მედეა ჯანიაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, 2022 წლის 8 თვის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს. მისი ინფორმაციით მნიშვნელოვნად გაიზარდა აქტიური მუშაობის შედეგად ტურისტული ვიზიტების რაოდენობა.

მედეა ჯანიაშვილი აცხადებს: „ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტების წარმოჩენისთვის, ვახორციელებთ არაერთ მარკეტინგულ აქტივობას ამ მიზნით. საქართველოში ვმასპინძლობთ როგორც საერთაშორისო გავლენიანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და პოპულარულ ბლოგერებს, აგრეთვე აქტიურად ვმონაწილეობთ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში. მიზნობრივ ბაზრებზე ჩვენი კამპანიების შედეგად აგვისტოში უკვე გვაქვს 77 %-იანი აღდგენა ტურისტულ ვიზიტებში, რაც ავტომატურად ნიშნავს უფრო მეტ შემოსავალს ქვეყნისთვის“

2022 წლის იანვარი-აგვისტოს თვის სტატისტიკური მონაცემებით ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

2022 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში 582,995 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +135.8%-ს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 77.4 %-ს შეადგენს.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიTurkish Airlines-ის ბორტზე ბავშვი დაიბადა
შემდეგი სტატიაTbilisi Airways-ი ევროპისა და აღმოსავლეთის მიმართულებით იფრენს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments