ფრანკფურტი ევროპის შუაგულში, ცენტრალურ ევროპაში მდებარეობს, რაც მის კულტურულ იერსახეზე დადებითად აისახება. ქალაქი საშუალებას მოგცემთ ევროპის ისტორიას, კულტურასა და არქიტექტურას კარგად გაეცნოთ. ფრანკფურტი გერმანიის უმდიდრესი ქალაქია, აქაური კოსმოპოლიტური გარემო საოცნებო სამყაროში გამოგზაურებთ. ფრანკფურტში გართობასაც იდეალურად შეძლებთ. ქალაქი თავგადასავლების, ისტორიული აღმოჩენებისა და კულტურული სანახაობების მოყვარულებისთვისაა. ამ ბლოგში სწორედ ამ დიდებული ქალაქის შესახებ მოგიყვებით, გაგაცნობთ მის ღირსშესანიშნაობებს, დასარჩენ ადგილებს, რეკრეაციულ ზონებს და მოგცემთ რეკომენდაციებს მოგზაურობის მარტივად, სწრაფად და ბიუჯეტურად დასაგეგმად.
ფრანკფურტი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის
სად დავრჩეთ ფრანკფურტში?
მოგზაურობის დაგეგმვის პირველი ეტაპი დასარჩენი უბნის ძებნაა. ფრანკფურტში მარტივად ნახავთ თქვენზე მაქსიმალურად მორგებულ უბანს ბიუჯეტისა და მოთხოვნების კუთხით. დაბლა რამდენიმე პოპულარულ არეალს შემოგთავაზებთ.
ფრანკფურტის ძველი ქალაქი
ფრანკფურტის ძველი ქალაქი (Frankfurt’s Old Town) – სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, სადაც ღირსშესანიშნაობები სხვადასხვა უბანშია მიმოფანტული, ფრანკფურტში ისინი ძირითადად ისტორიულ ცენტრშია განთავსებული. შესაბამისად, ძველი ქალაქი თქვენი ისტორიული მოგზაურობისათვის საუკეთესო დასარჩენი უბანი იქნება.
ინენშტადტი
ინენშტადტი (Innenstadt) – ისიამოვნეთ ინენშტადტის პოპულარული მაღაზიებით. აქ ქალაქის ცნობილი შოპინგ ცენტრები მდებარეობს, თანაც აქედან მარტივად იმგზავრებთ მეტროთი ქალაქის სხვა ნებისმიერ უბნამდე.
საქსენჰაუზენი ნორდ
საქსენჰაუზენი ნორდ (Sachsenhausen Nord) – ეს უბანი ცნობილია თავისი მრავალფეროვანი კვების ობიექტებითა და მდინარის ულამაზესი ხედებით, აქ უამრავი ადგილია აღმოსაჩენად. შეგიძლიათ ეწვიოთ ისეთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობებს, როგორიცაა შტადელის მუზეუმი და მუზეუმსუფერი, ასევე მეტროთი მარტივად შეგიძლიათ იმგზავროთ სხვა უბნებამდე, რათა ქალაქი უფრო დეტალურად ნახოთ.
ფრანკფურტის აეროპორტის მიმდებარედ
ფრანკფურტის აეროპორტის მიმდებარედ (Near Frankfurt Airport) – ფრანკფურტის აეროპორტის მიმდებარედ დარჩენა თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო გაამარტივებს. აეროპორტის გარშემო მშვიდ უბნებს ნახავთ, სადაც კომფორტულად მოთავსდებით.
ბანჰოფსვიერტელი
ბანჰოფსვიერტელი (Bahnhofsviertel) – ეს უბანი განსაკუთრებით ცნობილია თავისი პოპულარული მაღაზიებით. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ ისეთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა კაიზერშტრასე და მუზეუმზუფერი. ამ უბნიდან მგზავრობასაც მარტივად შეძლებთ.
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ ფრანკფურტში?
ფრანკფურტს მსოფლიო დონის ღირსშესანიშნაობები აქვს. აქ უამრავ ისტორიულ თუ კულტურულ ნაგებობას იპოვით. დაბლა რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ.
ფრანკფურტის ტაძარი
ფრანკფურტის ტაძარი მე19 საუკუნის გერმანიის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ძეგლია. იგი დღემდე რჩება ერთიანი გერმანიის სიმბოლოდ. ტაძარი ყველა მნახველს აღაფრთოვანებს თავისი მდიდრული ექსტერიერითა და ინტერიერით. ფრანკფურტის ტაძარი გერმანიის ერთ-ერთ უდიდეს ტაძრად რჩება.
პალმენგარტენი
პალმენგარტენი ფრანკფურტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია. რაც მთავარია, მისი მონახულება ნებისმიერ სეზონზე აღგაფრთოვანებთ. აქ ნახავთ ათასობით მცენარეს, ულამაზესად მოწყობილ ბაღებს, ძველ ლამაზ შენობებსა და სასეირნო ბილიკებს. პალმენგარტენი გრანფკურტის მშვიდი მხარეა, სადაც დასვენების მოყვარული ადამიანები რუდუნებით გაატარებენ თავიანთ არდადეგებს.
ფრანკფურტის დროში მოგზაურობა
დროში მოგზაურობის ვირტუალური ტური ფრანკფურტის ისტორიული ადგილია, რომელიც ახლოდან გაგაცნობთ ადგილობრივ ისტორიას და აღმოაჩინეთ, როგორი იქნებოდა ცხოვრება, ორი საუკუნით ადრე რომ დაბადებულიყავით. იმოგზაურეთ 1800-იან წლებში და განიცადეთ ფრანკფურტის აურზაური ისე, როგორც ამას ადგილობრივები გრძნობდნენ.
სანაპირო მუზეუმი
სანაპირო მუზეუმი ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე მუზეუმებისა და ხელოვნების გალერეების შენობების ერთიანობას წარმოადგენს. იგი მთელს ევროპაში უნიკალურია. არ აქვს მნიშვნელობა, თანამედროვე ხელოვნებას ანიჭებთ უპირატესობას თუ ძველ ოსტატებს, გოეთეს თუ მის ლიტერატურულ მემკვიდრეებს, მსოფლიო კულტურებსა თუ კაპიტალისტურ სამყაროს, კარიკატურებს თუ ქანდაკებებს, დიზაინს თუ ადგილობრივ ისტორიას: 39 მუზეუმი და საგამოფენო დარბაზი გთავაზობთ ფართო მრავალფეროვნებას.
ძველი საქსენჰაუზენი
გსურთ ფრანკფურტის ადგილობრივი ღვინო გასინჯოთ? მაშინ გირჩევთ, ეწვიოთ ვაშლის ღვინის ბარს საქსენჰაუზენში: ქალაქის სამხრეთით მდებარე ეს უბანი ფრანკფურტის ვაშლის ღვინის კულტურის წერტილად ითვლება. ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომაზე, ხილის ბაღებიდან ვაშლი წვენად იწურება და შემდეგ კასრებში სიდრის ფერმენტაციას ახდენენ. ისინი სპეციალური ჭიქით მიირთმევა. შესაბამისად, ღვინის დაგემოვნება კულტურული გამოცდილების ნაწილია და არა მხოლოდ სიამოვნების.
რომერბერგი
რომერბერგი ფრანკფურტის ერთ-ერთ უდიდეს მოედანსა და ხალხის თავშეყრის ადგილს წარმოადგენს. აქ უამრავი ბაზრობა და ღონისძიება იმართება და ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. აქ ნახავთ როგორც მაღაზიებს, ასევე ტაძრებსა და ისტორიულ შენობებს. რომერბერის ნახვა ფრანკფურტში ვიზიტისას ნამდვილად არ უნდა გამოგრჩეთ თუ გსურთ გერმანული გამოცდილებების მიღება.
ოპერის შენობა
თუ კულტურული შენობების მოყვარული ხართ, ოპერის შენობას აუცილებლად უნდა ეწვიოთ. მისი უდიდესი დარბაზები, ულამაზესი არქიტექტურული სტილი და ესთეტიკური დიდებულება ნებისმიერ მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.
წმინდა პავლეს ტაძარი
წმინდა პავლეს ტაძარი ფრანკფურტის კლასიკური ტიპის ნაგებობაა. იგი არა მხოლოდ რელიგიური, არამედ კულტურული მნიშვნელობის ტაძარია ადგილობრივებისთვის. მისი წითელი ქვით ნაგები არქიტექტურა და დახვეწილი ინტერიერი ყველა მნახველს აღაფრთოვანებს. თანაც, ტაძარი მდებარეობს ძველი ქალაქის ცენტრში, ამიტომ მარტივად შეძლებთ მის მონახულებას.
სქაილაინიდან ხედი
სქაილაინიდან ხედი გერმანიის ყველაზე მაღალი შენობიდან გადაშლილი ჰორიზონტია. იგი აუცილებლად უნდა მოინახულოთ ფრანკფურტში მოგზაურობისას. გადმოხედეთ მუდმივად ცოცხალ ფრანკფურტის სამყაროს.
კრუიზით მოგზაურობა
კრუიზით მოგზაურობა – ფრანკფურტის მთავარ მდინარეზე სეირნობისას ქალაქის ულამაზესი ხედებითა და მისი ღირსშესანიშნაობების სიდიადით დატკბებით. ეს ყველაზე განსაკუთრებული გამოცდილება შეიძლება იყოს ფრანკფურტში მოგზაურობისას.
დაჯავშნე ფრანკფურტის ღირსშესანიშნაობების ბილეთები და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!
ფრენები ფრანკფურტში
სად ვჭამოთ ფრანკფურტში?
გერმანიის ქალაქები კულინარიის მოყვარულებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედებს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ადგილობრივი, ასევე მსოფლიო დონის სამზარეულო.
საუკეთესო რესტორნები
Medici – ამ რესტორანს უდიდესი კულინარიული ჯილდო, მიშელინის ვარსკვლავიც, კი აქვს მიღებული. იგი ქალაქის ცენტრში მდებარეობს. თანამედროვე ატმოსფეროში ხმელთაშუა ზღვის გავლენით შეზავებული საერთაშორისო კერძები იდეალურ გემოებს შემოგთავაზებთ.
bidlabu – ქალაქის ცენტრში მდებარე ეს მიმზიდველი რესტორანი ძალიან ცოცხალი ადგილია და საოცრად გემრიელი საჭმელებით გამოირჩევა. სამზარეულოს კულინარიული სტილი სასიამოვნოდ ყოველდღიური ტექნიკებისაგან შემდგარია, თუმცა ოსტატურად დახვეწილი. ვეგეტარიანელებსაც კარგად მოგემსახურებიან. რესტორანში ვიზიტი უმჯობესია წინასწარ დაჯავშნოთ.
Zenzakan – მიშელინის ვარსკვლავის მფლობელ ამ რესტორნის ინტერიერი მუქ ტონებშია გადაწყვეტილი, მკრთალი განათებით და შორეული აღმოსავლეთის სტილს მოგვაგონებს. მენიუში შედის პანაზიური კერძების ფართო არჩევანი, სუშიდან დაწყებული, კლასიკური რობატათი დამთავრებული.
სად შევჭამთ ყველაზე გემრიელ ფრანკფურტერს?
ფრანკფურტერი ქალაქის ტიპური კერძია – ფრანკფურტის ჰოთდოგი ტურისტებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა ხოლმე. საუკეთესო ფრანკფურტერს კი გასინჯავთ Fichtekränzi – ში. იგი ადგილობრივების საყვარელი კვების ობიექტია. თუ ნამდვილი ფრანკფურტული გამოცდილების მიღებას გეგმავთ, აუცილებლად ეწვიეთ აქაურობას.
საუკეთესო რესტორნები ხედით
Seven Swans – ამ რესტორნის მდებარეობა არაჩვეულებრივია – იგი გამოირჩევა მდინარე მაინის ულამაზესი ხედებით. იგი განთავსებულია ქალაქის ყველაზე ვიწრო შენობაში, რომელიც მაინც შვიდსართულიანია. მენიუში შედის: 100%-ით ვეგანური სამზარეულო, რომელიც ორგანული პროდუქტებისგან მზადდება. კერძებში მხოლოდ ის რეგიონალური ინგრედიენტებია გამოყენებული, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთაა და ბუნებასთან ჰარმონიაშია წარმოებული.
MAIN TOWER Restaurant & Lounge – შესანიშნავი ადგილმდებარეობა აქვს ამ ელეგანტურ რესტორანს ფრანკფურტის შუაგულში. ლიფტით ადით 53-ე სართულზე და ფანჯარასთან მაგიდა დაიკავეთ, რათა დატკბეთ ულამაზესი პანორამული ხედით. სამზარეულოც შთამბეჭდავია. სტუმრებისთვის შემოთავაზებულია თანამედროვე მენიუ, რომელსაც აზიური, ძირითადად იაპონური გავლენა იგრძნობა. მაგიდის წინასწარი ჯავშნის შემთხვევაში, ლიფტის უფასო ბილეთს მიიღებთ და ასევე, სადამკვირვებლო პლატფორმაზე წვდომის უფლებაც გექნებათ, საიდანაც ფრანკფურტი ხელის გულზე გადაგეშლებათ.
ახლოდან დანახული ფრანკფურტი





სად ვიშოპინგოთ ფრანკფურტში?
ცათამბრჯენების ეს ევროპული ქალაქი ნამდვილად მოგცემთ შოპინგისას არჩევანის თავისუფლებას. შეგიძლიათ ესტუმროთ მის დიდ მოლებს და მთელი დღეები საინტერესო ნივთების დათვალიერებაში გაატაროთ.
ფრანკფურტის მოლები
MyZeil – მაღაზიების, რესტორნებისა და გასართობი სივრცეების ფართო სპექტრის გარდა, ეს მოლი ასევე იზიდავს ვიზიტორებს მისი არქიტექტურის დამსახურებით. იტალიელი არქიტექტორის მასიმილიანო ფუკსასის მიერ დაპროექტებული დიდი სავაჭრო ცენტრი გამოირჩევა ფუტურისტული მინის ფასადით, და ბევრი გეომეტრიული დეტალით. მისი მრავალი ფანჯარა, ამრეკლავი ზედაპირები და განათება ერთად ქმნის ისეთ შეგრძნებას, თითქოს რაღაც ფუტურისტულ კოსმოსურ ხომალდში იმყოფებით.
GALERIA Frankfurt an der Hauptwache – შესანიშნავი გალერეაა, რომელიც უბრალოდ შოპინგზე მეტს გთავაზობთ. მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის, ბავშვთა ტანსაცმლის, სახლისა და მოგზაურობის ნივთების გარდა, მოლს ასევე აქვს მაღალი რეიტინგის მქონე რესტორანი, ასევე კაფე და ბარიც სახურავზე, საიდანაც ფრანკფურტის ჰორიზონტის ხედი იშლება.
Skyline Plaza – ამ მოლში თითქმის 200 მაღაზიაა განთავსებული, თანაც აქ მოხერხებულად მისვლა შეგიძლიათ საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც. მოლში მთელი დღის გატარებას შეძლებთ, რადგან ამოუწურავი საინტერესო ნივთები დაგხვდებათ შესაძენად.
ყველაზე ცნობილი ქუჩები საშოპინგოდ
Sachsenhausen – ფრანკფურტში ყოფნისას, მდინარე მაინის გასწვრივ მდებარე საქსენჰაუზენის უბანი აუცილებლად უნდა მოინახულოთ, იქნება ეს დასავლეთ გერმანიის ამ ქალაქის ისტორიის შესწავლისა თუ შოპინგის მიზნით. უბანი მდიდარი ისტორიით გამოირჩევა და, შესაბამისად, აქ უამრავ აღსანიშნავ არქიტექტურულ და კულტურულ ადგილს აღმოაჩენთ შოპინგის პარალელურად.
Goethestrasse – ეს უბანი ცნობილია, როგორც ფრანკფურტის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო ქუჩა, რომელსაც ზოგჯერ ფრანკფურტის მეხუთე ავენიუსაც უწოდებენ. ოპერის კვარტალში მდებარე, ქვით მოკირწყლული ქუჩა საერთაშორისოდ ცნობილი მოდის ბრენდების სახლს წარმოადგენს.
Berger Strasse – ეს ქუჩა ცნობილია შოპინგის კულტურითა და კვების ობიექტებით, ტრადიციული მაღაზიებითა და საერთაშორისო ბრენდების ცენტრებით. ეს ქუჩა შეიძლება იყოს შესანიშნავი ადგილი რამდენიმე საათის გასატარებლად, რადგან შეგიძლიათ შოპინგი, შესანიშნავი კერძებისა და სასმლის დაგემოვნება და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.
ბაზრობები
Kleinmarkthalle – ფრანკფურტის ამ ბაზრობაზე შეგიძლიათ სწრაფად წაიხემსოთ, დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები, ახალი პროდუქტები ან შეიძინოთ ყვავილები თქვენი დღის გასახალისებლად.
Museumsufer Flea Market – ეს ბაზრობა ყოველ შაბათს იმართება. თუ შემთხვევით ფრანკფურტში აღმოჩნდებით ამ ღონისძიების დროს, ნამდვილად ღირს მისი მონახულება, განსაკუთრებით თუ თავს ანტიკვარული ნივთების კოლექციონერად თვლით. გამყიდველები არა მხოლოდ ანტიკვარულ ნივთებს, არამედ მეორადი ნივთების, ხელოვნებისა და ხელნაკეთი ნივთების ფართო არჩევანს გთავაზობენ სანაპიროზე, ღია ცის ქვეშ.
გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი ფრანკფურტში? მაშინ დაჯავშნე ქუთაისი ფრანკფურტი ავიაბილეთები ახლავე!
როდის არის საუკეთესო დრო ფრანკფურტში სამოგზაუროდ?
გაზაფხული-ზაფხულის თვეები ამინდის მხრივ იდეალურია გერმანიის ქალაქებში სამოგზაუროდ. ამ დროს შეძლებთ უპრობლემოდ სეირნობას ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას. თანაც, ამ პერიოდში ძალიან ბევრი ფესტივალი და ღონისძიება იმართება. გაზაფხულ-ზაფხულში ადგილობრივი მუსიკის ფესტივალები, კონცერტები, კულტურული ღონისძიებები და კვების ფესტივალები დაგხვდებათ. შემოდგომის დასაწყისშიც საოცარი მხიარულება გელით – იქნება ეს ღვინის ფესტივალი თუ წიგნების გამოფენები. ზამთარში კი თოვლიანი ფრანკფურტი საოცარ დღესასწაულს მოგიწყობთ – აქ ეწყობა ულამაზესი საშობაო ბაზრობა. მოკლედ, ფრანკფურტი ყველა სეზონზე დაუვიწყარ თავგადასავალს დაგახვედრებთ.
არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.
როგორ გადავაადგილდეთ ფრანკფურტში?
ფრანკფურტში გადაადგილებას ძალიან მარტივად შეძლებთ. აქ დაგხვდებათ მატარებლები, მეტრო, ავტობუსები, თანაც შეგიძლიათ ფეხითაც ისეირნოთ და აღმოაჩინოთ ქალაქი.
მეტრო
ფრანკფურტის გრანდიოზული მეტრო ორი მიმართულებისაგან შედგება U-bahn და S-Bahn. მათგან პირველი მიწის ქვეშ მოძრაობს, მეორე კი მიწის ზემოთ, მატარებლის ლიანდაგებზე. ისინი ყოველ 5-10 წუთში მოგემსახურებიან. U-Bahn -ს 90-მდე სადგური აქვს. S-bahn კი 15-30 წუთში ერთხელ დადის. მას 112 სადგური აქვს. მათი ფასი 2-3 € -მდე მერყეობს.
ველოსიპედით
ველოსიპედით სიარული ფრანკფურტში გადაადგილების კარგი საშუალებაა. მეორადი ველოსიპედები, როგორც წესი, იაფია. თუ ველოსიპედი მხოლოდ მცირე ხნით გჭირდებათ, ისარგებლეთ ველოსიპედის პროგრამებიდან ერთ-ერთით. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ველოსიპედების ტარება ფრანკფურტის მეტროს სისტემაში უფასოდ არის შესაძლებელი, თუმცა პიკის საათებში შესაძლოა უარი გითხრან.
ფეხით
ფრანკფურტი ნამდვილად არის ის ქალაქი, რომელიც ფეხით შეგიძლიათ შემოიაროთ. აქ მრავალ ღირსშესანიშნაობას დაათვალიერებთ, თუ ფეხით ისეირნებთ. მისი მდინარეების გარშემო შეგიძლიათ მთელი დღე ისეირნოთ და დატკბეთ მისი ულამაზესი ხედებით.
ავტობუსი
ფრანკფურტში შეგიძლიათ ისარგებლოთ მცირე დისტანციისა თუ გრძელი დისტანციის ავტობუსებით. ერთჯერადი ბილეთის საფასური 2-3 € -მდე მერყეობს.
ტურისტებისთვის
ტურისტებისთვის უპრიანი იქნება, თუ შედარებით ხანგრძლივი დროის ბილეთებს შეიძენთ. თუ ერთჯერადი ბილეთების საფასური საზოგადოებრივი ტრანსპორტისა 2-3 ევრო ღირს, ერთდღიანი ბილეთი 7 ევრო დაგიჯდებათ. ასევე, შეგიძლიათ ჯგუფური ბილეთი იყიდოთ, რომელიც 5 ადამიანისათვის მოქმედებს და 14 ევრომდე ჯდება.
რომელი პარკები ვნახოთ ფრანკფურტში
ამ კოსმოპოლიტურ ქალაქში პარკებსა და მწვანე არეალებსაც მრავლად ნახავთ. ისეირნეთ აქაურ ბაღებში და განიტვირთეთ დამღლელი ყოველდღიურობისაგან.
ფრანკფურტის პალმის ბაღი
ფრანკფურტის პალმის ბაღი (Frankfurter Palmengarten) – 150 წელზე მეტია, პალმენგარტენი აოცებს ტურისტებს თავისი ულამაზესი სათბურებითა და უამრავი ადგილობრივი და ეგზოტიკური მცენარით. გსურთ უდაბნოში ან ტყეში მოგზაურობა? ფრანკფურტის პალმენგარტენში შეგიძლიათ მარტივად გადაეშვათ ბოტანიკურ თავგადასავალში მსოფლიოს გარშემო და გაისეირნოთ დედამიწის სხვადასხვა კლიმატურ ზონებში.
ბეტმანის პარკი
ბეტმანის პარკი (Bethmann Park) –ქალაქის შუაგულში მდებარე 3 ჰექტარზე გადაჭიმული ოაზისი, ბეთმანის პარკი, ტურისტებსა და ადგილობრივებს მშვიდ თავშესაფარს სთავაზობს. სქელი კედლებით დაცული ეს პარკი, თავისი აყვავებული მდელოებითა და მშვიდი ატმოსფეროთი, სიმშვიდეს ასხივებს. პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობაა მისი ცნობილი ჩინური ბაღი, რომელიც ფენ-შუის პრინციპების მიხედვით არის შექმნილი.
როტშილდპარკი
როტშილდპარკი (Rothschildpark) – როტშილდის პარკი ფრანკფურტის ხმაურიანი ბიზნეს უბნის, ბანკენვიერტელის შუაგულში მდებარეობს. ეს მომხიბვლელი პარკი, რომელიც ინგლისური ლანდშაფტური ბაღის სტილშია შექმნილი, ვიზიტორებს ქალაქის აურზაურისგან სასიამოვნო გაქცევას სთავაზობს. 4.5 ჰექტარზე გადაჭიმულია მოვლილი მწვანე ზონები, თვალწარმტაცი ხიდები და წყნარი ტბა, რომელიც მშვიდი სეირნობის ან ფიქრის მომენტების მომტანია.
გრუნებურგის პარკი
გრუნებურგის პარკი (Grüneburg park) – გრუნებურგის პარკი, რომელიც გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მდებარეობს, ოდესღაც როტშილდების ოჯახის ვრცელი მამულის ნაწილი იყო. ეს 29 ჰექტარზე გადაჭიმული პარკი ღია ცის ქვეშ თეატრით, კორეული ბაღითა და აყვავებული მწვანე საფარით გამოირჩევა. ლანდშაფტი გაზონებითა და ბილიკებით არის მორთული, რაც იდეალურია სირბილისა და ველოსიპედით სეირნობისთვის. ოჯახები და წყვილები ხშირად იკრიბებიან აქ ბალახიან ადგილებში პიკნიკისთვის. პარკის ცენტრში ბევრი კაფეა განთავსებული, რომელიც ვიზიტორებს გამაგრილებელ სასმელებს სთავაზობს.
ლორბერგი
ლორბერგი (Lohrberg) – ლორბერგის პარკი პოპულარული დასასვენებელი ადგილია, რომელიც გთავაზობთ ქალაქის განსაცვიფრებელ ხედებს. ვიზიტორებს შეუძლიათ დაისვენონ პიკნიკის საბნებზე და დატკბნენ უგემრიელესი გერმანული კულინარიით. კარგი ამინდის დროს, აქ იმართება ცოცხალი მუსიკის კონცერტები. გარდა ამისა, ლორბერგს აქვს პატარა რესტორანი ღია ცის ქვეშ დასაჯდომი ადგილებით, ვაშლის ბაღი, სადაც მიირთმევენ ხელნაკეთ ვაშლის წვენს და ადგილობრივ სიდრს.
რებსტოკპარკი
რებსტოკპარკი (Rebstockpark) – ფრანკფურტის გულში მდებარე სასიამოვნო ურბანული თავშესაფარია, რომელიც ვიზიტორებს ბუნების დათვალიერებისა და დასვენების იდეალურ ნაზავს სთავაზობს. აქ ულამაზესი სასეირნო ბილიკები და ტბა დაგხვდებათ.
გადაწყვიტე ფრანკფურტში მოგზაურობა? მაშინ მიიღე საუკეთესო შეთავაზებები და დაჯავშნე იაფი ფრენები ფრანკფურტში!
ხშირად დასმული კითხვები ფრანკფურტზე
რამდენი დღეა საკმარისი ფრანკფურტის მოსანახულებლად?
3 დღე საკმარისია ფრანკფურტში ვიზიტისათვის, თუმცა გირჩევდით უფრო მეტ დღეზე გათვალოთ მოგზაურობა.
რა უნდა წავიღოთ ფრანკფურტში?
პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. ფრანკფურტში ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია. გერმანიის ბარებში სტუმრობას თუ აპირებთ, ასევე გირჩევთ შესაბამისი ტანსაცმელიც წაიღოთ. ფრანკფურტში ხშირად წვიმს, ამიტომ საწვიმარი ან ქოლგაც არ დაგავიწყდეთ.
რით არის გამორჩეული ფრანკფურტი?
ფრანკფურტში მოგზაურობისას არ უნდა გამოგრჩეთ მისი მუზეუმებისა და ტაძრების ნახვა. ასევე, გირჩევდით მის ქუჩებში სეირნობასა და ქალაქის არქიტექტურით ტკბობას.
რამდენად ძვირია ფრანკფურტი?
ფრანკფურტში მოგზაურობა საკმაოდ იაფია. თანაც, აქ ნახავთ ბევრ სწრაფი კვების ობიექტს, სადაც კვება ძალიან იაფი დაგიჯდებათ და რესტორნებსა და კაფე-ბარებშიც მისაღები ფასები დაგხვდებათ. ამასთან, ღირსშესანიშნაობების მთელი რიგი ღია სივრცეში მდებარეობს და მათი მონახულება უფასოა.
რამდენად უსაფრთხოა ფრანკფურტში მოგზაურობა?
ფრანკფურტი უსაფრთხო ადგილია ტურისტებისთვის, თუმცა აუცილებლად უნდა მოუფრთხილდეთ პირად ნივთებს და ბნელ უბნებში გვიან სიარულს მოერიდოთ.
როდისაა საუკეთესო დრო ფრანკფურტში სამოგზაუროდ?
გირჩევდით გაზაფხულსა ან შემოდგომაზე დაფიქრდეთ გერმანიაში მოგზაურობაზე, რადგან ამ დროს ამინდი ყველაზე კომფორტულია მოგზაურობისათვის.
რომელია ფრანკფურტთან ყველაზე ახლო აეროპორტი?
FRA – ფრანკფურტის აეროპორტი 10 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან.
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან ფრანკფურტში?
ფრანკფურტის მიმართულებით გაფრენას შეძლებთ საქართველოს სამი აეროპორტიდან: თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის. სამივე აეროპორტიდან მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან ფრანკფურტში?
თბილისიდან შემოგთავაზებთ შემდეგი ავიაკომპანიების ფრენებს: Pegasus, Aegean Airlines, Turkish Airlines, Lufthansa, Airfrance და სხვა. ქუთაისიდან ასევე Pegasus დაფრინავს, ბათუმიდან კი Turkish Airlines.
როგორ შევიძინოთ ფრანკფურტის ავიაბილეთები ყველაზე იაფად?
გირჩევდით, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ყველაზე იაფი ფასის მისაღებად კი ეწვიეთ საძიებო პლატფორმა Avia.ge -ს.
დამატებითი რეკომენდაციები
გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას ფრანკფურტში მოგზაურობის წინ















