6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 6, 2026

დუბაი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

დუბაი თანამედროვე სამყაროს გამორჩეული ქალაქია. იგი დაწინაურებულია ულტრა-მოდერნისტული არქიტექტურით, ტექნოლოგიური პროგრესითა და ინდუსტრიული მიღწევებით. აღმოსავლეთ სამყაროში დუბაი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. გარდა ამ საოცარი პროგრესისა, დუბაიში ისტორიული და კულტურული ღირებულებების ძეგლებსაც ნახავთ. ქალაქს ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს. აქაურობა ნამდვილ სამოთხეს გავს მოგზაურებისათვის. იჩქარეთ და დაგეგმეთ მოგზაურობა მომავლის სამყაროში – ამ ბლოგში დაგეხმარებით, ბევრად უფრო მარტივად იმოგზაუროთ დუბაიში, მოგიყვებით დასარჩენ ადგილებზე, ქალაქის ღირსშესანიშნაობებზე, გადაადგილების საშუალებებსა და რეკრეაციულ ზონებზე. ერთად აღმოვაჩინოთ თანამედროვე სამყაროს ნომერ პირველი ქალაქი.

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

არაბული

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

2.50 AED / $0.60

დროის ზონა

GMT+4

ვალუტა

AED - არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამი

د.إ

კვება

ერთი სადილის ღირებულება

20-60 AED / 5-16$

ელექტრობა

Plug type: I

3 pins • 230V

აღმოაჩინე დუბაი

სად დავრჩეთ დუბაიში?

მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დასარჩენი ადგილის მოძიებაა. უბანი, რომელში დარჩენასაც გეგმავთ თქვენს მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს, რათა კომფორტულად გაატაროთ მოგზაურობის დღეები. დაბლა შემოგთავაზებთ რამდენიმე პოპულარულ უბანს დუბაიში დასარჩენად.

დეირას რაიონი (Deira district) – ეს ადგილი პოპულარულია ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. იგი ერთ-ერთი ყველაზე ძველი უბანია დუბაიში. თანაც, აქ საკმაოდ ბიუჯეტურად ნახავთ სასტუმროებს.

ჯუმეირა და JBR (Jumeirah and JBR, by the sea) – ეს უბანი საუკეთესოა, თუ ზღვაზე დასვენებას გეგმავთ. აქ ბევრი ქვიშიანი სანაპირო დაგხვდებათ. ამ უბანში მდებარე რესტორნებს საკუთარი კერძო სანაპიროები აქვთ. აქ დარჩენის შემთხვევაში სხვადასხვა გასართობი აქტივობის მარტივად დაგეგმვის შესაძლებლობა გექნებათ.

პალმ ჯუმეირას კუნძულები (Palm Jumeirah island) – ეს ხელოვნური კუნძულები სწრაფად გახდა დუბაის სიმბოლო და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასარჩენი სივრცე. ამ უბანში მაღალი კლასის სასტუმროებს ნახავთ. თუ მშვიდ გარემოში დასვენება გსურთ და არ გაქვთ პრობლემა ქალაქის ცენტრიდან ცოტა მოშორებით ყოფნაზე, მაშინ ეს უბანი იდეალურ გარემოს შეგიქმნით.

ბურ დუბაის რაიონი (Bur Dubai district) – ეს ასევე ისტორიული უბანია დუბაიში. აქ ნახავთ ქალაქის მშვიდ მხარეს, ტრადიციულ მაღაზიებს, პატარა საშოპინგო ცენტრებსა და რესტორნებს.

დუბაის მარინას უბანი (Dubai Marina) – ასევე ახლოს მდებარეობს სანაპიროებთან. მარინას უბანი დუბაის მოდერნისტულ მხარეს დაგანახვებთ. აქ თანამედროვე სასტუმროებს, მაღალი დონის დასარჩენ სივრცეებს ნახავთ, რომელთა ფანჯრებიდანაც ულამაზესი ზღვის ხედები გადაგეშლებათ.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა ვნახოთ დუბაიში?

დუბაი როგორც მოდერნისტულ სანახაობებს, ასევე ისტორიულ და კულტურულ ძეგლებსაც დაგახვედრებთ. აქ მოგზაურობა ყველა მხრივ მრავალფეროვან თავგადასავალს გპირდებათ.

ბურჯ ხალიფა დუბაის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. იგი 125 სართულისაგან შემდგარი შენობაა და მსოფლიოს უმაღლეს ნაგებობად ითვლება. მას რამდენიმე უსწრაფესი ლიფტი აქვს. შენობა ღიაა დილის 8-დან საღამოს 11 საათამდე.

ბურჯ ალ არაბი დუბაის 7-ვარსკვლავიანი სასტუმროა. სასტუმროში ტურისტები გეგმავენ ხოლმე ტურებს, რათა დაათვალიერონ მისი ბრწყინვალება – ოქროს ინტერიერი და ულამაზესი არქიტექტურა.

ეს მეჩეთი ოსმალური და ანდალუზიური ელემენტების იდეალური ნაზავია. იგი ინსპირირებულია სტამბოლის ცისფერი მეჩეთისაგან. მეჩეთის ბიბლიოთეკაში 4000-ზე მეტ წიგნს ნახავთ. იგი ღიაა ყოველდღე, ლოცვის საათების გარდა.

მომავლის ქალაქს თავისი მომავლის მუზეუმი ც აქვს. აქ ყველაფერი შუშისაა და სენსორზე მუშაობს, ამიტომ თავს მართლა დროში მოგზაურად იგრძნობთ.

აურას ღია აუზი საუკეთესო ადგილია განსატვირთათ. აქ შეგიძლიათ ძალიან ღრმად ჩაყვინთოთ და თან კოქტეილებიც მიირთვათ. ამ აუზიდან 360 გრადუსიანი ხედი იშლება მთელს ქალაქზე.

დუბაის ჩარჩო ფოტოებისათვის ულამაზესი ადგილია. იგი წარმოადგენს ერთგვარ გამყოფს ახალ და ძველ დუბაის შორის. დუბაის ჩარჩოს დაბლა აქვს შუშის ფილები, რათა ქალაქს მაღლიდან გადმოხედოთ.

დუბაის ისტორიული მხარის სანახავად ესტუმრეთ ძველ ქალაქს. ალ ფაჰიდის უბანი საუკეთესოა, თუ დუბაის ძველი ისტორიის ნახვა გსურთ. აქ ნახავთ უამრავ ბაზარს, სადაც შეგეძლებათ შეიძინოთ სუვენირები იაფად.

ალ ფაჰიდი ს ციხე ქალაქის უძველესი ღირსშესანიშნაობაა. იგი მე-18 საუკუნეში აშენდა. შენობა წარმოადგენდა მონარქის რეზიდენციას, საფორტიფიკაციო ნაგებობასაც და ციხესაც.

ჯუმეირას პალმა არის არქიპელაგი, რომელიც ხელოვნური კუნძულებისაგან შედგება. იგი დუბაის ნატურალური ღირსშესანიშნაობაა. ამ არქიპელაგზე ნახავთ საშოპინგო სივრცეებს, სასტუმროებს, რესტორნებსა და სხვა.

დუბაის კრიკი ქალაქის ნავსადგურია. აქ შეგიძლიათ გაისეირნოთ, დუბაის ბუნებრივი სილამაზით დატკბეთ და ქალაქის ისტორიასაც მოუსმინოთ ადგილობრივებისგან.

 

ფრენები დუბაიში

სად ვჭამოთ დუბაიში?

დუბაი კულინარიის მოყვარულებსაც არ გაგიცრუებთ იმედებს. აქაური კაფეები და რესტორნები უმაღლესი ხარისხის მომსახურებას გპირდებათ. განსაკუთრებით აქაური დესერტები დაგამახსოვრებთ თავს, უნაზესი და უგემრიელესი გემოებით.

დუბაი ცნობილია თავისი უმაღლესი დონის რესტორნებით. აქ ნამდვილად განსაკუთრებული მომსახურება და მაღალი კლასის კულინარია დაგხვდებათ.

CÉ LA VI – ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რესტორანია. გარდა იმისა, რომ აქ აღმოსავლური კერძების დაგემოვნებას შეძლებთ, რესტორანში ნახავთ ზღვის პროდუქტებსაც, სასმელებსაც და გარემოც არ გაგიცრუებთ იმედებს.

Trèsind Dubai – ამ რესტორანს აუცილებლად უნდა ეწვიოთ. მას მიშელინის ვარსკვლავი, ყველაზე დიდი კულინარიული ჯილდო, აქვს მიღებული.

თუ ყველაზე გამორჩეული გამოცდილების მიღება გსურთ, დაჯავშნეთ სადილი ცაში. დუბაიში გაქვთ შესაძლებლობა, წინასწარ დაჯავშნოთ თქვენი მაგიდა “მფრინავ რესტორანში” და ულამაზესი ხედებისა და სუპერ გამოცდილი შეფების თანხლებით ისადილოთ.

  • დეტალური ინფორმაცისათვის და დასაჯავშნად გადადით ბმულზე: Dinner in the Sky

დუბაის შოკოლადი უკვე მსოფლიოში სახელგანთქმული ტკბილეულია. მისი უცხო გემო, ხრაშუნა შიგთავსი და ურბილესი შოკოლადი იდეალურ კომბინაციას ქმნის. დუბაიში ყოფნისას ეს გამოცდილება არ უნდა გამოტოვოთ. შემოგთავაზებთ რამდენიმე ადგილს, სადაც უგემრიელესი დუბაის შოკოლადი შეგიძლიათ შეიძინოთ.

Break by Mara – აქ უგემრიელესი დუბაის შოკოლადის ნამცხვრის გასინჯვას შეძლებთ, რომელსაც თქვენ თვალწინ დაამზადებენ.

Chocoart UAE – აქ შეძლებთ შეიძინოთ ძალიან ხრაშუნა დუბაის შოკოლადი. ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია დუბაის შოკოლადის წარმოებაში.

Chunk Bakehouse – აქაური უგემრიელესი ნამცხვარი, უხვად ფსტის კრემით დუბაის შოკოლადის მოყვარულს გაგხდით.

Maison De Curry – ამ რესტორანს ულამაზესი ხედები ეშლება დუბაის მოცეკვავე ფანტანებსა და ბურჯ ხაიფაზე. მნიშვნელოვან ვახშამს თუ გეგმავთ, აუცილებლად ეწვიეთ მას.

Praia | Beach Restaurant & Lounge – ეს რესტორანი სანაპირო ზოლზე მდებარეობს. შესაბამისად, აქ ულამაზესი ხედები გადაგეშლებათ თვალწინ და კარგად დასვენებასაც შეძლებთ.

At.mosphere Burj Khalifa – ამ რესტორანს კი აუცილებლად უნდა ეწვიოთ. იგი ბურჯ ხაიფას 122-ე სართულზე მდებარეობს და მსოფლიოს ნომერ პირველი რესტორანია ზღვის დონიდან 422 მეტრზე. რესტორანი შემოგთავაზებთ თანამედროვე ფრანგულ კულინარიულ შედევრებს.

დუბაი მრავალფეროვანი დესერტებით არის ცნობილი. თუ ტკბილეული გიყვართ, დუბაიში ნამდვილი სამოთხე დაგხვდებათ.

HAFIZ MUSTAFA 1864 – ეს საკონდიტრო მაღაზია ყველაზე პოპულარულია დუბაიში. აქ უამრავ დესერტს ნახავთ, რომელთაგანაც ერთის ამორჩევა ძალიან გაგიჭირდებათ.

The Choco Monarch – აქაც უამრავ დესერტს ნახავთ. აუცილებლად დააგემოვნეთ აქაური კრეპები შოკოლადით.

Dubai Sweet Factory by Kadayifzade – ტკბილეულის ამ ქარხანაში გასინჯული ბაკლავები ძალიან დიდხანს დაგამახსოვრებთ თავს.

 

 

ახლოდან დანახული დუბაი

სად ვიშოპინგოთ დუბაიში?

დუბაი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საშოპინგო ქალაქია. აქაური უზარმაზარი მოლები, ქალაქის ყველა წერტილში განლაგებული მაღაზიები და საშოპინგო ქუჩები სასურველი პროდუქტების მარტივად არჩევის საშუალებას მოგცემთ.

The Dubai Mall (დუბაი მოლი) – დუბაის მოლი ქალაქის უდიდესი სავაჭრო სივრცეა. აქ ნახავთ მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს, მათ შორის გუჩი, პრადა, ლუი ვიტონი და სხვა. მოლში გასართობი სივრცეებიცაა, კინოს უდიდესი დარბაზი და რესტორნები თუ კაფეები.

Mall of the Emirates (ემირატების მოლი) – მეორე უდიდესი მოლი დუბაიში. აქ 600-მდე აუთლეტს ნახავთ და შეგეძლებათ შედარებით ბიუჯეტურად იშოპინგოთ. თანაც, მოლი მუშაობს შუაღამემდეც კი პარასკევს, შაბათსა და კვირას.

Ibn Battuta Mall (იბნ ბუტას მოლი) – აქ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილ პროდუქციას ნახავთ. სხვადასხვა ბრენდები თავმოყრილია ამ მოლში, მსოფლიოს სხვადასხვა მხარეებიდან.

გააჩნია – ელექტროობა, მაგალითად, გაცილებით იაფია. ასევე, სამკაულები, ოქროს ყელსაბამები თუ საათები, სხვა ქვეყნებთან შედარებით იაფია დუბაიში, თუმცა ხარისხი მაინც საეჭვოა. გააჩნია, რას ეძებთ. ტანსაცმელიც კი, ცნობილი ბრენდები: გუჩი, პრადა, ლუი ვიტონი სხვა ქვეყნებთან შედარებით დუბაიში გაცილებით იაფია. თანაც, აქ სეზონური ფასდაკლებებია და ზედმეტ გადასახადსაც არ იხდით.

Grand Souk – Bur Dubai (ბარ დუბაი) – ამ უდიდეს ბაზარში ნახავთ ყველაფერს – საჭმლიდან დაწყებული, მაღალი ხარისხის ქსოვილებით დამთავრებული.

Meena Bazaar (მეენას ბაზარი) – ეს ბაზარი ასევე ძალიან ცნობილია დუბაიში. იგი უდიდესი საშოპინგო სივრცეა. ამ ადგილას ყველაფერს ნახავთ, განსაკუთრებით კი ქსოვილებს.

 

გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი დუბაიში? მაშინ დაჯავშნე თბილისი დუბაი ავიაბილეთები ახლავე!

როდის არის საუკეთესო დრო დუბაიში სამოგზაუროდ?

დუბაი თავისი იდეალური ამინდების დამსახურებით ნებისმიერ სეზონზე ძალიან კარგად გიმასპინძლებთ. აქაური სანაპიროები და ღირსშესანიშნაობები მუდამ თქვენს მზადყოფნაშია. ოქტომბერი-ნოემბერი საუკეთესო თვეებია იმ შემთხვევაში, თუ წყლის აქტივობების გამოცდა გსურთ. ამასთან, დეკემბრიდან მარტამდე დუბაიში სხვადასხვა ფესტივალი იმართება, მათ შორის შოპინგ ფესტივალი და თუ მრავალფეროვანი გამოცდილების მიღება გსურთ, ამ პერიოდში გირჩევთ მოგზაურობას. ამ დროს შეძლებთ უდაბნოში გასეირნებასაც.

არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.

როგორ გადავაადგილდეთ დუბაიში?

დუბაიში გადაადგილებას ძალიან მარტივად შეძლებთ. აქაური საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძალიან მოწესრიგებულია და პოპულარულია კერძო მომსახურებაც, იქნება ეს ტაქსი თუ პირადი მანქანის დაქირავება.

ტრამვაი დუბაის ყველაზე პოპულარული გადასაადგილებელი საშუალებაა. იგი ძალიან სწრაფია და ქალაქის უმეტეს ქუჩებში შეგხვდებათ, ტრამვაით შეგიძლიათ მოინახულოთ ტურისტული ღირსშესანიშნაობები. თუ დუბაის აღმოჩენა მისი თვალისმომჭრელი ხედების დათვალიერებით გსურთ, ტრამვაითი მგზავრობა უნდა აარჩიოთ. ერთჯერადი ბილეთის ფასია 3AED ანუ 0.80$.

მეტი კომფორტისთვის გამოიყენეთ ტაქსი. ტაქსის სერვისი არც თუ ისე ძვირია დუბაიში. თანაც, აქ მოგემსახურებათ ქალაქის ტაქსები, რომლებსაც მარტივად ნახავთ. ღირებულება იწყება 12AED-დან ანუ 3$-დან. და ყოველ კილომეტრზე ემატება დამატებითი გადასახადი.

დუბაი ნამდვილად მიეკუთვნება იმ ქალაქების რიცხვს, რომელიც შეგიძლიათ ფეხით შემოიაროთ. აქაური მშვიდი ატმოსფერო, მოწესრიგებული ქუჩები და სუფთა გარემო გაძლევთ იმის შესაძლებლობას, ქალაქი ბევრად უფრო ცოცხლად, სეირნობით აღმოაჩინოთ.

დუბაის ავტობუსები ქალაქის თითქმის ყველა წერტილამდე მიგიყვანენ. ძირითადად ავტობუსები დილის 4-დან შუაღამის პირველ საათამდე მუშაობს. აქ ნახავთ ღამის ავტობუსებსაც, ამიტომ შეგეძლებათ 24 საათის განმავლობაში ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ღირებულება კი არის 3AED ანუ 0.80$. შეგეძლებათ შეიძინოთ 1-დღიანი სამგზავრო ბარათები. გაითვალისწინეთ, რომ სამგზავრო ბარათებს იყიდით ტრანსპორტის ზონების მიხედვით.

დუბაის მეტრო გადაადგილების ყველაზე სწრაფი და კომფორტული საშუალებაა. თანაც, იგი ულამაზეს ხედებს შემოგთავაზებთ. დუბაის მეტრო მუშაობს დილის 5-დან ღამის 12 საათამდე და ყოველ 5 წუთში ერთხელ მოემსახურება მგზავრებს. დუბაის მეტროს ორი – წითელი და მწვანე – ხაზი აქვს.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

რომელია საუკეთესო სანაპიროები დუბაიში?

დუბაი თავისი სანაპირო ზოლითაა ცნობილი. აქ ნახავთ უამრავ ქვიშიან სანაპიროს, სადაც განტვირთვას და დასვენებას უპრობლემოდ შეძლებთ. თანაც, აქ საზღვაო აქტივობების გამოცდის კარგი შესაძლებლობაც გექნებათ.

Kite Beach (კიტეს სანაპირო) – ეს ცნობილი სანაპირო ზოლია დუბაიში. აქ შეგეძლებათ ცურვა, დასვენება, მზის ჩასვლის ყურება. სანაპიროზე ყავის მაღაზიებიცაა და საშხაპეებიც.

Marina Beach • JBR (მარინას სანაპირო) – ყველაზე ცნობილი სანაპირო ზოლი დუბაიში. აქ ძირითადად ტურისტები ისვენებენ. აქაურობა იდეალურია სასეირნოდ, დასასვენებლად და სანაპირო კაფეებში ვიზიტისათვის.

სუფუჰის სანაპირო (Sufouh Beach) – ეს სანაპირო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია დუბაიში. აქ ძალიან სუფთა წყალი და მყუდრო ატმოსფერო დაგხვდებათ.

Al Mamzar Beach Park (ალ მამზარის სანაპირო) – ქვიშიანი სანაპირო დუბაიში. აქ ულამაზესი ზღვა და ხედები გადაგეშლებათ თვალწინ.

Dubai Islands Beach by Dubai Retail (კუნძულის სანაპირო) – ცნობილი სანაპირო ზოლი დუბაიში. აქაურობა იდეალურია განტვირთვისთვის, ასევე აქ შეგხვდებათ ბევრი კვების ობიექტი.

საჯარო სანაპირო (Public Beach) – დუბაის საჯარო სანაპირო ძალიან სუფთაა და იაფ გამოცდილებას სთავაზობს ტურისტებს. აქედან ბურჯ ალ არაბის ხედები იშლება და ძალიან მყუდრო და კომფორტული გარემოა დასვენებისთვის.

რომელია საუკეთესო პარკები დუბაიში?

დუბაი ერთი მხრივ თუ უამრავ ღირსშესანიშნაობას შემოგთავაზებთ და ქალაქური ცხოვრების ტიპს განახებთ, მეორე მხრივ საინტერესოა მისი დასასვენებელი სივრცეები, განსაკუთრებით პარკები. თავად ღირსშესანიშნაობებთან ახლოს ნახავთ პარკებს, სადაც კარგად დასვენებას შეძლებთ.

 

Burj Park (ბურჯის პარკი) – ბურჯ ხაიფასთან ახლოს მდებარეობს. აქედან ულამაზესი ხედები იშლება და ძალიან კარად განტვირთვას შეძლებთ.

Dubai Magical Garden (დუბაის საოცრებათა ბაღი) – თუ გსურთ, ზღაპრულ სამყაროში იმოგზაუროთ, ეწვიეთ დუბაის საოცრებათა ბაღს. აქ დაგხვდებათ უამრავი სახეობის ულამაზესი მცენარე. აქაურობა რენესანსის ნახატს ან რომანტიკული ფილმების კადრებს მოგაგონებთ.

Dubai Parks and Resorts (დუბაის პარკი და კურორტები) – აქაურობა განსაკუთრებით დასვენებისა და გართობის მოყვარულებს მოეწონებათ. აქ შეგეძლებათ სხვადასხვა ატრაქციონებზე დაჯდომა და წყლის აქტოვობების გამოცდაც.

Zabeel Park (ზაბელის პარკი) – კარგი მოსასვენებელი სივრცეა დუბაიში. აქ ნახავთ დუბაის ცნობილ ჩარჩოს, სადაც ფოტოების გადაღებასაც შეძლებთ. თანაც, მთელი ქალაქის ხედები გადაგეშლებათ თვალწინ.

Dubai Fountains (დუბაის ფანტანი) – თუ ბავშვებთან ერთად აპირებთ ვიზიტს, მაშინ დუბაის ფანტანებს აუცილებლად ეწვიეთ. იგი მსოფლიოში პირველი ქორეოგრაფიული ფანტანია. თანაც, დუბაის ფანტანი ბურჯ ხაიფასთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ შეგიძლიათ ერთ დღეშიც მოინახულოთ ეს ორი ღირსშესანიშნაობა.

Dubai Safari Park (საფარის პარკი) – დუბაის ზოოპარკი საუკეთესო არჩევანია, თუ განსაკუთრებული გამოცდილების მიღება გსურთ. აქ ნახავთ როგორც გამწვანებულ სივრცეებს, ასევე ცხოველებს და მრავალფეროვნად შეძლებთ დროის გატარებას.

გადაწყვიტე დუბაიში მოგზაურობა? მაშინ იაფი ფრენები დუბაიში სწორედ შენთვისაა!

ხშირად დასმული კითხვები დუბაიზე

დუბაიში სამოგზაუროდ 5 დღე საუკეთესო დროა, რათა იდეალურად გაანაწილოთ განრიგი დასვენებასა და ქალაქის დათვალიერებაზე.

პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. დუბაიში ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია. არ დაგავიწყდეთ, რომ მზისგან დამცავიც უნდა გქონდეთ თან და საცურაო კოსტიუმებიც.

დუბაი ცნობილია თავისი არქიტექტურით, ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული სიახლეებით. თუმცა, ქალაქს ისტორიული მხარეც აქვს და არ გამოგრჩეთ მისი მონახულებაც.

დუბაიში მოგზაურობა ძალიან იაფი არაა, თუმცა შეგიძლიათ წინასწარ დაგეგმოთ და გაწეროთ ხარჯები. მაგალითად, თუ სასტუმროს შედარებით იაფად დაჯავშნით, კვება არცთუ ისე ძვირი დაგიჯდებათ. ავიაბილეთებს იაფად ნახავთ Avia.Ge – ზე, ტრანსპორტირებასა და შენაძენებზე კი მოგზაურობის პერიოდშივე გაანაწილებთ ბიუჯეტს.

დუბაი ახლო აღმოსავლეთში სამოგზაუროდ ერთ-ერთი ყველაზე იაფი მიმართულებაა.

გირჩევდით, ფრენები დუბაიში შეიძინოთ ნოემბერი-მარტის შუალედში, რადგან ამ დროს ხალხმრავლობა არ შეგაწუხებთ.

DXB – დუბაის აეროპორტი 19 კილომეტრითაა დაშორებული ქალაქს.

დუბაის მიმართულებით ფრენებს ნახავთ როგორც თბილისიდან, ისე ბათუმიდან. თბილისიდან დუბაის მიმართულებით პირდაპირი ფრენები სრულდება, ბათუმიდან კი გადაჯდომით.

თბილისიდან FlyDubai და Air Arabia პირდაპირ ავიარეისებს ახორციელებენ დუბაიში, ბათუმიდან კი გადაჯდომით დაფრინავს Turkish Airlines.

გირჩევდით, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ავიაბილეთების ყველაზე კარგ ფასში სანახავად გამოიყენეთ საძიებო სისტემა Avia.ge .

დამატებითი რეკომენდაციები

გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას დუბაიში მოგზაურობის წინ

იაფი ავიაბილეთები დუბაის მიმართულებით თუ გსურთ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ…

იაფი ფრენები დუბაიში დუბაი თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია.…

იაფი ავიაბილეთები ბათუმიდან დუბაის მიმართულებით თანამედროვე ტიპის არქიტექტურით მდიდარი დუბაი…

გაეცანი სხვა სამოგზაურო გზამკვლევებს