ვაზიანის აეროპორტითბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომლის გამტარუნარიანობაც 20 მილიონამდე მგზავრს მოიცავს, ქვეყნის ავიაბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, რომ ეს პროექტი ერთდროულად პასუხობს როგორც საქართველოს სწრაფად მზარდ ავიაბაზარს, ასევე გლობალურ ტენდენციებს.

მისივე თქმით, თბილისის ამჟამინდელი აეროპორტის შესაძლებლობები უკვე ამოწურულია: ის თავდაპირველად 60-70 წლის წინ შეიქმნა და დღევანდელ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს. თბილისის ახალი აეროპორტი ვაზიანის ტერიტორიაზე აშენდება, რაც ორჯერ მეტი ფართის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს აეროპორტისა და ტერმინალის მშენებლობას, რომელიც გათვლილი იქნება 20 მილიონამდე მგზავრზე 25-წლიანი პერსპექტივით.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი11 აგვისტო 202614 აგვისტო 2026Red Wingsავიაბილეთები 442 -დან
ალმაატა2 სექტემბერი 20265 სექტემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 140 -დან
ამსტერდამი14 ოქტომბერი 202618 ოქტომბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 933 -დან
ანკარა21 სექტემბერი 202626 სექტემბერი 2026Ajetავიაბილეთები 351 -დან
ათენი24 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Sky Express Greeceავიაბილეთები 504 -დან
აბუ დაბი7 სექტემბერი 202614 სექტემბერი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 840 -დან

 

ქარქაშაძემ ასევე ხაზი გაუსვა ძლიერი ავიაკომპანიების როლის მნიშვნელობას რეგიონული ჰაბის ჩამოყალიბებაში. ამჟამად, wizz air kutaisi ბაზრის 20%-ს იკავებს, რომელსაც მოჰყვება Turkish Airlines ge და Georgian Airways , რაც ქართული ავიაციის გაძლიერების დიდ პოტენციალზე მიუთითებს. მისი თქმით, 2024 წლის ტენდენციები საქართველოს ავიაბაზრის კიდევ უფრო განვითარებისთვის მყარი საფუძველია.

თბილისიდან იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიპსპ სამოგზაურო დაზღვევა PSP dazgveva
შემდეგი სტატიაქართული ავიაკომპანიები 45%-ით მეტ მგზავრს მოემსახურნენ
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted