16.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ივნისი 17, 2025

მიუნხენი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

მიუნხენი გერმანიის უდიდესი ქალაქია. აქ კარგად იგრძნობა გერმანული ატმოსფერო, მოწესრიგებული ქუჩები და გართობის უმაღლესი დონე, რაც ქალაქს მსოფლიოში დაწინაურებულ ადგილად აქცევს. აქ ბევრ კულტურულ და ისტორიულ შენობას ნახავთ. მიუნხენის მუზეუმები მსოფლიო დონის კოლექციას ინახავს. ქალაქი დიდ თავგადასავლებს დაგახვედრებთ, მათ შორის სოლო-მოგზაურებსაც. ამ სამოგზაურო გზამკვლევში გაგაცნობთ მიუნხენის შესახებ ინფორმაციას, მის ღირსშესანიშნაობებს, პოპულარულ დასარჩენ ადგილებს და რაც მთავარია, შემოგთავაზებთ იაფ ფრენებს მიუნხენის მიმართულებით.

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

გერმანული

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

0.5 €

დროის ზონა

GMT+2

ვალუტა

ევრო

კვება

ერთი სადილის ღირებულება

20-40 €

ელექტრობა

Plug type: I

3 pins • 230V

აღმოაჩინე მიუნხენი

სად დავრჩეთ მიუნხენში?

მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დასარჩენი ადგილის მოძიებაა. უბანი, რომელში დარჩენასაც აპირებთ, თქვენზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს. ჩვენ შემოგთავაზებთ მიუნხენის ცნობილ დასარჩენ უბნებს, სადაც უამრავ კარგ სასტუმროს ნახავთ თქვენზე მორგებული ბიუჯეტით და მაქსიმალურად კომფორტულად შეძლებთ დასვენებას.

ძველი ქალაქი – ლეჰელის რაიონი (In Altstadt – Lehel District) – შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო უბანია მიუნხენში დასარჩენად. აქ დაგხვდებათ ისტორიული გარემო, ნახავთ ბევრ ისტორიულ ღირსშესანიშნაობას და ისიამოვნებთ აქაური კაფეებითა და მაღაზიებითაც.

ლუდვიგსვორშტადტის ოლქი (Ludwigsvorstadt District) – ეს უბანი გამოდგება მათთვის, ვისაც ღამე გარეთ გასვლა და გართობა ძალიან უყვარს. აქ დაგხვდებათ ძალიან ცოცხალი ატმოსფერო, ბარები, კლუბები და რესტორნები. უბანი ყველაზე მეტად პოპულარულია იმით, რომ აქ ოქტომბერფესტი – ბავარიული ლუდის ყველაზე დიდი ზეიმი – ტარდება.

შვაბინგი (Schwabing) – ეს უბანი კი რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ბიუჯეტურად დასვენება სურს სიმშვიდეში. აქ დაგხვდებათ ულამაზესი პარკები და გამწვანებული არეალები. თანაც, უბანი ძირითადად აგებულია არტ-ნუვო შენობებით და ულამაზესია.

მაქსვორშტადტის რაიონი (Maxvorstadt District) – ეს უბანი საუკეთესოა მათთვის, ვისაც ხელოვნება უყვარს. აქ დაგხვდებათ ისტორიის მუზეუმები, დინამიკური ატმოსფერო, იქნებით ქალაქის ცენტრში, თუმცა ისტორიული უბნებისაგან ოდნავ მოშორებით და რაც მთავარია შეძლებთ მარტივად გადაადგილდეთ ფეხითა თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

აუ-ჰაიდჰაუზენის ოლქი (Au-Haidhausen District) – ეს უბანი შედარებით მშვიდია. იგი მდინარე ისარის გაყოლებაზე მდებარეობს და იდეალურია თუ ოჯახთან ერთად აპირებთ დასვენებას. აქ პატარა და საყვარელი კაფეები და მაღაზიები დაგხვდებათ.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა ვნახოთ მიუნხენში?

მიუნხენი არის ქალაქი, სადაც მოგზაურობა არასოდეს მოგბეზრდებათ. აქ დაგხვდებათ ისტორიული და კულტურული შენობები და ღირსშესანიშნაობები. შემოგთავაზებთ ქალაქის ყველაზე პოპულარ და მნიშვნელოვან სანახაობებს.

ნოიშვაინშტაინის სამეფო სასახლე სამეფო რეზიდენციისთვის შენდებოდა მე-19 საუკუნეში, თუმცა მეფის სიკვდილის შემდეგ მისი მშენებლობა არ დასრულებულა და საზოგადოებისთვის გაიხსნა მალევე. ყოველ წელს მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს მას. შენობა მდებარეობს კლდოვან ტერიტორიაზე და მართლაც მაგიურ ადგილს წააგავს.

ლეგოლენდი მიუნხენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემატური პარკია, რომელიც სპეციალურად შექმნილია LEGO-ს მოყვარულებისთვის. მდებარეობს ქალაქიდან 1 საათის სავალ მანძილე.

მიუნხენში მოგზაურობა საშუალებას მოგცემთ დააკვირდეთ თუ რა არის გერმანიის წინსვლის საიდუმლო. გერმანიის მუზეუმი ტექნოლოიურ სიახლეებს გაგაცნობთ გერმანიაში. მუზეუმის კოლექცია ფრთხილადაა შერჩეული და ტექნოლოგიური ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს მოიცავს. აქ ვიზიტი მე-20 საუკუნის აღმოჩენების შესწავლის საშუალებას მოგცემთ.

ბავარიის ეროვნული მუზეუმი მთელი ევროპის მასშტაბით უდიდესი მუზეუმია დეკორაციული ხელოვნების არტეფაქტების კუთხით. აქ მთელი ევროპიდან დაგხვდებათ სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები.

ალიანს არენა მიუნხენის სიდიდით მეორე სტადიონია. იგი ფეხბურთის კლუბი ბაიერნის სამშობლოა. ეს ადგილია უნიკალურია თავისი შუშის შენობით და გრანდიოზული მოცულობით, იგი 75 000 მაყურებელს იტევს.

ლინდერჰოფის სასახლე ასევე მე-19 საუკუნეში აშენდა. იგი ნოიშვანშტაინის სამეფო სასახლესთან ახლოს მდებარეობს. ლინდერჰოფი გერმანული შატოს შენობის ტიპს წარმოადგენს, იგი ბავარიელი მეფეების დასასვენებელი მამული იყო.

ნიმფებურგის სასახლე საუკუნეებს ითვლის, რაც მის არქიტექტურულ სტილზეც კარგად აისახება. გაგაოცებთ როგორც მისი ინტერიერი, ასევე ექსტერიერი. სასახლე ბაროკოს სტილშია აგებული და მისი ყველა დეტალი გამოირჩევა გრანდიოზულობითა და მასიური ელემენტებით. აუცილებლად დაათვალიერეთ სასახლის გარშემო მოწყობილი მდიდრული ბაღებიც.

მიუნხენის რეზიდენცია სამეფო მმართველობის შეკრების ადგილს წარმოადგენდა გვიან შუასაუკუნეებში. დღეს იგი კულტურული მნიშვნელობის ძეგლია და ყოველდღე უამრავ ტურისტს მასპინძლობს გამორჩეული არქიტექტურისა და მოწყობის დამსახურებით.

ზღვის სამყარო ნამდვილად უნიკალურ და სასიამოვნო გამოცდილებას გპირდებათ. აქ დაგხვდებათ 1600-ზე მეტი ზღვის ბინადარი, შეძლებთ აუზის გვირაბის ქვეშ სეირნობას და მათზე დაკვირვებას. ზღვის სამყაროში ახლოდან ნახავთ მედუზებს, ზვიგენებსა თუ ფერად თევზებს.

წმინდა პეტრეს ტაძარი მიუნხენის უძველესი ნაგებობაა, იგი ძველი ეკლესიის ადგილას აშენდა მე-12 საუკუნეში. ტაძარი ბაროკოს ტიპის არქიტექტურისაა, თუმცა აქვს რენესანსის სტილის შტრიხებიც.

 

ფრენები მიუნხენში

სად ვჭამოთ მიუნხენში?

მიუნხენი კულინარიის მოყვარულებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედებს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ადგილობრივი, ასევე მსოფლიო დონის სამზარეულო.

Vits Kaffee – თუ მოგზაურობის დროს გემრიელად საუზმობა მოგენატრათ, ამ კაფეს ესტუმრეთ. აქ ნებისმიერი ტიპის საუზმის მენიუს აღმოაჩენთ – იქნება ეს მსუბუქად კვება თუ ბეიგელი ან ტკბილეული.

Wirtshaus Ede – ეს რესტორანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მიუნხენში. აქ გერმანულ კერძებს დააგემოვნებთ ძალიან მყუდრო და კომფორტულ გარემოში, თუმცა წინასწარ დაჯავშნა არ დაგავიწყდეთ, რადგან ხშირად ძალიან სავსეა.

Paulaner am Nockherberg – ეს უდიდესი რესტორანი ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედებს. კერძების დაგემოვნების გარდა აქ დაგხვდებათ უდიდესი ბარი, სადაც ადგილობრივ ლუდს დააგემოვნებთ.

Fräulein Grüneis – ინგლისურ ბაღში სეირნობისას შეგიძლიათ ეწვიოთ ამ კაფეს. შიდა სივრცე შედარებით პატარაა, თუმცა გარეთ, სუფთა ჰაერზე გემრიელად მიირთმევთ სხვადასხვა კერძებს, მაგალითად გერმანულ შპიცელს.

გერმანული ქალაქები ცნობილია ლუდის სიყვარულით. რამდენიმე პოპულარულ ბარს შემოგთავაზებთ გერმანული ლუდის გასასინჯად.

Hofbräuhaus – ამ ადგილას ყოფნისას თავი მუზეუმში გეგონებათ. რაც მთავარია, აქ უგემრიელეს გერმანულ ლუდს დააგემოვნეთ. მზად იყავით, რომ უამრავი ადამიანი იქნება ტერიტორიაზე.

Löwenbräukeller Biergarten – აქ გარე სივრცეში შეგეძლებათ ლუდის მირთმევა. ადგილობრივი მომსახურე პერსონალი კი თავად დაგეხმარებათ სათქვენო ლუდის არჩევაში.
Augustiner Keller – აქაც გარეთა სივრცეში შეძლებთ ბაღში ლუდის მირთმევას. არ გაუშვათ შანსი, გასინჯოთ ნამდვილი გერმანული ლუდი.

შნიცელი სპეციალურად შემწვარი ხორცია. თუ ხორცის მოყვარული ხართ, არ უნდა დაგავიწყდეთ მისი დაგემოვნება. იგი ლიმონთან ერთად სერვირდება, რათა კერძი უფრო მსუბუქი გახდეს.

Augustiner Klosterwirt – ეს რესტორანი დიდი ხანია ფუნქციონირებს მიუნხენში. აქ ბავარიულ კერძებს, და რაც ყველაზე მთავარია, უგემრიელეს შნიცელს დააგემოვნებთ ადგილობრივ ლუდთან ერთად.

Andy’s Krablergarten – ეს ადგილი მთელ მიუნხენში პოპულარულია უგემრიელესი შნიცელების მომზადებით.

Hofbräuhaus München – ამ რესტორანში ადგილობრივივით იგრძნობთ თავს, აქ მუდამ უამრავი ხალხია, რადგან რესტორანს აქვს რიგები თავისი სახელგანთქმული შნიცელისათვის.

 

 

ახლოდან დანახული მიუნხენი

სად ვიშოპინგოთ მიუნხენში?

მიუნხენში შოპინგსაც იდეალურად შეძლებთ. აქ ნახავთ როგორც თანამედროვე შოპინგ-ცენტრებსა და მაღალი კლასის მაღაზიებს, ასევე ვინტაჟურ მაღაზიებსა და ფლი-მარკეტებს.

 

Hofstatt – ამ მოლში შეძლებთ როგორც ადგილობრივი ტრენდული, ისე საერთაშორისოდ ცნობილი დიზაინერების პროდუქციის შეძენას. გვერდით კი ნახავთ კაფეებსა და ბარებს.

Olympia shopping centre – ეს კი ბავარიის ყველაზე ცნობილი საშოპინგო ცენტრია. რთული იქნება, დაასახელოთ ნივთი, რომელსაც ამ მოლში ვერ იპოვით.

PEP Neuperlach – შეგიძლიათ ეწვიოთ ამ მოლსაც, აქ დაგხვდებათ ტანსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა და სხვა უამრავი ნივთი, რომელიც თქვენს თაროებსა და კარადაში ყოფნას აუცილებლად დაიმსახურებს.

Gärtnerplatz – აუცილებლად ამ ქუჩაზე! თუ ორიგინალური საჩუქრებით გსურთ სამშობლოში დაბრუნება, იქნება ეს ადგილობრივი დიზაინერების პროდუქცია, საფოსტო ბარათები სპეციალური გაფორმებებით თუ პატარა ლამაზი სუვენირები – ყველაფერი ამ ადგილას დაგხვდებათ.

Neuhauser Straße და Kaufingerstraße – ამ ორი ქუჩის გაყოლებაზე შეძლებთ შეიძინოთ აბსოლუტურად ყველაფერი – იქნება ეს ტექნიკა, აქსესუარები, ტყავის ნივთები, ტანსაცმელი, ვინტაჟური ნივთები თუ სხვა რამ. აქ ქუდების მაღაზიასაც კი ნახავთ.

გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი მიუნხენში? მაშინ დაჯავშნე თბილისი მიუნხენის ავიაბილეთები ახლავე!

როდის არის საუკეთესო დრო მიუნხენში სამოგზაუროდ?

მიუნხენი ყველაზე არაპრეტენზიული ქალაქია სამოგზაუროდ – აქ ნებისმიერ სეზონზე შეძლებთ საუკეთესოდ დასვენებას, ბავარიული კულტურის გაცნობასა თუ ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას. და მაინც, ტურისტების უმრავლესობა გაზაფხულისა და შემოდგომის თვეებს ამჯობინებს სამოგზაუროდ გასაგები მიზეზების გამო – ამ პერიოდში ტემპერატურა გაცილებით სტაბილური და თბილია, ნაკლები წვიმებით. მაგრამ თუ ყველაზე ბავარიული გამოცდილების მიღება და მიუნხენის საუკეთესო ღონისძიებაზე დასწრება გსურთ, რა თქმა უნდა, ოქტომბერში უნდა იმოგზაუროთ ოქტომბერფესტისთვის – ლუდის უდიდესი ღონისძიება, მთელი ცერემონიალებითა და კულტურული დატვირთვით. ამ ფესტივალისათვის მთელი წელი ემზადებიან ადგილობრივები.

არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.

როგორ გადავაადგილდეთ მიუნხენში?

მიუნხენში გადაადგილებას ძალიან მარტივად შეძლებთ. აქ შეგიძლიათ უბრალოდ ფეხით ისეირნოთ და ქალაქის ხედებით დატკბეთ, ან გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საკმაოდ გამართული სისტემით ფუნქციონირებს.

მიუნხენს რამდენიმე სწრაფმავალი მატარებლების ტიპი აქვს: S-Bahn და U-Bahn – S ტიპის მატარებლებს 8 ხაზი აქვს. შეგიძლიათ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე სწორედ მისი დახმარებით იმგზავროთ. U ტიპის მატარებლები კი მეტროს მატარებლებთან ერთად 100-ზე მეტ გაჩერებას სთავაზობს მგზავრებს. რაც შეეხება ფასს, €2.90-ად შეიზენთ ერთჯერად ბილეთს, ხოლო მთელი დღის ბარათი შეგიძლიათ იყიდოთ €6.70-ად.

მიუნხენის ტრამვაის 13 ხაზი აქვს და 80 კილომეტრის სიგრძის მარშრუტზე ფუნქციონირებს. ტრამვაის შემთხვევაშიც €2.90-ად შეიზენთ ერთჯერად ბილეთს, ხოლო მთელი დღის ბარათი შეგიძლიათ იყიდოთ €6.70-ად.

მიუნხენში ავტობუსები 24 საათის განმავლობაში მოგემსახურებათ. ქალაქს ყავს როგორც დღის, ასევე ღამის ავტობუსები. €2.90 დაგიჯდებათ ერთჯერადი ბილეთი, როცა €6.70-ად მთელი დღის ბარათის ყიდვას შეძლებთ.

მიუნხენი ნამდვილად არის ის ქალაქი, სადაც ფეხით სეირნობისას ტკბობა შეგიძლიათ, რადგან ქალაქი ეკომეგობრულია. გირჩევთ, მოგზაურობის დრო მაქსიმალურად გამოიყენოთ და აქაური პარკები და ბაღებსი ფეხით მოიაროთ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

რომელია საუკეთესო პარკები მიუნხენში?

მიუნხენის ულამაზესი ბაღები და პარკები საუკეთესო დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობას მოგცემთ. უდიდესი სასახლეებისა და უამრავი ღირსშესანიშნაობის დათვალიერების შემდეგ, ბაღების მშვიდ გარემოში ცოტახნით დასვენება არავის აწყენდა.

 

ინგლისურ ბაღს (English Garden) –  აუცილებლად უნდა ეწვიოთ, თუ კულტურული მრავალფეროვნებისთვის თვალის დევნება მოგწონთ. ინგლისურ ბაღში დაგხვდებათ ბერძნული სასახლეები, იაპონური ჩაის ბაღები და სხვა. აქ გასეირნება როგორც მარტოს, ისე საყვარელ ადამიანებთან ერთად კარგ მოგონებებს შეგიქმნით.

მიუნხენის ბოტანიკური ბაღი (Botanical Garden Munich-Nymphenburg) –  აუცილებლად უნდა მოინახულოთ თუ ბუნებაში სეირნობა და მცენარეებით ტკბობა გიყვართ.

ზამილას პარკი (Zamila Park) – პარკი ტბის პირას მდებარეობს და ულამაზეს ხედებს სთავაზობს მნახველებს. აქ შეძლებთ დაისვენოთ, განიტვირთოთ და მიუნხენის ბუნებით დატკბეთ.

ოლიმპიური პარკი (The Olympiapark) – ოლიმპიური პარკი მე-20 საუკუნის 70-იან წლებში აშენდა ოლიმპიური თამაშებისათვის. მას ფუნქცია დღემდე არ დაუკარგავს და არის ადგილი რელიგიური, კულტურული თუ ცერემონიალური ღონისძიებებისათვის.

მამბმანპარკი (Maßmannpark) – აქ იდეალურად შეძლებთ დასვენებას. შეგიძლიათ ამ პარკში მოაწყოთ პიკნიკი და დატკბეთ აქაური სიმშვიდით.

მაქსიმილიანსპლაზი (Maximiliansplatz) – აქ დაგხვდებათ შადრევნები, ულამაზესი გარემო, სასეირნო ბილიკები და უამრავი მცენარე. ეს პარკი დაღლილი ტურისტების ერთგვარი თავშესაფარია.

გადაწყვიტე მიუნხენში მოგზაურობა? მაშინ ახლავე დაჯავშნე იაფი ფრენები მიუნხენში.

ხშირად დასმული კითხვები მიუნხენზე

4 სრული დღე საკმარისია მიუნხენში გასატარებლად და მისი მთავარი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.

პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. მიუნხენში ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია. მიუნხენის ბარებში სტუმრობას თუ აპირებთ, ასევე გირჩევთ შესაბამისი ტანსაცმელიც წაიღოთ. ასევე, წაიღეთ საწვიმარიც, რადგან ქალაქში ხშირია წვიმები.

მიუნხენი ცნობილია თავისი კულტურული და არქიტექტურული მხარით. იგი ისტორიული ქალაქია, შესაბამისად აქ ბევრი ისტორიული შენობის ნახვას შეძლებთ. აუცილებლად ეწვიეთ ინგლისურ ბაღსა და გერმანიის მუზეუმს.

მიუნხენში მოგზაურობა სხვა ქალაქებთან შედარებით იაფია. თუ მოგზაურობას წინასწარ დაგეგმავთ, მაშინ საკმაოდ ბიუჯეტურად შეძლებთ ფრენას და სასტუმროების ნახვას.

მიუნხენი მთელს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად ითვლება სამოგზაუროდ.

უმჯობესია ფრენები მიუნხენში შეიძინოთ გაზაფხულსა ან შემოდგომაზე, თუმცა ნებისმიერ სეონზე საუკეთესო დროის გატარებას გპირდებათ ქალაქი.

MUC – მიუნხენის აეროპორტი ქალაქიდან 28 კილომეტრში მდებარეობს.

მიუნხენში გაფრენას თბილისიდან შეძლებთ როგორც პირდაპირი, ასევე გადაჯდომით ავიარეისებით. თბილისიდან და ქუთაისიდან პირდაპირი ავიარეისებით გაემგზავრებით, ხოლო ბათუმიდან მხოლოდ გადაჯდომით.

თბილისიდან მიუნხენში პირდაპირ ავიარეისებს ახორციელებს გერმანული ავიაკომპანია Lufthansa. გადაჯდომით კი დაფრინავენ Ajet, Lot, Pegasus და სხვა ავიაკომპანიები. ქუთაისიდან საკმაოდ ბიუჯეტურად პირდაპირი ფრენებით შეგიძლიათ ისარგებლოთ. ამისთვის შემოგთავაზებთ უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ის ავიარეისებს. ბათუმიდან Turkish Airlines ასრულებს ფრენებს მიუნხენის მიმართულებით გადაჯდომით.

გირჩევდით, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ყველაზე იაფი ფასის მისაღებად კი ეწვიეთ საძიებო პლატფორმა Avia.ge -ს.

დამატებითი რეკომენდაციები

გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას მიუნხენში მოგზაურობის წინ

იაფი ფრენები მიუნხენის მიმართულებით მიუნხენი გერმანიის სიდიდით მესამე ქალაქია. იგი…

მიუნხენის იაფი ავიაბილეთები მიუნხენი გერმანიის ისტორიული და ერთ-ერთი ყველაზე დიდი…

იაფი ავიაბილეთები მიუნხენში გერმანული ქალაქები მრავალფეროვანი დასვენების შესაძლებლობით გამოირჩევა. მიუნხენი…

გაეცანი სხვა სამოგზაურო გზამკვლევებს