7 დღე 6 ღამე
ყოველდღიური ტური
1 ადამიანი
მალდივების ტურები
სრული სამოგზაურო პაკეტი 3650 ლარიდან
⭕ ფასი მოცემულია ერთ პერსონაზე, ორადგილიან ნომერში.
მალდივების ტური ს დასაჯავშნად შეავსე ფორმა ან დაგვირეკე 👇
მალდივების კუნძულები სამხრეთ აზიაში მდებარე პოპულარული ტურისტული ადგილია. აქაურ ტროპიკულ ატმოსფეროში იდეალური დროის გატარებას შეძლებთ, იქნება ეს წყლის აქტივობებით დაკავება, სანაპირო ზოლზე კოქტეილებით ხელში გასეირნება თუ უბრალოდ განტვირთვა. მალდივების ტური მრავალფეროვანი მოგზაურობის მოყვარულთათვისაა. იმოგზაურეთ ცნობილ კურორტზე ბიუჯეტურად.
მალდივებზე ყველაზე მშრალი ამინდი დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით დაგხვდებათ. დანარჩენ სეზონებზე მცირე რაოდენობით წვიმა და ქარი შეიძლება იყოს.
იაფად მოგზაურობისთვის უნდა აირჩიოთ არატურისტული სეზონები. ამ დროს ხალხის ნაკადი ნაკლებია, შესაბამისად ავიაბილეთებსაც იაფად ნახავთ და დასარჩენ ადგილებსაც.
მალდივები ცნობილია თავისი ულამაზესი სანაპიროებით, ბუნებითა და მზიანი ამინდებით.
რეკომენდებულია, რომ მინიმუმ 1 კვირა გათვალოთ მალდივებზე მოგზაურობაზე.
ჯერჯერობით მალდივების კუნძულებზე მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ გამგზავრებას.
ველანას საერთაშორისო აეროპორტი – MLE
გირჩევთ, წინასწარ განსაზღვროთ თქვენი მოგზაურობის პირობები და განრიგი. უმჯობესი იქნება, თუ წინასწარ დაჯავშნით ტურებს.
Avia.Ge გთავაზობთ სანდო და მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას. პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ჩვენ საუკეთესო ფასად შემოგთავაზებთ როგორც ავიაბილეთებს, ასევე სასტუმროებსაც. ტურის ფარგლებში ბიუჯეტურად და მარტივად შეძლებთ მოგზაურობას.