ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რიცხვმა უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია. ამ პერიოდში დაფიქსირდა 2.3 მილიონი ტურისტული ვიზიტი, რაც ისტორიული რეკორდია. საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების საერთო რაოდენობა კი 3.2 მილიონს შეადგენს.

ადმინისტრაციის ცნობით, 2025 წლის პირველ ექვს თვეში საქართველომ სულ 3,153,741 საერთაშორისო მოგზაური მიიღო, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.4%-ით მეტია. ამავე პერიოდში, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები 2,270,363-ს გაუტოლდა, რაც 2024 წელთან შედარებით 6.9%-იანი ზრდაა.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი17 მაისი 202625 მაისი 2026Red Wingsავიაბილეთები 480 -დან
ალმაატა27 აგვისტო 202629 აგვისტო 2026Air Astanaავიაბილეთები 1 094 -დან
ამსტერდამი10 სექტემბერი 202617 სექტემბერი 2026Transaviaავიაბილეთები 590 -დან
ანკარა23 აპრილი 202625 აპრილი 2026Ajetავიაბილეთები 339 -დან
ათენი28 მაისი 20261 ივნისი 2026Sky Express Greeceავიაბილეთები 459 -დან
აბუ დაბი5 ივნისი 20269 ივნისი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 950 -დან

ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა 2025 წლის მეორე კვარტალშიც (აპრილი-ივნისი), როდესაც საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,311,416 შეადგინა. ეს 10.7%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. მეორე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 1,838,913-მდე გაიზარდა, რაც 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.9%-იანი ზრდაა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრების რაოდენობა მატულობს . 2023 წელს ჩინეთიდან ჩამოსულ მოგზაურთა რაოდენობა 45%-ით გაიზარდა და 57,184 შეადგინა. ხოლო 2025 წლის პირველ ხუთ თვეში კი ზრდა 91%-ს აჭარბებს, რაც თითქმის გაორმაგებულ მაჩვენებელს ნიშნავს 29,212 მგზავრით.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში$150 მილიონი დოლარის ინვესტირება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში
შემდეგი სტატიასაქართველოსა და ჩინეთს შორის შესაძლოა ახალი ავიარეისები დაინიშნოს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments