15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ივნისი 17, 2025

ბერლინი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

გერმანიის დედაქალაქი ბერლინი ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ლოკაციაა. მას ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი სტუმარი ჰყავს. ის, რაც ქალაქს სხვა ადგილებისაგან გამოარჩევს არის ისტორიული და თანამედროვე შენობების ულამაზესი კონტრასტი. ბერლინში იუნესკოს ძეგლთა სიის ბევრ მონუმენტს ნახავთ. გარდა ამისა, ბერლინი გართობის საოცარ შესაძლებლობას მოგცემთ – აქაური ბარები და კლუბები მსოფლიოში სახელგანთქმულია. როგორი ტიპის მოგზაურიც არ უნდა იყოთ, ბერლინი თქვენს გაოცებას მაინც შეძლებს. ხოდა, გამოგვყევით ქალაქის აღმოსაჩენად.

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

გერმანული

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

$1.40

დროის ზონა

GMT+2

ვალუტა

ევრო

კვება

ერთი სადილის ღირებულება

35 €

ელექტრობა

Plug type: I

3 pins • 230V

აღმოაჩინე ბერლინი

სად დავრჩეთ ბერლინში?

მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დასარჩენი ადგილის დაგეგმვაა. ის უბანი, რომელში დარჩენასაც აპირებთ, თქვენზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს. ჩვენ შემოგთავაზებთ ბერლინის ცნობილ დასარჩენ არეალებს, სადაც უამრავ კარგ სასტუმროს ნახავთ და მაქსიმალურად კომფორტულად შეძლებთ დასვენებას.

მიტე (Mitte ) – ბერლინის ცენტრია. ეს უბანი რეკომენდებულია პირველად მოგზაურებისათვის. აქ ნახავთ ცნობილ ღირსშესანიშნაობებს, მაგალითად ბრანდებურგის კარიბჭეს. გარდა ამისა, უბანი ცნობილია ღამის კლუბებითა და ბარებით.

ბერგჰეინი (Berghain) – იდეალურია გართობისა და ღამის ცხოვრების მოყვარულებისათვის. ამ უბანში უამრავი ბარი, კლუბი, მათ შორის ბერგჰეინის პანორამული კლუბი, დაგხვდებათ. დილაობით კი მის პარკებსა და გალერეებში სეირნობას შეძლებთ.

ნეიკოლნი (Neukölln ) – ამ უბანში ყველაფერი ერთ სივრცეში დაგხვდებათ. აქ ნახავთ უამრავ კაფე-ბარს, რესტორანს, რეკრეაციულ სივრცეებს. ნეიკოლნში კულტურული მრავალფეროვნება და ტიპური ბერლინური ცხოვრების სტილი დაგხვდებათ.

კროცბერგი (Kreuzberg ) – ეს უბანი იდეალურია მათთვის, ვისაც ბერლინის ბოჰემური ნაწილის ნახვა სურს. კრუცბერგის უბანში ნახავთ ბევრ კაფესა და რესტორანს. გარდა ამისა, აქ ბევრი ახალი ადამიანის გაცნობას შეძლებთ.

შარლოტენბურგი (Charlottenburg ) – ეს უბანი შედარებით მშვიდია. აქ კულტურული და ისტორიული მრავალფეროვნება დაგხვდებათ, მათ შორის ცნობილი შარლოტენბურგის სასახლე. აქ მშვიდად დასვენებას შეძლებთ.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა ვნახოთ ბერლინში?

ბერლინი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქია. შეიძლება ითქვას, აქ თანამედროვე და ისტორიული ეპოქები ერთმანეთს ერწყმის. დიდი წარსულიდან გამომდინარე, ქალაქში სანახავი მართლაც ბევრია.

ბრანდებურგის კარიბჭე ბერლინის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. იგი პრუსიის მეფის ფრიდრიხ ვილჰელმ მეორის დროს აიგო და დღეს სიმბოლურად მშვიდობასა და გერმანიის ერთობას გამოხატავს. იგი წარმოადგენს ნეოკლასიკურ მონუმენტს. გარდა ისტორიული ღირებულებისა, იგი არქიტექტურული თვალსაზრისითაც თვალწარმტაცია. ბრანდებურგის კარიბჭე აუცილებლად დიდხანს გემახსოვრებათ.

ბერლინის კედელი არა მხოლოდ გერმანიის, არამედ მთელი მსოფლიოს ისტორიის სიმბოლური ძეგლია. იგი ცივი ომის მთავარ შემორჩენილ ნაგებობად იქცა. ბერლინის კედელი წარმოადგენდა გამყოფ ზოლს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ერთგვარ პოლიტიკურ გამყოფს დასავლური და აღმოსავლური პოლიტიკური სექტორებისა. მისი დანგრევა კი ცივი ომის სიმბოლურ დასასრულად იქცა. დღეს მისი შემორჩენილი ნაწილი მოსახლეობას მძიმე წარსულს ახსენებს, თუმცა როგორც ხელოვნების ნიმუში და ისტორიული პერიოდის შემახსენებელი ძეგლი, ძალიან დიდი ფუნქციის მატარებელია.

ბერლინის სატელევიზიო კოშკი ქალაქის ყველაზე მაღალი შენობაა. იგი ალექსანდრპლაცზე, ქალაქის ცნობილ მოედანზე, მდებარეობს. შენობა აიგო მე-20 საუკუნეში. შენობის ბოლო სართულზე კი სადამკვირვებლო დესკია, საიდანაც მთელი ქალაქის პანორამულ ხედს დაინახავთ.

შარლოტენბურგის სასახლე მსოფლიოს უდიდესი შენობების რიცხვშია. იგი მე-17 მე-18 საუკუნეების ძეგლია. სასახლე ბაროკოსა და როკოკოს არქიტექტურულ სტილშია აშენებული. მას ულამაზესი ბაღიც აქვს.

კაიზერი ვილჰელმის მემორიალური ეკლესია გერმანიის პროტესტანტული ტაძარია. იგი მე-19 საუკუნეში აშენდა, თუმცა დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ეკლესიას რეკონსტრუქცია არ ჩატარებია მსოფლიო ომის სამახსოვროდ.

რაიხსტაგის შენობა აუცილებლად მოიპოვებს ადგილს თქვენს გულში. იგი წარმოადგენდა გერმანიის პარლამენტის მთავარ შენობას. დღესაც ისევ ფუნქციურია და აქ გერმანიის ფედერაციული პარლამენტი იკრიბება. შენობა აქრიტექტურულადაც მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ყურადღებას მიიპყრობს მისი შუშის გუმბათი და ტერასა.

ბერლინის საკათედრო ტაძარი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობაა. გარდა საოცარი არქიტექტურული თავისებურებებისა, იგი თავისი ისტორიითაც გაგაკვირვებთ. გერმანული კულტურისა და არქიტექტურის უკეთ შესასწავლად, აუცილებლად გირჩევდით მის მონახულებას.

ჰოლოკოსტის მემორიალი ნაცისტური გერმანიის მიერ მოკლული ევროპელი ებრაელების სამახსოვრო ძეგლია. იგი შედგება 2000-ზე მეტი ქვის სტელათი, რომლებიც მათი ხსოვნის სიმბოლოა.

გამარჯვების სვეტი პრუსიისა და დანიის ომში პრუსიელების გამარჯვებას მიეძღვნა. ამ ომის შემდეგ დაახლოებით 10 წელში გერმანია გაერთიანდა. სვეტს ამშვენებს რომაული ქალღმერთი ვიქტორიას ქანდაკება.

გერმანიის ისტორიის მუზეუმი, ანუ ნაციონალური მუზეუმი, მე-20 საუკუნეში აშენდა და ეძღვნება გერმანიის განვითარების ისტორიას, განსაკუთრებით მე-19 მე-20 საუკუნეებს. აქ ვიზიტი ისტორიის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება.

დაჯავშნე ბერლინის ღირსშესანიშნაობების ბილეთები და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

 

ფრენები ბერლინში

სად ვჭამოთ ბერლინში?

ბერლინი კულინარიის მოყვარულებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედებს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ადგილობრივი, ასევე მსოფლიო დონის სამზარეულო. ბერლინში პოპულარულია სწრაფი კვებაც, სადაც იაფად შეძლებთ ისადილოთ.

Café Frieda – ეს ფრანგული კაფეა, პარიზული ატმოსფეროთი, წითელი ხალიჩითა და ფარდებით. აქ უგემრიელესი კერძების დაგემოვნებას შეძლებთ.

Anna Blume –  აქ მსუბუქად საუზმობას შეძლებთ. შეგიძლიათ დააკვირდეთ ადგილობრივები როგორ შემოდიან ამ კაფეში, უკვეთავენ ყავას და დატკბეთ ბერლინური კულტურით.

Prinzessinnengarten – ეს კაფე მდებარეობს ბუნებაში. აქ შეგიძლიათ გარეთ ისადილოთ და ულამაზესი გარემოთი დატკბეთ.

Lovis Restaurant – ეს რესტორანი აუცილებლად ჩაინიშნეთ მნიშვნელოვანი ვახშმის დაგეგმვას თუ აპირებთ. აქაური ატმოსფერო და უგემრიელესი კერძები გაგაოცებთ.

Clärchens Ballroom – ეს რესტორანი შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული მნიშვნელობისაა. იგი მდებარეობს უკანასკნელი საცეკვაო დარბაზის ადგილას.

ბარგჰეინი ბერლინის ყველაზე ცნობილი კლუბია. მას სახელი თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე დაერქვა. ამ კლუბში იდეალურად გართობას შეძლებთ გერმანული სასმლის დაგემოვნებასთან ერთად. კლუბს “ტექნოს სამყარო” შეერქვა, შესაბამისად აქ დაგხვდებათ ელექტრონული მუსიკა. ადგილობრივებიც ხშირად სტუმრობენ ამ პრესტიჟულ ადგილს.

Goldies Smashburger – ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბურგერ ბარია ბერლინში. აქ ყოველთვის უზარმაზარი რიგი დგას, მაგრამ ადგილობრივებს თუ დავუჯერებთ, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.

Burgeramt – აქ ასევე უგემრიელესი ბურგერების დაგემოვნებას შეძლებთ. ეს გამოცდილება არ უნდა გამოტოვოთ ბერლინში მოგზაურობისას.

Doyum – ეს კი ყველაზე ცნობილი საშაურმეს ტიპის ადგილია ბერლინში. აქ შეძლებთ ბერლინური ქაბაბი გასინჯოთ.

Köter – ამ ადგილას ბერლინის ცნობილ ჰოთ-დოგს შეჭამთ.

Maroush – ფალაფელის მოყვარულებმა და ვეგეტარიანელებმა კი ეს ადგილი გაისინჯეთ. აქ ყველაზე გემრიელი ფალაფელი მზადდება ბერლინში.

Klunkerkranich – ეს ბარი კარგ ადგილას მდებარეობს და თანაც, აქედან დაინახავთ ბერლინის ცნობილ TV კოშკს. აქ გართობას და გერმანული სასმლის დაგემოვნებას შეძლებთ.

Ora – ამ ბარს იმ შემთხვევაში ესტუმრეთ, თუ მშვიდი საღამოს გატარება გსურთ. იგი ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ ბარად ითვლება ბერლინში.

Becketts Kopf – ეს კლასიკური ბარია ბერლინში. აქ შეძლებთ ადგილობრივი კოქტეილების დაგემოვნებას.

 

 

 

ახლოდან დანახული ბერლინი

სად ვიშოპინგოთ ბერლინში?

ბერლინში შოპინგსაც იდეალურად შეძლებთ. აქ ნახავთ როგორც თანამედროვე შოპინგ-ცენტრებსა და მაღალი კლასის მაღაზიებს, ასევე ვინტაჟურ მაღაზიებსა და ფლი-მარკეტებს.

 

Bikini Berlin – ამ მოლში შეძლებთ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისოდ ცნობილი დიზაინერების პროდუქციის შეძენას.

East Side Mall – ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოლია ბერლინში. აქ აბსოლუტურად ყველაფერი დაგხვდებათ, რისი ყიდვაც შეიძლება მოგინდეთ.

Mall of Berlin at Leipziger Platz – ბერლინის პოპულარული მოლი, რომელიც არა მხოლოდ უთვალავ პროდუქციას, არამედ ულამაზეს ვიზუალსაც შემოგთავაზებთ.

ფლი მარკეტებზე ორიგინალური ნივთების შეძენას შეძლებთ, მათ შორის ანტიკური პროდუქციისა თუ სუვენირების.

Nowkoelln Flowmarkt – ეს ყველაზე ცნობილი ფლი მარკეტია ბერლინში. აქ ძალიან კარგი ატმოსფერო და უამრავი პროდუქცია დაგხვდებათ.

Schwarzmarkt at the Kulturfabrik Moabit – ეს ფლი მარკეტი ადგილობრივი სუბ-კულტურების მიერ ეწყობა და აქ მათ მიერ დამზადებულ ორიგინალურ ნივთებს ნახავთ.

Friendly Flea Market – ამ ფლი მარკეტზე ორიგინალური ნივთების შეძენას მუსიკისა და მეგობრული ატმოსფეროს თანხლებით შეძლებთ

Rooftop Flea Market Berlin – ყველაზე ორიგინალურ გამოცდილებას კი ამ ბაზრობაზე მიიღებთ, რადგან აქ შეძლებთ როგორც სხვადასხვა ნივთის შეძენას, ასევე ადგილობრივი კერძების დაგემოვნებას.

Oranienstraße – ამ ქუჩაზე ნახავთ უამრავ მაღაზიას, მათ შორის წიგნისა თუ კასეტების მაღაზიებს.

Friedrichstraße – ეს ადგილი ბერლინის ცენტრში მდებარეობს. აქ ბევრ პოპულარულ ბრენდს ნახავთ და უამრავ მაღაზიას.

Alexanderplatz – ეს ადგილი ძალიან მარტივი მისადგომია ტრანსპორტით. აქ დაგხვდებათ უზარმაზარი მოლი და ძალიან ბევრი მაღაზია საშოპინგოდ.

გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი ბერლინში? მაშინ დაჯავშნე თბილისი ბერლინის ავიაბილეთები ახლავე!

როდის არის საუკეთესო დრო ბერლინში სამოგზაუროდ?

გაზაფხული-ზაფხულის თვეები ამინდის მხრივ იდეალურია ბერლინში სამოგზაუროდ. ამ დროს შეძლებთ უპრობლემოდ სეირნობას ქალაქში, ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას, და ღია სივრცეებში ყოფნას. ზაფხულში თან შეძლებთ ბევრ ფესტივალს დაესწროთ და ბერლინთან ახლოს ტყეებში იცურაოთ. შემოდგომას ბევრი კულტურული ღონისძიება ეწყობა, ბერლინის ხელოვნების კვირა, მაგალითად ოქტომბერში იმართება და ბევრ საინტერესო ღონისძიებას დაესწრებით. ხოლო ზამთარში აქ საშობაო ბაზრები და ულამაზესად მორთული ქუჩები დაგხვდებათ. არჩევანი თქვენზეა, ქალაქი ნებისმიერ დროს საუკეთესო მასპინძლობას გაგიწევთ.

არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.

როგორ გადავაადგილდეთ ბერლინში?

ბერლინში გადაადგილებას ძალიან მარტივად შეძლებთ. აქ შეგიძლიათ უბრალოდ ფეხით ისეირნოთ და ქალაქის ხედებით დატკბეთ, ან გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საკმაოდ გამართული სისტემით ფუნქციონირებს.

ბერლინის ტრამვაის 20 ხაზი აქვს და ქალაქის თითქმის ყველა ნაწილს ფარავს. ბევრი ტრამვაი ოპერირებს იმგვარად, რომ მეტროსთან მუდმივი წვდომა გქონდეთ, მათ მეტროტრამვაი ეწოდება და 24 საათის განმავლობაში მოგემსახურებათ. შეგიძლიათ 2-საათიანი წვდომა გქონდეთ ტრამვაისა და ავტობუსზე 3,80 €-ოდ, ან 6 გაჩერება ავტობუსისა და ტრამვაის 2,60 € -ოდ. არ დაგავიწყდეთ ბილეთების ვალიდაცია, რათა არ დაჯარიმდეთ.

მეტრო ასევე სწრაფი საშუალებაა გადაადგილებისათვის. ბერლინის მეტროს 173 სადგური აქვს, ამიტომ ქალაქის თითქმის ყველა ნაწილამდე მიდის. კვირის დღეებში მეტრო დილის 4-დან შუაღამის 1 საათამდე მუშაობს, შაბათ-კვირას კი 24 საათის განმავლობაში მოგემსახურებათ.

ბერლინში ტაქსის ფასი კილომეტრში 2-3 ევროს ფარგლებში მერყეობს. გირჩევდით, ოფიციალური ტაქსის აპლიკაციები გამოიყენოთ. რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ:

  • Taxi Berlin: 030 – 20 20 20
  • Würfelfunk: 030 – 21 01 01
  • TaxiFunk Berlin: 030 – 44 33 22
  • Quality Taxi: 030 – 26 300 0
  • City-Funk Berlin: 030 – 21 02 02
  • Funk Taxi Berlin: 030 – 26 10 26
  • EcoTaxi: 030 – 210 10 20

ბერლინის ავტობუსები ასევე იყოფა ჩვეულრივ და მეტროს ავტობუსებად. მეტროს ავტობუსეი 24 საათის განმავლობაში მოგემსახურებიან. ბერლინს 200-ზე მეტი ბასლაინი აქვს, ამიტომ ავტობუსით აქ ძალიან მარტივად გადაადგილებას შეძლებთ. ერთჯერადი ბილეთი 3 ევროდან იწყება, ხოლო დღიური 10 ევროდ შეგიძლიათ შეიძინოთ. 7დღიან ბარათს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე წვდომას მოგცემთ, 44 ევროდან შეიძენთ. არ დაგავიწყდეთ მათი ვალიდაცია.

ბერლინი ნამდვილად არის ის ქალაქი, სადაც ფეხით სეირნობისას ტკბობა შეგიძლიათ. გირჩევთ, მოგზაურობის დრო მაქსიმალურად გამოიყენოთ და ბერლინის ისტორიულ ქუჩებში რაც შეიძლება მეტი იაროთ. თანაც, აქაურ პარკებსა და ბაღებსაც მეტად  მოინახულებთ ფეხით სეირნობისას.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

რომელია საუკეთესო პარკები ბერლინში?

ბერლინი ბევრ დასასვენებელ სივრცეს შემოგთავაზებთ. აქაური პარკები მშვიდი და კეთილმოწყობილია. თუ გადაიღალეთ მოგზაურობისას ან უბრალოდ სიმწვანეში სეირნობა მოგინდათ, მაშინ ბერლინის პარკებს აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

 

ტრიეტენპარკი (Tiergarten) – გერმანიის ტოპ სამ პარკს შორის შედის. მას დაახლოებით იგივე ფუნქცია აქვს, რაც ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკს, რადგან ისინი ქალაქის “მწვანე მხარეს” წარმოადგენენ. ტრიეტენპარკში ნახავთ გამარჯვების სვეტს.

ფრიდრიხშაინის საჯარო პარკი (Volkspark Friedrichshain) –  ეს პარკი ტურისტებს იზიდავს თავისი ტბებით, მთებითა და ბუნებრივი სილამაზით. აქ განტვირთვას იდეალურად შეძლებთ.

მაუერპარკი (Mauerpark) – ბერლინის კედლის გარშემო ტერიტორიაა. აქ ნებისმიერი ასაკის ადამიანს ნახავთ. თანაც შაბათ-კვირას ამ პარკში სცენები ეწყობა კონცერტებისთვის.

ტრეპტოუერის პარკი (Treptower Park) – არის ნახევრად ტყიანი პარკი ბერლინში. იგი მდინარის სანაპიროზეა გაშენებული და ულამაზესი ხედები აქვს. თანაც, ამ პარკში გრმანია-საბჭოთა კავშირის ომის მემორიალს დაინახავთ. პარკს აქვს სადამკვირვებლო დესკიც.

ვიქტორიას პარკი (Viktoriapark) – ბერლინის ცენტრში მდებარეობს. იგი მე-19 საუკუნის ბოლოს გაშენდა ბრიტანელი პრინცესისა და პრუსიის დედოფლის ვიქტორიას სახელზე. პარკი ულამაზესია და ბევრ ტურისტს მასპინძლობს წლიდან წლამდე.

შარლოტენბურგის სასახლეში ვიზიტის შემდეგ აუცილებლად გაისეირნეთ მის ბაღში (Charlottenburg garden). სასახლის გრძელი ტურის შემდეგ ამ ულამაზეს ბაღში დროის გატარება კარგი განტვირთვა იქნება.

გადაწყვიტე ბერლინში მოგზაურობა? მაშინ მიიღე საუკეთესო შეთავაზებები და დაჯავშნე იაფი ფრენები ბერლინში.

ხშირად დასმული კითხვები ბერლინზე

2-3 დღე მაინც გათვალეთ ბერლინში სამოგზაუროდ, რათა მისი მთავარი ღირსშესანიშნაობების ნახვა მოასწროთ.

პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. ბერლინში ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია. ბერლინში ბარებში სტუმრობას თუ აპირებთ, ასევე გირჩევთ შესაბამისი ტანსაცმელიც წაიღოთ.

ბერლინი ცნობილია ბრანდებურგის კარიბჭით, ბერლინის კედლითა და სხვა მრავალი ისტორიული ძეგლით. აქ ძალიან კარგად შეძლებთ გართობასაც.

ბერლინში მოგზაურობა საკმაოდ იაფია. თანაც, აქ ნახავთ ბევრ სწრაფი კვების ობიექტს, სადაც კვება ძალიან იაფი დაგიჯდებათ და რესტორნებსა და კაფე-ბარებშიც მისაღები ფასები დაგხვდებათ.

ბერლინი, ისევე როგორც დიდი დედაქალაქები, უსაფრთხო ადგილია ტურისტებისთვის, თუმცა აუცილებლად უნდა მოუფრთხილდეთ პირად ნივთებს და ბნელ უბნებში გვიან სიარულს მოერიდოთ.

ბერლინში ვიზიტისთვის უმჯობესია მაისიდან სექტემბრამდე დრო შეარჩიოთ, რადგან ამ დროს ქალაქში კარგი ტემპერატურაა.

BER – ბერლინის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის ცენტრთან ყველაზე ახლოს, 18 კილომეტრში მდებარეობს.

ბერლინში გაფრენას შეძლებთ როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან და ბათუმიდანაც. თბილისიდან და ქუთაისიდან პირდაპირი, ბათუმიდან კი გადაჯდომით ფრენებით იმგზავრებთ.

თბილისიდან ბერლინში პირდაპირ ავიარეისებს ახორციელებენ Georgian Airways და EuroWings. გადაჯდომით კი დაფრინავენ Ajet, Lot, Pegasus და სხვა ავიაკომპანიები. ქუთაისიდან საკმაოდ ბიუჯეტურად პირდაპირი ფრენებით შეგიძლიათ ისარგებლოთ. ამისთვის შემოგთავაზებთ უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ის ავიარეისებს. ბათუმიდან Turkish Airlines ასრულებს ფრენებს ბერლინის მიმართულებით გადაჯდომით.

გირჩევდით, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ყველაზე იაფი ფასის მისაღებად კი ეწვიეთ საძიებო პლატფორმა Avia.ge -ს.

დამატებითი რეკომენდაციები

გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას ბერლინში მოგზაურობის წინ

იაფი ფრენები ბერლინის მიმართულებით ბერლინი ბევრი მოგზაურის საოცნებო ადგილია. ყოველწლიურად…

იაფი ავიაბილეთები ბერლინის მიმართულებით თუ გსურთ დაუვიწყარი ბერლინური გამოცდილება მიიღოთ,…

იაფი ავიაბილეთები ბერლინის მიმართულებით გერმანიის დედაქალაქი ბერლინი დაუვიწყარ მოგზაურობას გპირდებათ.…

გაეცანი სხვა სამოგზაურო გზამკვლევებს