ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რიცხვმა უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია. ამ პერიოდში დაფიქსირდა 2.3 მილიონი ტურისტული ვიზიტი, რაც ისტორიული რეკორდია. საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების საერთო რაოდენობა კი 3.2 მილიონს შეადგენს.

ადმინისტრაციის ცნობით, 2025 წლის პირველ ექვს თვეში საქართველომ სულ 3,153,741 საერთაშორისო მოგზაური მიიღო, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.4%-ით მეტია. ამავე პერიოდში, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები 2,270,363-ს გაუტოლდა, რაც 2024 წელთან შედარებით 6.9%-იანი ზრდაა.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი16 ოქტომბერი 202521 ოქტომბერი 2025Red Wingsავიაბილეთები 455 -დან
ალმაატა10 სექტემბერი 202517 სექტემბერი 2025Air Astanaავიაბილეთები 972 -დან
ამსტერდამი12 ნოემბერი 202516 ნოემბერი 2025Transaviaავიაბილეთები 628 -დან
ათენი6 ნოემბერი 202510 ნოემბერი 2025Sky Expressავიაბილეთები 489 -დან
აბუ დაბი11 აგვისტო 202516 აგვისტო 2025Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 749 -დან
ანტალია5 აგვისტო 202516 აგვისტო 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 365 -დან

ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა 2025 წლის მეორე კვარტალშიც (აპრილი-ივნისი), როდესაც საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,311,416 შეადგინა. ეს 10.7%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. მეორე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 1,838,913-მდე გაიზარდა, რაც 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.9%-იანი ზრდაა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრების რაოდენობა მატულობს . 2023 წელს ჩინეთიდან ჩამოსულ მოგზაურთა რაოდენობა 45%-ით გაიზარდა და 57,184 შეადგინა. ხოლო 2025 წლის პირველ ხუთ თვეში კი ზრდა 91%-ს აჭარბებს, რაც თითქმის გაორმაგებულ მაჩვენებელს ნიშნავს 29,212 მგზავრით.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში$150 მილიონი დოლარის ინვესტირება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments