზე პოპულარულია პრაღაში. თანაც იგი 24 საათის განმავლობაში მუშაობს. აქ უამრავ პროდუქტს, მათ შორის ტკბილეულს, ნახავთ.
ჰაველის ბაზრის მოედანი (Havelské tržiště) – ამ ბაზარში გასეირნება დიდი სიამოვნებაა. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენ თვალწინ დამზადებული ტკბილეული.
ფლი მარკეტი (Flea market) – პრაღაში ხშირად იმართება ფლი მარკეტი, რაც იმას გულისხმობს, რომ ბევრ ადამიანსა და კომპანიას თავისი პროდუქცია შედარებით დაბალ ფასად გამოაქვს ქალაქში გასაყიდად.
სად ვიყიდოთ რომში სუვენირები?
პრაღაში სუვენირების შეძენა თუ მოგინდებათ, რამდენიმე პოპულარულ ცენტრს შემოგთავაზებთ.
ძველი ქალაქის სუვენირების მაღაზია (Old Prague Souvenir shop) – ეს მაღაზია ძველი ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს, საკმაოდ ტურისტულ ადგილას. აქ უამრავ სუვენირს ნახავთ, იქნება ეს პრაღის გამოსახულებიანი ნივთები თუ აქაური ღირსშესანიშნაობების მინიატურული ვარიანტები.
ადგილობრივი არტისტები (LOCAL ARTISTS) – ასევე ცნობილია ორიგინალური სუვენირებით. აქ ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრებსაც ნახავთ.
გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი პრაღაში? მაშინ დაჯავშნე ქუთაისი პრაღა ავიაბილეთები დღესვე!
როდის არის საუკეთესო დრო პრაღაში სამოგზაუროდ?
გაზაფხული ან შემოდგომა საუკეთესოა პრაღაში სამოგზაუროდ. როგორც წესი, ტურისტულ სეზონებზე მისი ღირსშესანიშნაობები საკმაოდ დატვირთულია და დიდი დრო დაგეხარჯებათ რიგებში ყოფნისას. შემოდგომასა და გაზაფხულზე კი შედარებით ნაკლები ხალხია და ტემპერატურაც იდეალურია. განსაკუთრებით მარტში მოგზაურობას გირჩევდით, ამ პერიოდში ქალაქი უბრალოდ ზენიტშია, პრაღაში მარტში ეწყობა ოპერის, ბალეტისა და მუსიკის ფესტივალები. ამ დროს ასევე ხშირია საჭმლის მარკეტები და ფლი მარკეტები, სადაც ადგილობრივი პროდუქციის დაგემოვნებასა და ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების ნახვას შეძლებთ.
არ გადადო. დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება!
როგორ გადავაადგილდეთ პრაღაში?
პრაღაში გადაადგილება საკმაოდ მარტივია. თქვენი მარშრუტის უკეთ დასაგეგმად კი გიზიარებთ საჭირო ინფორმაციებს.
მეტრო
მეტრო გადაადგილების ყველაზე სწრაფი და კომფორტული საშუალებაა. პრაღის მეტროს მხოლოდ სამი ხაზი (წითელი, ყვითელი და მწვანე) და 61 სადგური აქვს. იგი ქალაქის უმეტეს ნაწილებამდე მიმოსვლას გაგიმარტივებთ.
რამდენიმე ტიპის ბილეთს შეიძენთ:
- სტანდარტული ბილეთი, რომელიც 90 წუთის განმავლობაში პრაღის ტრანსპორტზე წვდომას მოგცემთ
- მცირეხნიანი ბილეთი, რომელიც აქტიურია 30 წუთის განმავლობაში
ავტობუსი
პრაღაში ავტობუსებით სარგებლობა შეგიძლიათ დღისითაც და ღამითაც. ავტობუსები მუშაობს დილის 4:30-დან შუაღამემდე. თანაც, დღის ავტობუსები ყოველ 10 წუთში დადის, ხოლო ღამის ყოველ 30 წუთში. აეროპორტიდანაც შეგიძლიათ პრაღის ცენტრამდე მგზავრობა 110 ან 119 ნომერი ავტობუსებით, რომლებიც ტურისტებში განსაკუთრებით პოპულარულია.
ტაქსი
პრაღის ტაქსები შედარებით ძვირი ალტერნატივაა, თუმცა სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით შეიძლება იაფიც კი მოგეჩვენოთ. თითოეულ კილომეტრზე დაახლოებით 1.5$-ის გადახდა მოგიწევთ. გირჩევთ ოფიციალური ტაქსის სერვისებით ისარგებლოთ. შემოგთავაზებთ მათ ჩამონათვალს:
- ProfiTaxi: (+420) 844 700 800
- CityTaxi: (+420) 257 257 257
- TaloTaxi: (+420) 244 114 411
- Fix Taxi: (+420) 722 555 525
- Taxi Praha: (+420) 222 111 000
ტრამვაი
პრაღის ტრამვაი მე-19 საუკუნიდან ფუნქციონირებს. მას 22 დღის და 9 ღამის ხაზი აქვს. ტრამვაითა და მეტროთი ნებისმიერ ადგილას მიმოსვლას შეძლებთ პრაღაში. ტრამვაი ყოველ 10 წუთში მოგემსახურებათ.
ტრამვაის შემთხვევაშიც შეგიძლიათ შეიძინოთ სტანდარტული 90-წუთიანი ან მცირეხნიანი 30 წუთიანი ბილეთები.
ფეხით
პრაღაში ფეხით სეირნობას აბსოლუტურ რეკომენდაციას ვუწევთ. მაგალითად, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ძველი ქალაქის ტერიტორიაზე, ტურისტული ღირსშესანიშნაობები საკმაოდ ახლო-ახლოს მდებარეობს ერთმანეთთან. პრაღა საკმაოდ უსაფრთხო ქალაქია სეირნობისათვის.
ტურისტებისთვის
შეგიძლიათ შეიძინოთ 1 ან 3-დღიანი ტრანსპორტის ბარათები
- ერთდღიანი ბარათი დაახლოებით 5$ ღირს და წვდომას გაძლევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა საშუალებაზე ულიმიტოდ 24 საათის განმავლობაში
- სამდღიანის ღირებულება კი დაახლოებით 14$-ს შეადგენს და სრული სამი დღის განმავლობაში შეძლებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას.
- გაითვალისწინეთ, რომ ბარგით მგზავრობის შემთხვევაში დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევთ, დაახლოებით 1$-ის.
რომელია საუკეთესო პარკები პრაღაში?
თუ ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულებით გადაიღალეთ, პრაღაში შეგიძლიათ პარკებში განიტვირთოთ. აქაური გამწვანებული სივრცეები კარგი დასვენების საშუალებას მოგცემთ.
ლეტნას პარკი
ეს პარკი ყველაზე პოპულარულია პრაღაში, განსაკუთრებით კი ტურისტებისთვის. აქედან კარლის ხიდი ჩანს და კარგი სურათების გადაღებასაც შეძლებთ. ამ პარკში თან მყუდრო ატმოსფეროა და კვების ობიექტებიცაა მოწყობილი.
კამპას პარკი
კამპას პარკში ნახავთხელოვნების მუზეუმს. თანაც, იგი გადაჰყურებს მდინარესა და კარლის ხიდს. აქაურობა ულამაზესადაა განათებული, ამიტომ საღამოს გასასეირნებლადაც კარგი ადგილია.
ბოტანიკური ბაღი
ბოტანიკური ბაღი კი უბრალოდ საუკეთესოა, თუ გსურთ ბუნებაში გაისეირნოთ და სხვადასხვა სახეობის მცენარეები დაათვალიეროთ.
სტრომოვკას სამეფო ნაკრძალი
ამ პარკში კი შეძლებთ მოწყოთ პიკნიკი, ითამაშოთ სხვადასხვა თამაშები, ივარჯიშოთ და ასე შემდეგ. პარკი განტვირთვისთვის კარგი საშუალება იქნება.
პეტრინის ბაღი
ამ ბაღიდან ქალაქის ლამაზი ხედები იშლება. აქ რამდენიმე საკვებ ობიექტსაც ნახავთ. ბაღი ულამაზესი მცენარეებითაა გაფორმებული.
სამეფო ბაღი
სამეფო ბაღი პრაღის სამეფო სასახლის ბაღში მდებარეობს. თუ მოინახულეთ სამეფო სასახლე მის ბაღში გასეირნება მხოლოდ დადებითი შეგრძნებებით დაგტვირთავთ და რელაქსაციის საშუალებასაც მოგცემთ.
გადაწყვიტე მოიწყო საინტერესო მოგზაურობა პრაღაში? მაშინ იაფი ფრენები პრაღაში სწორედ შენთვისაა!
ხშირად დასმული კითხვები პრაღაზე
რამდენი დღეა საკმარისი პრაღის მოსანახულებლად?
4-5 დღე საკმარისია პრაღაში სამოგზაუროდ. აქ სანახავი ნამდვილად ბევრია და გირჩევთ დიდი ხანი გათვალოთ მოგზაურობისათვის.
რა უნდა წავიღოთ პრაღაში?
პირველ რიგში, არ დაგავიწყდეთ მოგზაურობისათვის აუცილებელი დოკუმენტების მომზადება, იქნება ეს პასპორტი თუ საიდენტიფიკაციო ბარათი. ასევე, წაიღეთ რაც შეიძლება კომფორტული და სეზონისთვის შესაფერისი ტანსაცმელი და შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. უმჯობესი იქნება, თუ წაიღებთ კომფორტულ ზურგჩანთას, რადგან პრაღაში ბევრი სიარული მოგიწევთ და სასეირნო ადგილებიც ბევრია. ასევე, საჭიროებისამებრ, გირჩევდით წაიღოთ პორტატული დამტენი და ფოტოების გადაღების მოყვარულებს, არ დაგრჩეთ ფოტოაპარატიც. აქ ხშირად მზიანი ამინდებია, ამიტომ არ დაგრჩეთ სათვალეცა და მზისგან დამცავიც.
რით არის გამორჩეული პრაღა?
არქიტექტურით. აქ სხვადასხვა ტიპის არქიტექტურულ სტილს გადააწყდებით: რენესანსის, ბაროკოსა და გოთიკურს. არქიტექტურული სიდიადე პრაღის ღირსშესანიშნაობებში კარგად გამოიხატება, იქნება ეს კარლის ხიდი თუ პრაღის სასახლე.
რამდენად ძვირია პრაღა?
ცნობილია, რომ პრაღა ერთ-ერთი ყველაზე იაფი ტურისტული ქალაქია. აქ საკმაოდ ბიუჯეტურად შეძლებთ მოგზაურობის დაგეგმვას, ევროპის სხვა ქალაქებისაგან განსხვავებით.
რამდენად უსაფრთხოა პრაღაში მოგზაურობა?
პრაღაში მოგზაურობა საკმაოდ უსაფრთხოა. აქ სეირნობისას შეგიძლიათ მშვიდად და აუღელვებლად იყოთ, თუმცა ყურადღება მიაქციეთ პირად ნივთებს.
როდის არის საუკეთესო დრო პრაღაში სამოგზაუროდ?
გაზაფხული და შემოდგომა საუკეთესო სეზონებია პრაღაში სამოგზაუროდ, რადგან ასე თავს აარიდებთ ზედმეტად გადაჭედილ ისტორიულ ძეგლებსა და პრაღის ქუჩებს.
რომელია პრაღასთან ყველაზე ახლო აეროპორტი?
PRG – პრაღის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს მდებარეობს.
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან პრაღაში?
პრაღაში გაფრენას შეძლებთ როგორც თბილისიდან და ქუთაისიდან, ისე ბათუმიდანაც. თბილისიდან და ბათუმიდან მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას, ქუთაისიდან კი პირდაპირი ავიარეისებით.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან პრაღაში?
ქუთაისიდან პირდაპირ ფრენებს ახორციელებს ავიაკომპანია Wizz Air. ბათუმიდან გადაჯდომით ფრენებს შემოგთავაზებთ Turkish Airlines, თბილისიდან კი Turkish Airlines, Pegasus, MyAustrian და Lot.
როგორ შევიძინოთ პრაღის იაფი ავიაბილეთები?
მოგზაურობის მაქსიმალურად ბიუჯეტურად დაგეგმვისათვის, პირველ რიგში აუცილებელია 1 ან 2 თვით ადრე შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები პრაღაში და დასვენება არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს. ასევე, საუკეთესო ფასების მისაღებად უნდა გამოიყენოთ ავიაბილეთების საძიებო სისტემა, როგორიცაა avia.ge
დამატებითი რეკომენდაციები
გაეცანი სხვა მნიშვნელოვან დეტალებს პრაღაში მოგზაურობის წინ