Booking.com-მა Traveller Review Awards-ზე გამოაქვეყნა მსოფლიოს 10 ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქის სია, რომელშიც შედიან ნაკლებად ცნობილი ტურისტული მიმართულებები. სიის შესადგენად გაანალიზდა 360 მილიონზე მეტი ტურისტული მიმოხილვა, სადაც შეფასდა სხვადასხვა დანიშნულების ადგილი საცხოვრებლის, კომფორტის, გართობის შესაძლებლობებისა და მოგზაურთა გამოცდილების მიხედვით.

  • პირველ ადგილს სიგირია იკავებს – უძველესი კლდეზე აშენებული ციხესიმაგრე, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი. ის მდებარეობს შრი-ლანკაში. მოგზაურთა შეფასებით, სიგირია გთავაზობთ დაუვიწყარ თავგადასავალს და საოცარ სიმშვიდეს.
  • მეორე ადგილს ესპანეთის ქალაქი კასორლა იკავებს, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. მთავარი ღირსშესანიშნაობა Castillo de la Yedra -ია, რომელიც შუა საუკუნეების ნაგებობაა და შესანიშნავ ხედს გვთავაზობს. კასორლა ასევე ცნობილია თავისი ვიწრო ქუჩებით, ტრადიციული ანდალუსიური სახლებითა და ადგილობრივი გასტრონომიით, სადაც განსაკუთრებულად პოპულარულია ზეთისხილის ზეთი და ადგილობრივი ღვინოები.
  • ხოლო მესამე ადგილს კი ურუბიჩი, სამხრეთ ბრაზილიის ულამაზესი ქალაქი. ის განსაკუთრებით პოპულარულია ბუნების და თავგადასავლების მოყვარულ ტურისტებში. ურუბიჩი გამოირჩევა უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტებით, ჩანჩქერებით, კლდეებით და მდიდარი ფლორა-ფაუნით.

ქუთაისი ბარსელონა

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი17 მაისი 202625 მაისი 2026Red Wingsავიაბილეთები 479 -დან
ალმაატა26 აგვისტო 20261 სექტემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 124 -დან
ამსტერდამი1 ოქტომბერი 20268 ოქტომბერი 2026Transaviaავიაბილეთები 609 -დან
ანკარა1 აგვისტო 20266 აგვისტო 2026Ajetავიაბილეთები 505 -დან
ათენი31 მაისი 20263 ივნისი 2026Sky Express Greeceავიაბილეთები 446 -დან
აბუ დაბი18 ოქტომბერი 202623 ოქტომბერი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 1 018 -დან
ანტალია20 ოქტომბერი 202622 ოქტომბერი 2026SunExpressავიაბილეთები 523 -დან
ბაჰრეინის კუნძული13 ივნისი 202618 ივნისი 2026Gulf Airავიაბილეთები 1 720 -დან
ბაქო31 იანვარი 202710 თებერვალი 2027აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 286 -დან
ბელგრადი1 ივლისი 20269 ივლისი 2026Air Serbiaავიაბილეთები 817 -დან

Booking.com-ის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქებია:

  1. სიგირია, შრი-ლანკა;
  2. კასორლა, ესპანეთი;
  3. ურუბიჩი, ბრაზილია;
  4. ტაუპო, ახალი ზელანდია;
  5. წმინდა ავგუსტინე, აშშ;
  6. ორვიეტო, იტალია;
  7. მანიზალესი, კოლუმბია;
  8. კვედლინბურგი, გერმანია;
  9. კო ლანტა, ტაილანდი;
  10. ჩესტერი, დიდი ბრიტანეთი.

sigiriyaBooking.com-ის მიერ გამოქვეყნებული სია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ყველაზე საინტერესო და სტუმართმოყვარე ქალაქები არ არის მხოლოდ ცნობილი ტურისტული მიმართულებები. სიგირია, კასორლა, ურუბიჩი და სხვა ქალაქები გამოირჩევიან თავიანთი უნიკალური ატმოსფეროთი, ბუნებრივი სილამაზითა და ადგილობრივი მაცხოვრებლების თბილი დამოკიდებულებით.

ეს ადგილები იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სურს დაუვიწყარი გამოცდილება, შთამბეჭდავი ლანდშაფტები და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა. 360 მილიონზე მეტი ტურისტული მიმოხილვა ნათლად აჩვენებს, რომ სტუმართმოყვარეობა და ავთენტური გამოცდილება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოგზაურთა კმაყოფილებაში.

თუ ეძებთ მიმართულებას, სადაც თავი განსაკუთრებულად და კომფორტულად გინდათ იგრძნობთ, ეს ქალაქები აუცილებლად უნდა დაამატოთ თქვენს სამოგზაურო სიაში!

დაეგეგმეთ მოგზაურობა ყველაზე მარტივად Avia.ge-სთან ერთად! დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველოდან ჩინეთის მიმართულებით მოთხოვნა გაიზარდა
შემდეგი სტატიაLOT Polish Airlines პოლონეთის სხვადასხვა ქალაქიდან ახალ მარშრუტებს ამატებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments