მოგზაურობისთვის პასპორტი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, თუმცა მისი გავლენა და სტატუსი შესაძლოა განსხვავდებოდეს. Hanley & Partners ყოველწლიურად აქვეყნებს რეიტინგს, რომელიც ასახავს, რამდენ ქვეყანაში შეუძლიათ ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა ან ვიზის ადგილზე აღება.

მაღალი რეიტინგის მქონე პასპორტების მფლობელებს მოგზაურობა გაცილებით უმარტივდებათ, რადგან მათთვის ვიზის წინასწარი მიღება საჭირო არ არის და ისინი მკაცრ პასპორტ კონტროლსაც მარტივად გადიან. ამიტომ ასეთი პასპორტები ყველაზე სასურველად ითვლება.

2025 წლის Hanley Passport Index-ის მიხედვით, რეიტინგის სათავეში სინგაპური აღმოჩნდა, რომლის მოქალაქეებს 193 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა. იაპონიისა და სამხრეთ კორეის მოქალაქეებს ეს უფლება 190 ქვეყანაში აქვთ. გერმანია და საფრანგეთი, რომლებიც 2024 წელს პირველ ადგილს იყოფდნენ, ახლა მესამე ადგილზე ჩამოქვეითდნენ. პირველი 15-ეულში დანარჩენი ქვეყნები უმეტესად ევროპული სახელმწიფოებია.

2025 წლის ყველაზე გავლენიანი პასპორტები:

  • 1-ლი ადგილი სინგაპური – 193 ქვეყანა.
  • 2-ე ადგილი იაპონია, სამხრეთ კორეა – 190 ქვეყანა.
  • 3-ე ადგილი დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იტალია, ესპანეთი – 189 ქვეყანა.
  • 4-ე ადგილი ავსტრია, ბელგია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია – 188 ქვეყანა.

აშშ-ის პასპორტი კიდევ უფრო ჩამოქვეითდა

რაც შეეხება აშშ-ის პასპორტს, მოწინავე პოზიციებს აღარ იკავებს. 10 წლის წინ იგი ტრადიციულად პირველ ან მეორე ადგილს იკავებდა, ახლა კი ამერიკის პასპორტის მფლობელებს ვიზის გარეშე მხოლოდ 183 ქვეყნაში შეუძლიათ გამგზავრება.

რეიტინგში აშშ-ს ოდნავ უსწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა კანადა (უვიზოდ 185 მიმართულება), დიდი ბრიტანეთი (186) და ავსტრალია (186).

რაც შეეხება საქართველოს, უვიზო მიმოსვლა ან ჩასვლისას ვიზის აღების უფლება 122 ქვეყანასთან აქვს და Hanley Passport Index-ის რეიტინგში 42-ე ადგილს იკავებს.

ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები თბილისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
მოსკოვი27 დეკემბერი 202616 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 569 -დან
ბაქო1 იანვარი 202711 იანვარი 2027აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 383 -დან
სტამბოლი27 ნოემბერი 20265 დეკემბერი 2026Ajetავიაბილეთები 365 -დან
სანკტ პეტერბურგი22 დეკემბერი 202611 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 657 -დან
მინვოდი27 ნოემბერი 202613 დეკემბერი 2026Azimuthავიაბილეთები 352 -დან
კრასნოდარი30 დეკემბერი 20266 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 415 -დან
ჯედა11 თებერვალი 202718 თებერვალი 2027Turkish Airlinesავიაბილეთები 917 -დან
სოჭი30 დეკემბერი 20264 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 390 -დან
ნოვოსიბირსკი24 ნოემბერი 20261 დეკემბერი 2026Azimuthავიაბილეთები 1 167 -დან
პარიზი25 ნოემბერი 20266 დეკემბერი 2026Ajetავიაბილეთები 538 -დან
ანთალია31 დეკემბერი 20263 იანვარი 2027SunExpressავიაბილეთები 491 -დან
ერევანი29 ნოემბერი 20266 დეკემბერი 2026FLYONE Armeniaავიაბილეთები 329 -დან
უფა4 დეკემბერი 202618 დეკემბერი 2026Azimuthავიაბილეთები 709 -დან
ტაშკენტი26 ნოემბერი 202630 ნოემბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 910 -დან
ფხუკეთი24 ნოემბერი 202610 დეკემბერი 2026Uzbekistan Airwaysავიაბილეთები 1 998 -დან
მილანი14 იანვარი 202717 იანვარი 2027easyJetავიაბილეთები 400 -დან
ეკატერენბურგი25 დეკემბერი 202615 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 463 -დან
მინსკი24 დეკემბერი 202610 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 984 -დან
ბანგკოკი7 დეკემბერი 202613 დეკემბერი 2026Jazeera Airwaysავიაბილეთები 1 947 -დან
კაზანი23 იანვარი 20271 თებერვალი 2027Red Wingsავიაბილეთები 577 -დან
ბელგრადი7 თებერვალი 202721 თებერვალი 2027Turkish Airlinesავიაბილეთები 553 -დან
ათენი21 იანვარი 202723 იანვარი 2027Pegasus Airlinesავიაბილეთები 485 -დან
სამარა31 დეკემბერი 20267 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 766 -დან
ჟენევა2 თებერვალი 20279 თებერვალი 2027easyJetავიაბილეთები 242 -დან
რომი7 თებერვალი 202711 თებერვალი 2027Pegasus Airlinesავიაბილეთები 418 -დან
ამსტერდამი19 დეკემბერი 202631 დეკემბერი 2026Ajetავიაბილეთები 625 -დან
ბერლინი26 ნოემბერი 20262 დეკემბერი 2026Ajetავიაბილეთები 427 -დან
გუანჟოუ26 ნოემბერი 20261 დეკემბერი 2026Air Chinaავიაბილეთები 1 362 -დან
კიშინიოვი26 იანვარი 20273 თებერვალი 2027LOT Polishავიაბილეთები 567 -დან

ყველაზე სუსტი პასპორტის მქონე ქვეყნები, 2025 წლის Hanley Passport Index-ის მიხედვით:

  • 95-ე ადგილი სომალი – 33 ქვეყანა
  • 96-ე ადგილი პაკისტანი – 32 ქვეყანა
  • 96-ე ადგილი იემენი – 32 ქვეყანა
  • 97-ე ადგილი ერაყი – 30 ქვეყანა
  • 98-ე ადგილი სირია – 27 ქვეყანა
  • 99-ე ადგილი ავღანეთი – 25 ქვეყანა

ეს ქვეყნები საერთაშორისო დიპლომატიური გამოწვევებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო მსოფლიოში ყველაზე სუსტი პასპორტების სიაში მოიაზრებიან. მათი მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობა ხშირად რთული და ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცესებით არის გაძნელებული.

საყურადღებოა, რომ პასპორტის ინდექსები რეგულარულად ახლდება, ვინაიდან ქვეყნების სავიზო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები მუდმივად იცვლება. შესაბამისად, მონაცემები, რომლებიც დღეს აქტუალურია, შესაძლოა გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიცვალოს.

8 წელი თქვენს სამსახურში! Avia.ge – საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშილონდონის ჰითროუს აეროპორტი 24 საათით დაიხურა
შემდეგი სტატიაახალი ევროპული ავიაკომპანია – Air Serbia თბილისის აეროპორტში შემოდის
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted