2025 წლის 9 აპრილიდან, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia France პარიზის ორლის აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით იწყებს ფრენებს.
როგორც უცხოური მედია წერს, ავიაბილეთების გაყიდვა 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყებს, ხოლო ავიაკომპანია პარიზი თბილისი თბილისი პარიზი -ს საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს განახორციელებს. ერთი გზის ავიაბილეთების ღირებულება 79 ევროდან დაიწყება.
პირდაპირი ფრენები თბილისი დან პარიზი მიმართულებით
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
20 ოქტომბერი 2024 | 27 ოქტომბერი 2024 | თბილისი პარიზი | |
10 ნოემბერი 2024 | 17 ნოემბერი 2024 | თბილისი პარიზი | |
8 დეკემბერი 2024 | 13 დეკემბერი 2024 | თბილისი პარიზი |
შეგახსენებთ, რომ პარიზსა და თბილისს შორის ფრენებს უკვე ასრულებენ Air France და Georgian Airways -ი.
კავკასიაში, Air France-KLM Group-ში შემავალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის ფლოტი მომავალ ზაფხულს 87 თვითმფრინავი იქნება, უკვე ემსახურება სომხეთის დედაქალაქ ერევანს.
„მგზავრების გადაყვანის თვალსაზრისით რეკორდული ზაფხულის შემდეგ, მომავალი წლის ზაფხულისთვის ჩვენ 15%-იანი ზრდისკენ და ორლის აეროპორტში ჩვენი პოზიციების გამყარებისკენ მივისწრაფვით. როგორც საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ დავაკმაყოფილოთ ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნა, რომელთაც სურთ შვებულებაში წასვლა და ოჯახების ან მეგობრების მონახულება“, – ამბობს Transavia France-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლას ჰენინი.
იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907